ასტროლოგია - ასტროლოგიის სიმცდარე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > ასტროლოგია

ასტროლოგიის სიმცდარე

წინამდებარე სტატიაში ლაპარაკია ასტროლოგიური პროგნოზების სპეციფიკაზე

ასტროლოგია

ავტორი: ალექსანდრ შიმბალევი.

- რა აქვს ეკლესიას ასტროლოგიის საწინააღმდეგო?

- ჯერ-ერთი, ასტროლოგია ადამიანში ნერგავს ფატალისტურ მსოფლმხედველობას. თავისუფალი ნების შესახებ ეკლესიური სწავლების საწინააღმდეგოდ ის ამტკიცებს, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს. ასტროლოგები, მართალია, ამბობენ, რომ ვარსკვლავები მიდრეკენ ადამიანებს ამა თუ იმ ქმედებისკენ, მაგრამ არ აიძულებენ. თუმცა ელემენტარული ლოგიკის მიხედვით ნონსენსია. თუკი ასტროლოგები, როგორც თვითონ აცხადებენ, ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას გაერიდონ საშიშროებაას (ეს არის მათი რეკლამის საფუძველი), მაშინ ისინი თვითონ ეწინააღმდეგებიან საკუთარ დოქტრინას, რომლის თანახმადაც კოსმიური ფაქტორები ახდენენ ადამიანის ცხოვრების დეტერმინირებას. კაპიკია ამ კოსმიური ფაქტორების ფასი, თუკი ასტროლოგებს შეუძლიათ მათი ზეგავლენის კორექტირება!

მეორეს მხრივ, თუ ადამიანმა შესძლო თავი აერიდებინა რაღაცისთვის, როგორ შეძლებს ის დარწმუნებას, შეიძლებოდა ის მომხდარიყო თუ არა? მეცნიერებას გააჩნია საშუალებები შეამოწმოს ასტროლოგიური პროგნოზები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს - არა. გარდა ამისა, თუ უეცრად ასტროლოგი შვებულებაში გაემგზავრა ან მოკვდა, მისი კლიენტი დემორალიზებული აღმოჩნდება: თითქოსდა მან დაკარგა მეკვლე ძაღლი.

ასტროლოგებს ნიმუშად მოჰყავთ ისტორია: ძველად ასტროლოგიას ეკლესიაც აღიარებდა და ის უნივერსიტეტებში ისწავლებოდა. სინამდვილეში ეს იყო მანამ, სანამ ის ერთ-ერთ მეცნიერებად მიაჩნდათ. ასტროლოგიაში მოქმედებს ანალოგიის პრინციპი, რომელიც სხვადასხვა კლასის ობიექტთა მიმართ იყენებენ, რაც მეცნიერულ მეთოდოლოგიაში მიუღებელია. მაგალითად, ანალოგია გამოიყენება ადამიანთან და პლანეტასთან მიმართებაში. თუ მარსი წითლია (წითელი ფერი - ეს არის სისხლის და ომის ფერი), მაშასადამე, მარსი - ბოროტი პლანეტაა. ახალი დროის მეცნიერებამ ასტროლოგია აღხოცა როგორც მეცნიერების ერთ-ერთი დარგი და ის ყოველგვარი მეცნიერების გარეშე გამოაცხადა.

- ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ეს, პირიქით, "სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა პროგნოზები გაკეთდეს გარეგანი გარემოს ფაქტორების ანალიზის საფუძველზე..."

- ასტროლოგების მუშაობაში არის არამეცნიერულობის უამრავი ნიმუში. ასე მაგალითად, თავიანთ წინასწარმეტყველებებში ისინი იყენებენ 1930 წელს აღმოჩენილ პლანეტა პლუტონს, რომელიც მზის სისტემის პლანეტად აღიარებულია იმიტომ, რომ ასტრონომებმა არასწორად განსაზღვრეს მისი ზომები (სინამდვილეში მისი დიამეტრი მთვარის დიამეტრზე ნაკლებია). ასტროლოგებმა იმწამსვე გამოაცხადეს პლუტონი, როგორც ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს დედამიწის ცხოვრებაზე. მეტიც, ზოგიერთ ასტროლოგიურ ცნობარში ნათქვამია, თუ რას ნიშნავს პლუტონის ყოფნა ზოდიაქოს თორმეტი ნიშნიდან თითოეულში. მაგრამ ამ პლანეტის ბრუნვის პერიოდია 248 წელი, და 1930 წლიდან ასტრონომებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ მხოლოდ 77 წელს. ეს მისი ბრუნვის მესამედია, ანუ რეალურად მისი დაკვირვება შესაძლებელი იყო ზოდიაქოს მხოლოდ ოთხ ნიშანში.

ერთხელ ასტროლოგმა პავლე გლობამ, რომელიც, სავარაუდოდ სადღაც მიიჩქაროდა, თავის მოწაფეებს უთხრა: ვერ მოვასწრებ სატურნის, იუპიტერის, ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის მდგომარეობათა შესახებ მოთხრობას, ეს თქვენ ანალოგიის მიხედვით მოიფიქრეთ იქიდან, რაც მე გითხარით მერკურის, ვენერას და მარსის შესახებ. წარმოიდგინეთ, ექიმი ასწავლის სამედიცინო ინსტიტუტში და სტუდენტს ეუბნება: ჩვენ ახლა განვიხილეთ მუცლის აგებულება, თავის აგებულებაზე კი თვითონ იფიქრეთ ამ ანალოგიის მიხედვით.

იმავე გლობას აქვს წიგნი "ვინ იყავით თქვენ წარსულ ცხოვრებაში". საკმაოდ სახალისოა იქ ჩამოთვლილი მეცადინეობები: ყინულის მკვლევარი XIV ს. ცენტრალურ ინგლისში., ინგლისის პრინცი XII ს.-ში, ჯადოქარი ფიჯის ეგზოტიკურ კუნძულზე XVI ს.-ში. დღეში დედამიწაზე იბადება დაახლოებით 50 ათასი ადამიანი. პაპუა-ახალი გვინეას კუნძულებზე კიდევ აიტანდნენ 50 ათას ჯადოქარს, მაგრამ 50 000 პრინცს XII ს.-ის ინგლისი ვერანაირად აიტანდა!

1999 წლის 11 აგვისტოს მოხდა მზის სრული დაბნელება. ამ დროს გაკეთდა რუსი ასტროლოგების ღირსშესანიშნავი პროგნოზი: საფრანგეთის ცაში მოხდებაო კატასტროფა, - აფეთქდება კოსმიური აპარატი "კასინიუსი", რომლის ბორტზე იმყოფებოდა რაიაქტიური პლუტონიუმი. მაგრამ ეს არ მოხდა.

- პლანეტების განლაგება არ მოქმედებს ადამიანის ბედზე?

- არავითარ შემთხვევაში! მეტიც, მათ საერთოდ არ ძალუძთ რაიმე ზეგავლენის მოხდენა. თვით ზოდიაქალური დახასიათება არის აბსურდი. სტატისტიკურად სწორი შედეგისთვის მეცნიერებმა უნდა აიღონ თუნდაც სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა გეოგრაფიულ განედებზე მცხოვრები 5000 სხვადასხვა რასის სხვადასხვა ადამიანი და გამოიკვლიონ მათი ქცევის წესი. შემდეგ ამ მახასიათებლებში გამოჰყონ ის, რასაც ამ ადამიანთა ხასიათს ანიჭებს რასა, გეოგრაფიულ განედზე ცხოვრება, აღზრდა, განათლება, გენეტიკა და სხვა მრავალი. ამგვარი კვლევა ჯერ არავის მოუცია. ასტროლოგები უბრალოდ განმარტავენ სიმბოლოს. მაგალითად, თევზებს თითქოსდა უყვართ ხელიდან დასხლტომა და დრო და დრო ფსკერზე ჩაწოლას ცდილობენ. მაგრამ ეს დამახასიათებელია თევზებისთვის, და არა ადამიანისთვის.

ძველი ასტროლოგია აქცენტირებას აკეთებდა ზუსტ წინასწარმეტყველებებზე. ჯერ კიდევ ციცერონი წერდა: განა კეისარ გრაკხუსს არ უწინასწარმეტყველეს, რომ ისინი სიბერეში მოკვდებოდნენ თავიანთ სარეცელზე, რადგან მათ მფარველობდნენ კარგი პლანეტები? იტალიელი ჯეროლამო კარდანომ საკუთარ თავს უწინასწარმეტყველა, რომ მოკვდებოდა 70 წლის შემდეგ. მან იცხოვრა ამ ასაკამდე და ნახა, რომ ვერავითარი ბუნებრივი მიზეზები ვერ წაართმევენ მას სიცოცხლეს. მაშინ, თავისი პროგნოზი რომ გაემართლებინა, თავი მოიწამლა.

ახალი დროებაში ასტროლოგიამ ფიასკო განიცადა, ის მიივიწყეს XIX ს.-მდე, როდესაც პოპულარობა მოიპოვა ფსიქოლოგიამ. ამის შედეგად ასტროლოგია აღორძინდა, როგორც ფსიქოლოგიური პრაქტიკა. XX ს.-ში ის შეერწყა ფსიქოანალიზს, მაგრამ ეს უკვე საუბრის სხვა თემაა. ეს არის ფსიქოლოგია, რომელიც იყენებს ასტრალურ სიმბოლოებს. მაგრამ უმეტესიწილად, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ასტროლოგთა მცდელობებს, როგორმე ყურით მიათრიონ ასტროლოგია ამა თუ იმ მეცნიერებასთან.

დღეისთვის საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია. ზოგიერთი ასტროლოგი ამბობს, რომ მთავარია კონცენტრირება და კლიენტზე ინფორმაციის მიღება სპირიტუალური არხიდან. ეკლესიის აზრით, ამ დროს დემონები, როგორც დაცემული ანგელოზები, ცდილობენ ადამიანის გაბითურებას. ასტროლოგიის ასეთი სახეობა ძლიერ საშიშია. გლობა - ამისი თვალსაჩინო ნიმუშია.

- არსებობს ჭორი, რომ სწორედ ასტროლოგმა გადაარჩინა აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი...

- არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ისტორია გაჩნდა თავდასხმის მცდელობის შემდეგ. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ს პრესაში გაჩნდა მრავალი შეტყობინება, რომ ასტროლოგები ამას წინასწარმეტყველებდნენ. ჩვეულებისამებრ, იმის შემდეგ რაც ხდება ტრაგედია, ჩნდებიან სტატიები: ვითომცდა, ასეთმა და ასეთმა გენიალურმა ასტროლოგმა ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის უწინასწარმეტყველა სამზარეულოში თავის ცოლს.

- რატომ ერევა ეკლესია საერო ცხოვრებაში და ადამიანის გატაცებებში, რომლის ბუნებაში ჩადებულია საკუთარი მომავლისადმი ინტერესი?

- ადამიანებს სურთ კარგის მოსმენა, რომ ისინი იქნებიან დიადნი და მათ ოდესღაც ბედი გაუმართლებთ, მაგრამ არ უნდათ შრომა და მოღვაწეობა. ადამიანი წავა ერთ მკითხავთან, მეორესთან, მესამესთან, ისინი კი სპეციალურად აშინებენ მათ, რათა შემდეგ შესთავაზონ ცხოვნების გზა: ვითომ, მოდი შეგილოცავთ, მოგცემთ წყალს, ოღონდ მცირედით გადახდა მოგიწევს. ბოლოს და ბოლოს ადამიანს ესმის, რომ მას თავბრუს ახვევენ, მაგრამ დაკარგულ ძალთა დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ეკლესია განიცდის ყოველი ადამიანის ბედს და სურს დაიცვას იგი ათასგვარი საცთურებისგან.

- როგორ იცავს ეკლესია ადამიანს საცთურებისგან - მასმედიაში ასტროლოგიური სერვისების რეკლამების შეზღუდვით თუ თვით სერვისების ლიკვიდირებით?

- ეკლესია არავის ებრძვის ფიზიკურად. ის ებრძვის ცოდვას. ჩვენთვის თვით ეს ასტროლოგიც ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ადამიანი: ისიც ხომ ღვთის შვილია. ეკლესია ყველას მოუწოდებს გონიერებისკენ, მაგრამ არანაირად არ ძალუძს მას რომელიმე ორგანიზაციის აკრძალვა. ჩვენ მოვუწოდებთ პრესას, რეკლამისა და პროგნოზების მკითხველთ, ნუ იქნებიან საცთურის მიზეზნი. ადამიანი, რომელიც ადგენს ამ პროგნოზებს, დამნაშავეა მრავალი სხვა ადამიანის შეცდენაში და მოვალეა დაფიქრდეს საკუთარ თავზეც.

- მაგრამ ასტროპროგნოზების მომსახურეობები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს...

- სამწუხაროდ, ადამიანებს უამრავს უგუნურებაზე დიდი მოთხოვნილებები გააჩნიათ. ცოდვით დაცემული და დაზიანებული ადამიანური ბუნება მრავალ გასართობს ითხოვს. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ არავინ იცის სამყაროს აღსასრულის არც დღე და არც ჟამი. მიუხედავად ამისა, ასტროლოგები მას გამუდმებით "წინასწარმეტყველებენ". მსხვილი კორპორაციების ინტერესებში ხომ არ არის, ადამიანმა თავის დღევანდელი დღე გაატაროს როგორც უკანასკნელი?! გამორიცხული არ არის. ოდესაში დრო და დრო პრესაში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრი დგას გიგანტურ მეწყერზე, რომელიც ეს ესაა ზღვაში უნდა ჩაცურდეს. ამ პროგნოზს ავრცელებენ ფირმები, რომლებიც უძრავი ქონებით ვაჭრობენ, რათა ცენტრში მცხოვრებმა და პანიკაში მყოფმა ადამიანებმა რაც შეიძლება ჩქარა გაყიდონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები.

ასე, რომ კარგად დაფიქრდით, სანამ ასტროპროგნოზებით რაიმე გადაწყვეტილებების მიღებას და, რაც მთავარია, ცხოვრებას დააპირებთ. ხომ არ ვარდებით მზაკვარი ადამიანების მიერ ოსტატურად მოქსოვილ ბადეში.

წყარო: Белорусская газета.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню