ცრუსწავლებანი - სასჯელი ქრისტეს გმობისთვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > ცრუსწავლებანი

სასჯელი ქრისტეს გმობისთვის

აჰმად დიდათის

ავტორი: მაქსიმ სტეპანენკო. ტომსკის ეპარქიის მისიონერული განყოფილების ხელძმღვანელი.

ქრისტეანობის კრიტიკოსის ახმად დიდათის აღსასრული (გარდ. 2005 წ.) ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ისჯება ამქვეყნად სულიწმიდის მგმობელი.



აღმად დიდათი პარალიზებული იყო ყელამდე, რის გამოც მას არ შეეძლო არც ხელის განძრევა, არც ფეხის, არც თავის, და მეტიც, შეუძლებელი იყო მისთვის ლაპარაკი და ყლაპვაც კი... ასეთ მდგომარეობაში იცოცხლა მან ათი წელი და ღირსეული სასჯელი მიიღო ღმრთის ძისა და სულიწმიდის გმობისთვის.


***


აჰმად დიდათი - ეს ის პიროვნებაა, რომელიც ღმერთმა დასაჯა ღმრთის ძის გმობისთვის და დაუყო ღმრთისმგმობელი პირი, სასჯელი კი გაუძლიერა სრული პარალიზაციით.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ დისპუტზე მან ილოცა, რათა ღმერთს დაეყო მისი პირი, ვინც ცრუობს და არ ამბობს სიმართლეს...

გამოცდილება აჩვენებს, რომ მუსლიმებს ძალზედ ახასიათებთ არ ილოცონ იმ ადამიანების ცხონებისთვის (შეგონებისთვის), რომლებიც მათი აზრით ცდებიან, არამედ მათ დასასჯელად ითხოვენ სნეულებებსა და სიკვდილს.

გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ ქრისტეანული მიმართულების თითქმის არც ერთი ტოტალიტარული სექტის ადეპტი არ იმუქრება ოპონენტის სიკვდილით, წყევლა-კრულვით და არ იცავს თავის რწმენას ბილწსიტყვაობით. ამას მხოლოდ (!) მსულიმები აკეთებენ. საკმარისია თვალი გადაავლოთ YouTube მუსლიმურ წყაროებს, რათა დარწმუნდეთ, რამდენი ბოღმა და ბილწსიტყვაობა იფრქვევა მათი მხრიდან ქრისტეანთა მისამართით. გაისმის წყევლა და მუქარებიც.

აი ფლეილისტი, რომელიც ისლამის მხილებასა და მასთან პოლემიკას ეძღვნება:

იხილეთ, რამდენად მშვიდობისმოყვარენი არიან "ყველაზე მშვიდობისმოყვარე რელიგიის" წარმომადგენლები.

https://www.youtube.com/playlist?list=PLKAaSeaPQeIsyZH6hcII6ZF9brSh1P2tN

მან ღირსეულად მიიღო ის, რაც ითხოვა! გულსიხმაყონ ეს ღმრთის სხვა მგმობელებმაც! ასე, რომ ჩვენთან პოლემიკაში ნუ დაიმოწმებთ ამ წყეულ და ღმრთით დასჯილ ადამიანს, მისი აღსასრული - მკაფიო დასტურია მისი უსამართლობის! ჯერ კიდევ დავით წინასწარმეტყველი წერდა:

"უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა" (ფსალმ. 30:19).

"ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა" (ფსალმ. 62:12).

"კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა. და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა, გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა. ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი" (იგავნი. 6:12-15).



ახმად დიდათი იყო ისლამისტი აპოლოგეტი, რომელიც უკიდურესად გმობდა ღმრთის ძეს, რისთვისაც და ითხოვდა ღმერთს პირი დაეყო ცრუთათვის (ახმადი დიდათის აზრით ესენი იყვნენ ქრისტეანები). მაგრამ, მოხდა ისე, რომ დიდათზე აღსრულდა ის, რასაც ითხოვდა. ჭეშმარიტად აღსრულდა ნათქვამი: "ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათე 12:31).

სხვათა შორის, მისი ზედაპირული არგუმენტები ქრისტეანობის წინააღმდეგ გაცამტვერებულია და მხილებულია ქრისტეანთა მიერ. მაგალითად, იხილეთ ჯონ გილკრისტის პუბლიკაცია: "ამბობს თუ არა რაიმეს ბიბლია მუჰამედზე"?

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/8pZugK9NoXo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ვიდეოს სტენოგრამა:


ღმრთის შურისგება ახმად დიდათზე. ვინ აიძულა მას დადუმება?

დიდათი ცნობილი გახდა თავისი მრავალრიცხოვანი საჯარო დისპუტებით, რომელსაც ის აწარმოებდა ევანგელისტურ ქრისტეანთა და ბიბლიის წინააღმდეგ. მისი ოპონენტები იყვნენ ჯოშ მაკდაუელი, ანის შორროში, ჯიმი სვაგარტი, დ-რ რობერტ დუგლასი, პასტორი სტენლი სებერგი.



არის თუ არა ქრისტე ღმერთი?

არის თუ არა ბიბლია ღმრთის სიტყვა?

ჯვარცმა - ფაქტია თუ გამონაგონი?

დაბადება 3:1: "ნამდვილად თქვა თუ არა ღმერთმა..."?

ეს ყველაფერი სატანის ძველი ხრიკებია, რომელიც სიცრუესა და ეჭვებს თესავს.

1985 წელს, ანის შორროშთან დისპუტის დროს მან ილოცა და ითხოვა ღმერთს პირი დაეყო ამ ორიდან იმ ადამიანისთვის, ვინც ცდება და ცრუობს. ღმერთმა ისმინა დიდათის ვედრება და უპასუხა მას 1996 წლის 3 მაისს.

ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომაზე მორიგი მკრეხელური გმობიდან 4 კვირის შემდეგ, ავსტრალიაში თავისი პროვოკაციული ლექციების დროს, ახმედ დიდათს დაარტყა დამბლამ, რომელმაც გააშეშა ის ყელიდან ფეხებამდე. ეს იყო ტვინის დამბლა. ასე დამუნჯდა თანამედროვეობის ქრისტეს ამხედრებული ერთ-ერთი ყველაზე მკრეხელი ადამიანი. ღმერთმა ის სამუდამოდ დაადუმა, თანაც ისე, რომ მას არც ლაპარაკი შეეძლო და არც ყლაპვა. ღმრთისმგმობელი ამ საშინელ მდგომარეობაში იყო თითქმის 10 წელი ვიდრე სიკვდილამდე, რომელიც 2005 წლის აგვისტოში დადგა.

ასე, რომ: "ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალატ 6:7).

გახსოვდეთ ეს მარადის! გფარავდეთ ღმერთი!

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню