ასტროლოგია - ასტროლოგიის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > ასტროლოგია

ასტროლოგიის შესახებ

ზოდიაქოს ნიშნები

ძველად ასტროლოგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვარსკვლავთ თაყვანისცემასთან. ვარსკვლავებისგან იღებდნენ "რჩევებს" და სწამდათ, რომ მათ გააჩნდათ ზეგავლენა ადამიანებზე, რადგან ვარსკვლავებს ღმერთებად მიიჩნევდნენ. ეს ნიშნავს, რომ ასტროლოგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული კერპთაყვანისმცემლობასთან, და შესაბამისად, ექვემდებარებოდა საეკლესიო ანათემას.

"დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ. ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად" (4 მეფ. 17:16-17).

345 წელს ლაოდიკიის კრებაზე ასტროლოგია აიკრძალა, ხოლო ასტროლოგები ეკლესიიდან განიკვეთეს.

თანამედროვე ასტროლოგია უკვე არაფერს ამბობს ვარსკვლავთ თაყვანისცემაზე. ის ცდილობს იწინასწარმეტყველოს ჩვენი ცხოვრება და ამასთან მიმართებაში შემოგვთავაზოს ქცევის გარკვეული მიმართულება. მაგრამ, თუ შევადარებთ სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებულ ჰოროსკოპებს, ვთქვათ, ერთი და იმავე კვირის ჩარჩოებში, შევნიშნავთ, რომ ისინი არ არიან იდენტურნი, მეტიც, ეწინააღმდეგებიან კიდევაც ერთმანეთს. ეს ფაქტი კი ჰოროსკოპების სიცრუეზე მეტყველებს.

თუმცა, ჰოროსკოპების სიყალბეზე მარტო ეს ფაქტი როდი მიანიშნებს. ჰოროსკოპებში ზოდიაქოს ყოველ ნიშანი დროის გარკვეულ პერიოდს შეესაბამება. კიბორჩხალა შეესაბამება პერიოდს 22.06-დან 22.07-მდე. რაზე მიანიშნებს ეს პერიოდი?

როგორც ცნობილია, ასტროლოგია გაცნდა ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. აკვირდებოდნენ რა ზეციურ სხეულებს, ასტროლოგები აღნიშნავდნენ, რომ მზე მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნევა მხოლოდ 12 თანავარსკვლავედში, ანუ დროის გარკვეულ პერიოდში მზე ხილული სახით თითქოსდა იმყოფება ერთი რომელიმე თანავარსკვლავედის შიგნით, მაგალითად, კიბორჩხალის თანავარსკვლავედში მზის დანახვა შეიძლება 22.06.-დან 22.07-მდე. მაგრამ ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის დროიდან გავიდა რამოდენიმე ათასი წელი და ჩვენს დროში მზე ხილული სახით უკვე შეიძლება შევამჩნიოთ 13 თანავარსკვლავედში, ხოლო თანავარსკვლავედებში მისი ყოფნის პერიოდები სრულიად შეიცვალა, რის შესახებ დღევანდელი ჰოროსკოპები უბრალოდ დუმან.

ზოდიაქოს ნიშნები. ჰოროსკოპული პერიოდები. ნამდვილი პერიოდები.

თევზები 18.02 – 19.03 12.03 – 18.04

ვერძი 20.03 – 19.04 19.04 – 13.05

კურო 20.04 – 20.05 14.05 – 19.06

ტყუპები 21.05 – 21.06 20.06 – 20.07

კირჩხიბი 22.06 – 22.07 21.07 – 10.08

ლომი 23.07 – 22.08 11.08 – 19.09

ქალწული 23.08 – 22.09 20.09 – 30.10

სასწორი 23.09 – 22.10 31.10 – 22.11

მორიელი 23.10 – 21.11 23.11 – 29.11

გველისმჭერი 30.11 – 17.12

მშვილდოსანი 22.11 – 20.12 18.12 – 19.01

თხის რქა 21.12 – 19.01 20.01 – 15.02

მერწყული 20.01 – 17.02 16.02 – 11.03


თანავარსკვლავედებში მზის ყოფნის ნამდვილი პერიოდები გამოითვალეს თანამედროვე ასტრონომებმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ასტრონომია და ასტროლოგია, რადგან ასტრონომია - ეს არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც გაზომვებსა და გამოთვლებზეა დაფუძნებული, ხოლო ასტროლოგია - ეს არის ცრუ სწავლება, რომელიც ცრურწმენებზეა აგებული.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню