განმარტება - იყო თუ არა ჩერნობილი მესამე აპოკალიფსური საყვირი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იყო თუ არა ჩერნობილი მესამე აპოკალიფსური საყვირი?
იოანეს გამოცხადება
ავტორი: Eugen Evan Announ

იოანეს "გამოცხადება" ("აპოკალიფსისი"): "მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ (გამოცხ. 8:10-11).

იცით, ყოველთვის მაინტერესებდა ირვინ ბაკსტერის (1) განცხადება იმის შესახებ, რომ მესამე აპოკალიფსური საყვირი არის ჩერნობილი.
 
___________________________
 
1. ირვინ ბაკსტერ-მცირე (8 ივლისი 1945 г. - 3 ნოემბერი 2020 г.). ამერიკელი "მღვდელი", მარტოხელა ორმოცდაათიანელი, ტელეევანგელისტი, ბიბლიის მკვლევარი, ცნობილი ტელეპროგრამის "ეპოქის დასასრული" წამყვანი, ასევე ქრისტიანული ორგანიზაციის Endtime Ministries-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელმაც თავი მიუძღვნა საკუთარი შეხედულებების გადმოცემას ქრისტიანულ ესქატოლოგიაზე. ბაკსტერი ასევე იყო ავტორი, გამომცემელი, ტელეწამყვანი და წინასწარმეტყველებათა საერთაშორისო მასწავლებელი. მანამ, სანამ ის დააფუძნებდა Endtime Ministries-ს, ბაკსტერი მსახურობდა პასტორად ოუკ-პარკის ეკლესიაში ( UPCI ). ის გარდაიცვალა COVID-19-ის გართულების შედეგად (ვიკიპედია).
 
___________________________
 
 
მისი განცხადება აგებული იყო ძალიან ღირსშესანიშნავ არგუმენტზე. მან გაიგო, რომ სიტყვა "полынь" (ქართულ თარგმანშია: აფსინთი - "აპოკ." რედ.) უკრაინულად არის ჩერნობილი და რატომღაც ჩათვალა, რომ ვარსკვლავი სახელად "აფსინთი" ეს არის კიდევაც ჩერნობილი (მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს აქ საჭიროა დავიმოწმოთ რუსული ტექსტი: "Третий ангел вострубил, и упала с неба большая звезда, горящая подобно светильнику, и пала на третью часть рек и на источники вод. Имя сей звезде "полынь»; и третья часть вод сделалась полынью, и многие из людей умерли от вод, потому что они стали горьки").
 
ჩვენ შევკრიბეთ კონტრ-არგუმენტები, რომლებიც ეხება მის მხოლოდ ამ განცხადებას, რადგან საერთოდ არ ვენდობით ნახევრად-პრეტერიზმს ან ისტორიციზმს.
 
მაშ ასე. მართლად, სახელწოდება "ჩერნობილი" მომდინარეობს სიტყვიდან "чернобыльник" ("ჩერნობილნიკ"), ძველუკრაინული სიტყვიდან, რომელიც აღნიშნავს აფსინთს. ქალაქ ჩერნობილს სავარაუდოდ ასეთი სახელი იმიტომ უწოდეს, რომ იქ უბრალოდ ხარობდა აფსინთის ურიცხვი რაოდენობა, როგორც იტყვიან მთელი "ოკეანე", იმ ადგილებში არის აფსინთის უკიდეგანო ველები.
 
ინგლისური wormwood, ბერძნული apsinthos, არანაირად არ ჰგვანან სიტყვას "ჩერნობილი". თქვენ იტყვით, განა ეს არგუმენტია? რა თქმა უნდა! ეს არგუმენტია! ბაკსტერს ხომ მოჰყავს არგუმენტად ის, რომ იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ "აფსინთს" რაკიღა ძველუკრაინულ ენაზე შეესაბამება "ჩერნობილი", მაშასადამე ეს ნამდვილად მესამე საყვირი ყოფილა. მაშ, ჩვენი კონტრ-არგუმენტი რატომ არ უნდა იყოს არგუმენტი? თანაც იოანეს გამოცხადება დაიწერა არა უკრაინულად, არამედ ძველბერძნულ ენაზე და უძირითადესი მნიშვნელობა სწორედ ამ ენას აქვს სხვადასხვა აპოკალიპტური სიმბოლოს თუ მოვლენის არსის წვდომაში.
 
მართლაც, საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია აქ ძველუკრაინული სიტყვა. როდესაც ახალი აღთქმა იწერებოდა, არა თუ უკრაინელები, საერთოდ სლავები არც კი არსებობდნენ.
 
შემდეგ. აფეთქება მოხდა არა ქალაქ ჩერნობილში, არამედ ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურში, რომელთანაც უფრო ახლოს იყო ქალაქი პრიპიატი, და არა ჩერნობილი (7 კმ-თი ახლოს, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით) და კატასტროფა უპირველეს ყოვლისა შეეხო სწორედ პრიპიატს. ამიტომაც ბაკსტერს უნდა ეძება რომელ ენაზე ნიშნავს "პრიპიატი" "აფსინთს" (როგორც ვვარაუდობთ, არც ერთ ენაზე "პრიპიატი" აფსინთს არ ნიშნავს).
 
მესამე საყვირი გვაუწყებს ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავზე, ანუ გავარვარებულ და ლამპარივით მოელვარე ობიექტზე, რომელიც ციდან დედამიწას დაეცა და პლანეტის ერთი მესამედზე მდინარეები და მტკნარი წყლები დაამწარა - ანუ მესამე საყვირით დაზიანდა დედამიწის მხოლოდ და მხოლოდ მტკნარი წყლები - თანაც მისი მესამედი ნაწილი. დედამიწის მტკნარი წყლების მესამედი დაახლოებით გახლავთ 10 000 000 კუბი წყალი - ეს ძალიან ბევრია.
 
შემდეგ, აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ "ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ". რატომ? იმიტომ, რომ ისინი სვამდნენ ამ წყალს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ის მომწამვლელია.
 
ჩერნობილის შემთხვევაში, ციდან არავითარი ობიექტი არ ჩამოვარდნილა, აფეთქება მოხდა რეაქტორში, რომელიც მიწის ქვეშ იყო. რადიაციამ მოწამლა საერთოდ ყველაფერი - წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ხეები, მცენარეები, ყველაფერი, და არა მარტო წყალი. თანაც ის წყალი, რაც რადიაციით დაბინძურდა, იყო ჩვეულებრივისგან განსხვავებული და მხოლოდ გიჟი თუ დალევდა ამგვარ წყალს. ამასთან ონკანის წყალი შედარებით უსაფრთხო გახლდათ - რადგან იქ წყალი, ასე თუ ისე, საფილტრავ ნაგებობებში ფილტრაციას გადის. ხოლო იმის შემდეგ, რაც მოსახლეობამ გაიგო რადიაციის შესახებ, ონკანის წყალსაც არავინ გაჰკარებია. მოსახლეობა მხოლოდ ჩამოტანილ წყალს ყიდულობდა, რომლითაც ამარაგებდნენ. ასე რომ ჩერნობილის მოვლენები არანაირ შეხებაში არ არის აპოკალიფსისის მესამე საყვირთან.
 
საერთოდ მესამე საყვირი უფრო ეგვიპტის სასჯელს წააგავს, როდესაც წყალი სისხლად იქცა (გამ. 7:20).
 
ეს იმ ვერსიის საპასუხოდ, რომ თითქოსდა მესამე საყვირი არის ჩერნობილი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
 
და ბოლოს, ძირითადი კონტრ-არგუმენტი - მესამე საყვირი ეს არის ღმრთის სასჯელი, რომელიც მოიწევა დიდი ჭირვების დროს, ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდში, რაც ყოვლად შეუძლებელია წარსულის უბრალო ისტორიული მოვლენა იყოს სიტყვების "Полынь" და "Чернобыль"-ის თანხვედრის გამო.
Назад к содержимому