განმარტებანი - საშობაო მარხვა და მისი განაწესი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

საშობაო მარხვა და მისი განაწესი

საშობაო მარხვა

საშობაო მარხვის ვადები


საშობაო მარხვის დრო - ეს არის ზუსტად 40 დღე. მარხვა იწყება 28 ნოემბერს (15 ნოემბ. ძვ. სტ.) და გრძელდება 6 იანვრამდე (ჩათვლით) (24 დეკ. ძვ. სტ.). 7 იანვარს ღამთ ქრისტიანები წყვეტენ მარხვას და ზეიმით ხვდებიან მარხვის მწვერვალს, მის მთავარ მიზანსა და აზრს - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს შობას.



რისთვის არის საჭირო საშობაო მარხვა

საშობაო მარხვა - ეს არის ჟამი ღმერთში განმტკიცებისა და სულიერი მატებისა, გულისხმიერი ლოცვისა და კეთილი საქმეებისა. ყველა შეზღუდვა, რომელსაც ადამიანი ნებაყოფლობით აკისრებს საკუთარ თავს - გასტრონომიული მარხვა, უარის თქმა გართობაზე - საჭიროა არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც ერთგვარი ასკეტური ღვაწლი, როგორც მომზადება უდიდესი დღესასწაულის - ქრისტეს შობისადმი, იმ სასიხარულო დღისადმი, როდესაც იესუ ქრისტე იშვა ქალწულ მარიამისგან, როდესაც მთელი სამყარო ხარობს და ეგებება მაცხოვარს. ჩვენ ვმარხულობთ, რათა ეს დღე წმიდად განვვლოთ, გავთავისუფლდეთ ამაოებისგან და ყოველივე იმისგან, რაც ვნებს ჩვენს სულს.

კალენდრული კვება: რისი ჭამა შეიძლება საშობაო მარხვაში და რისი არა


საშობა მარხვა - მკაცრია. ამ პერიოდში მართლმადიდებლური ქრისტიანები თავს იკავებენ ნებისმიერი ხორციელი საკვებისგან, რძის პროდუქტებისგან და კვერცხისგან. თევზის ჭამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სიმკაცრის განაწესი. ყველაზე მსუბუქი განაწესის მიხედვით, თევზის ჭამა შეიძლება ყოველდღე გარდა ორშაბათისა, ოთ
შაბათისა და პარასკევისა.

უფრო დეტალურად კვების განაწესი ასეთია: ოთხშაბათსა და პარასკევს - მშრალი მარხვა; ორშაბათობით - ცხელი სამარხვო საკვები, ოღონდ უზეთო; სამშაბათ, ხუთშაბათს და შაბათ-კვირას - ცხელი მცენარეული კერძი ზეთით, თევზი, მცირედი ღვინო;
4 დეკემბერს (21 ნოემბ. ძვ. სტ.), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე - ცხელი მცენარეული საკვები ზეთით, თევზი, ღვინო.

20 დეკემბრიდან (7 დეკ. ძვ. სტ.) 1 იანვრის ჩათვლით (19 დეკ. ძვ. სტ.): ოთხშაბათსა და პარასკევს - მშრალი მარხვა; ორშაბათობით - ცხელი მცენარეული საკვები უზეთოდ; სამშაბათსა და ხუთშაბათს - ცხელი მცენარეული საკვები ზეთით, ღვინო; შაბათ-კვირას - ცხელი მცენარეული საკვები ზეთით, თევზი, ღვინო.

1 იანვარს (19 დეკ. ძვ. სტ.) მართლმადიდებლები აღნიშნავენ წმ. მოწამე ბონიფანტეს ხსენების დღეს, რომელსაც მთვრალობის ვნებისგან გათავისუფლებას ევედრებიან. ამ დღეს მრავალ მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება ღვთისმსახურება და პარაკლისები.

2 იანვრიდან (20 დე. ძვ. სტ.) ვიდრე 6 იანვრამდე (ჩათვლით) (24 დეკ. ძვ. სტ.), ანუ ქრისტეს შობის წინა ხუთი დღის განმავლობაში: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს - მშრალი მარხვა; სამშაბათსა და ხუთშაბათს - ცხელი მცენარეული კერძი ზეთის გარეშე; შაბათსა და კვირას - ცხელი მცენარეული კერძი ზეთით.

შობის მარხვის დროს სამოქალაქო კალენდრით უწევს ახალი წლის დადგომა. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამ საერო ზეიმობის დროს მარხვა არ უნდა დაარღვიონ. ამასთან დაუშვებელია სხვა ადამიანების განკითხვა, ვინც, ქრისტიანთაგან განსხვავებით არ მარხულობს. უმჯობესია სუფრაზე გვქონდეს სამარხვო და მოკრძალებული კერძები, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა ოჯახში და ჩვენი განკითხვით რწმენისგან არ განვდრიკოთ ოჯახის სხვა წევრები.

მარხვის გასტრონომიული სიმკაცრის დაცვის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორმოცი დღე უპირველეს ყოვლისა დაწესებულია სულისთვის და არა ხორცისთვის; და საკვებში დაწესებული შეზღუდვები - სულიერი ღვაწლის გარეშე, გულწრფელი ლოცვისა და მოყვასისადმი შეწევნის გარეშე - კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.



საშობაო მარხვის ისტორია


საშობაო მარხვა მომდინარეობს პირველივე საუკუნეებიდან. მას ახსენებენ ნეტ. ავგუსტინე, წმ. ამბროსი მედიოლანელი და ლეონ დიდი. ორმოცდღიანი ეს მარხვა გახდა 1166 წლის კრებაზე, რომელიც შედგა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ლუკას და ბიზანტიის იმპერატორ მანუელის დროს.

საეკლესიო განაწესის მიხედვით 6 იანვარი (24 დეკ. ძვ. სტ.) განსაკუთრებულად მძიმე მარხვის დღეა. საკვების მიღება იკრძალება მთელი დღის განმავლობაში და მცირე უზეთო საკვებს ვიხმევთ მხოლოდ მწუხრის ლოცვების შემდეგ.

როგორ უნდა დაიცვან მარხვა ერისკაცებმა


მართლმადიდებლობაში ბევრი დავობს თუ როგორ უნდა დაიცვან საშობაო მარხვა ერისკაცებმა. მიზეზი იმაშია, რომ სამარხვო კვების განაწესი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს თუნდაც ერთხელ მაინც წაუკითხავს საეკლესიო კალენდრებში, ჟურნალებსა და საეკლესიო საიტებზე, როგორც წესი, ეხება ე. წ. მონასტრულ განაწესს. მაგრამ ერისკაცები არ არიან ვალდებულნი ისევე მკაცრად დაიცვან მარხვა, როგორც მონაზვნებმა.
კერძოდ, თუ ერისკაცთ უჭირთ ორმოცდღიანი მარხვის მკაცრად და განაწესის მიხედვით დაცვა, მაშინ მათ თავიან მოძღვარს უნდა სთხოვონ მარხვის შერბილება, რომელიც მარხვას მათი უძლურებისდა მიხედვით დაუწესებს. რას ნიშნავს შერბილება? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მარხვა არ იქნება იმდენად მკაცრი - თქვენი ჯანმრთელობიდან და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე. რადგან საშობაო მარხვის აზრი ეს არის მომზადება ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის, მარხვა - ეს „მართლმადიდებლური დიეტა“ კი არ არის, არამედ გამოცდაა ჩვენი სულებისთვის, რომელიც გვეხმარება დავინახოთ უმთავრესი და მოვიკვეთოთ ყოველივე მეორეხარისხოვანი, მთელი გულისყური მივაპყროთ იმას, რისკენაც სახარება მოგვიწოდებს. სამარხვო შეზღუდვებითა და ღვაწლით უფრო მივეახლოთ ქრისტეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშობაო მარხვის დროს ქრისტიანის რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნას ხორცეული, რძის პროდუქტები და კვერცხი. ნებადართულია მხოლოდ თევზი, ისიც ზემოთაღნიშნულ დღეებში. ხოლო 6 იანვარს, შობის წინა დღეს დაწესებულია უფრო მკაცრი მარხვა
. ამ დღეს შეიძლება მხოლოდ პურის, წყლის და ხილის ჭამა.

გილოცავთ საშობაო მარხვის დაწყებას. ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ბედნიერ შობას გისურვებთ.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню