განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. კარისკაცის ძის განკურნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

კარისკაცის ძის განკურნება

შინაარსი

კარისკაცის ძის განკურნება

(იოანე 4:46-54)


დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).


ქორწილის შემდეგ, რომელიც იყო გალილეას კანაში, ქრისტე წავიდა იუდეაში, სადაც იქადაგა ღმრთის სასუფეველი. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი კვლავ გალილეაში დაბრუნდა, "სადაც ღვინოდ აქცია წყალი". აქ მას მიმართა კაპერნაუმიდან ჩამოსულმა ვინმე კარისკაცმა, "ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო".

"უთხრა მას იესუმ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ". კარისკაცის მთელი აზრი, როგორც ჩანს, კონცენტრირებული იყო არა ქრისტესადმი, როგორც ღმრთის ძისადმი რწმენის საკითხში, არამედ მთლიანად მიპყრობილი იყო საკუთარი შვილის სნეულებისკენ და ძლიერ სწყუროდა მისი განკურნება. ამიტომაც ევედრებოდა იგი ქრისტეს: "უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე"

მაშინ უფალმა მას უთხრა: "წადი, შენი ძე ცოცხალია". და აქ გამოჩნდა ქრისტესადმი კარისკაცის ნდობის მთელი სიღრმე. მან ირწმუნა ქრისტეს სიტყვების და იმწამსვე სახლისკენ გაეშურა. არ სთხოვა მას და არ დაუწყო ვედრება პირადად მისულიყო მის შვილთან. საკუთარი ძის სნეულებით გამოწვეული შიში და მშფოთვარება იმწამსვე გაქრა. სულში სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა. რწმენამ იესუ ქრისტეს, როგორც ძლევამოსილი მკურნალის მიმართ, უცებ ჰპოვა სულში მისდამი, როგორც ღმერთკაცისადმი უღრმესი რწმენის ნიადაგი. მსახურნი, რომელთაც ვერ გაეგოთ ეს ყოველივე თუ როგორ მოხდა, ჩქარობდნენ მოეთხროთ მამისთვის და ეცნობებინათ მისთვის სასიხარულო ამბავი შვილის განკურნების შესახებ: კაპერნაუმის გზაზე ისინი შეეგებნენ სახლში მობრუნებულ თავიანთ ბატონს და უთხრეს: "შენი ძე ცოცხალიაო". კარისკაცმა გამოიკითხა: "რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო". ყოველივე ამას მახარობელი კიდევ ამატებს: "და ირწმუნა მანაც და მთელმა მისმა სახლეულობამ".

აქ უნდა აღინიშნოს, რომ "ეს მეორე სასწაული", რომელიც "მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში", აღსრულებულ იქნა დაუსწრებლად და შეეხო არა მარტო კარისკაცის უიმედოდ სნეული შვილის სხეულს, არამედ კარისკაცის ოჯახის ყველა წევრის სულსაც და თვით კარისკაცსაც. ყველა მათგანში საკვირველად გამოიღვიძა ღმრთის ძისადმი რწმენამ და განმტკიცდა. ასე ხშირად ხდება ეკლესიაშიც: ჭშმარიტი რწმენა იბადება ღმრთის სიტყვისადმი ნდობისგან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню