განმარტებანი - ჯვრის თაყვანისცემა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ჯვრის თაყვანისცემა

ჯვრის თაყვანისცემა

ეს კვირადღე - დიდი მარხვის შუა პერიოდია. ჯვრის თაყვანისცემის კვირად ის იწოდება იმიტომ, რომ მარხვის ამ დროს საკურთხეველიდან თაყვანსაცემად გამოიყვანენ უფლის ჯვარს. ჯვარი შემდეგ ტაძრის შუაგულში იმყოფება დიდი მარხვის მე-4 შვიდეულის პარასკევამდე.

იბადება კანონზომიერი კითხვა - რატომ მიაგებენ ქრისტიანები ასეთ პატივს დასჯის იარაღს? საქმე იმაშია, რომ ჯვრის თაყვანისცემა ეკლესიის სწავლებით იგივეა რაც თაყვანისცემა იესუ ქრისტეს მიმართ, მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მიმართ.

ჯვრები გუმბათებზე, სამკერდე ჯვრები, თაყვანსაცემი ჯვრები, რომლებისაც დგამენ სახსოვარ ადგილებში, - ყველა მათგანი მოწოდებულია გვახსოვდეს, თუ რა საშინელი და ძვირფასი მსხვერპლი გაიღო ქრისტემ ჩვენს საცხოვნებლად. ასე რომ, ქრისტიანები დასჯის იარაღს კი არ სცემენ თაყვანს, არამედ ჯვრისადმი პატივისცემით თვით იესუ ქრისტეს მიაგებენ პატივს, რწმენით მიმართავენ იმ მსხვერპლის სიდიადეს, რომელიც მაცხოვარმა ყოველი ჩვენთაგანისთვის გაიღო.

ის დაზიანებები რომ განეკურნა, ცოდვამ რომ შემოიტანა ადამიანის ბუნებაში, უფალმა თავისი განკაცებისას ჩვენი ბუნება მიიღო, მასთან ერთად კი ის დაზიანებებიც, რომლებიც ეკლესიის სწავლებით იწოდება ვნებად, ხრწნილებად, მოკვდავობად. ცოდვის ამ შედეგებს სრულიად უცოდველი ქრისტე იღებს ყოველი ჩვენთაგანისთვის, რათა შემდეგ თავისი ღვთაებრიობის ძალით აღდგეს მკვდრეთით და სამყაროს განახლებული ადამიანური ბუნება წარუდგინოს, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება სნეულებებსა და ტანჯვას, სიკვდილსა და ხრწნილებას. ამიტომაც ჯვარი არა მარტო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის სიმბოლოა, არამედ - მისი დიდებით აღდგომისაც, რომელმაც ყველას, ვისაც კი სწამს ქრისტე და მზად არის შეუდგეს მას, სამოთხისკენ მიმავალი გზა გაუხსნა.


მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню