აპოკალიფსისის განმარტება_II_2_12_17_კადუცეა - Apocalypse

Перейти к контенту

Главное меню:

კადუცეა

ორგველიანი კვერთხი (კადუცეა), რომლიც ძალზედ გავრცელებულია დღეს "მართლმადიდებელ" პატრიარქთა შორის და "სამწყემსთავრო" კვერთხს უწოდებენ, უეჭველად არის წარმართული წარმომავლობის და მას ქრისტეანობასთან არა აქვს არანაირი კავშირი.



გველები და კადუცეები (მრავალგვარი კომბინაციებით) საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენენ მედიცინის სიმბოლოს და ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა გააჩნდა. სიტყვა კადუცეა ბერძნულიდან მომდინარეობს და ხარისხის აღმნიშვნელ ნიშანს წარმოადგენს. ოდითგანვე კადუცეა მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული წარმართულ "ღმერთ" ჰერმესთან, რომელიც არის ღმერთების ნების მაცნე. მართალია, ის მჭიდროდ არ არის დაკავშირებული მკურნალობასთან, მაგრამ მას ხშირად მიიჩნევენ ჯანმრთელობის გარანტად.

ენციკლოპედიებში კადუცეა ასეა განმარტებული. (კადუცეა) კადუცეას ფრთები ჰაეროვნებისა და ნებისმიერი საზღვრის გადალახვის სიმბოლოა; კვერთხი - ძალაუფლებისა; ორმაგი გველი - დუალიზმის ორი საწინააღმდეგო მხარე, რომლებიც, საბოლოო ჯამში უნდა შეერთდნენ. ორი გველს, მკურნალსა და შხამიანს (ავადმყოფობა და ჯანმრთელობა), გააჩნიათ ჰერმეტიკული და ჰომეოპათიური მნიშვნელობა. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ერთხელ ესკულაპემ მოკლა გველი, უეცრად მას მოუახლოვდა მეორე გველი, რომელსაც პირით ბალახი მოჰქონდა, დაადო მოკლულს და გააცოცხლა. იმ დღიდან, გველი ესკულაპეს განუყრელი თანამგზავრი გახდა. სწორედ ამ ესკულაპეს აუშენეს ტაძარი ძველ პერგამოსში.

კადუცეა არის შუამავლობის, თანხმობის სიმბოლო; ასევე, ვაჭრობის ნიშანი. მრავალ კულტურაში ის წარმოადგენდა მაუწყებლის ატრიბუტს, განსაკუთრებულ კვერთხს, რომლის ძირითადი ფუნქცია მფლობელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

ანტიკურ ტრადიციაში კადუცეა არის ჰერმესის, ღმერთ-ფსიქოპომპის (გარდაცვლილ სულთა მეგზური საიქიოში) კვერთხი და ღმერთების მაცნე, სიზმრების მომგვრელი. თავიდან კადუცეა წარმოედგინათ ზეთისხილის რტოთი, რომელსაც ზემოთ გირლიანდებით მორთული ორი ყლორტი (რქა) ჰქონდა (იხ. სურ). შემდგომში გირლიანდები შეცვალეს გველებით, რომლებიც შემოხვევიან კვერთხს ორივე მხრიდან; ხოლო თვითონ კვერთხი შემოსეს ფრთებით, რომელიც არის ჰერმესის სისწრაფის სიმბოლო. ის ასევე წარმოადგენს ყოველი დაბრკოლების გადალახვის სახესაც.

ასეთია ესკულაპეს კვერთხიც, რომელსაც ასევე გველი შემოხვევია. ცნობილია, რომ ესკულაპეს, მკურნალობის ამ ბერძნული ღმერთის ატრიბუტი იყო გველი. ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მესოპოტამიის ტრადიციაში ერთმანეთზე გადანასკვული გველები მკურნალი-ღმერთის სიმბოლოდ მიიჩნეოდნენ.

ჰერმესის, როგორც აზროვნების პერსონიფიკაციის გვიანდელ გაგებაში, გველები მოიაზრებიან სიბრძნის სიმბოლოდ; კვერთხი ბუნების ძალებზე მეუფების სახეა, ფრთები კი სულის განსახიერებას წარმოადგენენ.

კადუცეას სახე ასევე ღებულობს კოსმიურ კონნოტაციას: კვერთხი - ეს არის მსოფლიო ღერძის ანალოგი, ხოლო მასზე შემოხვეული გველები, რომლებიც წარმოქმნიან ორმაგ სპირალს, ევოლუციისა და განვითარების სიმბოლოა, ასევე სამყაროს ორი საწყისისა (იანი და ინის მსგავსისა, როგორც ეს არის დაოსიზმში).

კადუცეა მეტყველებს ღმრთის ძალაუფლებაზე, რომელიც თავის ძალას ავრცელებს მასზე, ვინც მას მიმართავს ლოცვით. ეს არის წინამძღოლისა და განდობილის სიმბოლო; სიმბოლო მაუწყებლია, რადგან საკმარისი არ არის მხოლოდ იცოდე და შეიმეცნებდე, ასევე მნიშვნელოვანია მოპოვებული ცოდნის გადაცემაც. ძველად, წარმართული ღმერთების ასეთი მაცნეები იყვნენ ექიმები (მკურნალები), რომლებიც კურნავდნენ ადამიანის სულსა და სხეულს და დაკავშირებულნი იყვნენ შემოქმედ ძალასთან; ისინი განდობილნი იყვნენ ყოველ კანონს, რომელიც მართავს ბუნებას. სულიერი მჭვრეტელობა შესაძლებლობას აძლევდა მათ განეჭვრიტათ სნეულების ბუნება და შეერჩიათ მისი სამკურნალო საუკეთესო წამალი. იმ დროს, მეფეები ერთდროულად იყვნენ მოგვებიცა და მკურნალებიც.

კადუცეას სიმბოლო იმდენად ძველია, რომ შეუძლებელია იმის დადგენა საიდან გაჩნდა იგი. კვერთხი, რომელსაც ორი ფრთოსანი (ან უფრთო) გველი შემოხვევია მთელ რიგ ქვეყნებში: ინდოეთში, ძველ ეგვიპტეში, ფინიკიასი, შუმერულ სამყაროში, ასევე საბერძნეთში, რომში, მთელს შუამდინარეთში, ირანში და კოლუმბამდელ ამერიკაშიც კი, იყო წარმართ ღვთაებათა ატრიბუტი. რომელ "ღმერთსაც" უნდა სჭეროდა ის ხელში: სერაპისს, ასკლეპიოსს (ესკულაპეს), ჰერმესს თუ მერკურის, - კადუცეა ყოველთვის გამოხატავდა ერთსა და იგივეს: უნივერსალური მოქმედების პრინციპს. ეს სიმბოლო ბერძნებმა გადმოიღეს ეგვიპტელთაგან, რომლებისთვისაც ის ჯერ კიდევ ოსირისამდე იყო ცნობილი; ხოლო ბერძნებისგან, უკვე კადუცეა, რომაელებმა შეითვისეს. ლათინური სიტყვა caduceum წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან "მაცნე, წინასწარმაუწყებელი". საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბერძნულ ენაში მას გააჩნია საერთო ფუძე სიტყვასთან "მამალი". ხოლო მამალი, როგორც ცნობილია, არის ცისკრისა და მზის ამოსვლის მაუწყებელი.

Назад к содержимому | Назад к главному меню