ანტიმოდერნიზმი - მოციქულ იაკობის ლიტურგიის მსახურების არაკანონიკურობის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი

მოციქულ იაკობის ლიტურგიის მსახურების არაკანონიკურობის შესახებ

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთია წეს-განგება, რომლის მიხედვითაც სრულდება წმიდა ლიტურგია...
ქრისტეს სახელით გემუდარებით - ყოველთვის, როგორც ღვთაებრივი ნაპერწკალი,
დაიცავით ეს წეს-განგება და მამათა ეს გადმოცემა.

ნეტ. სიმეონ თესალონიკელი.


საწყისი ასამაღლებელის შემდეგ... იწყება თვით კანონი, ანუ ანაფორა. ის შედგება ლოცვებისგან:
Praefatio, Sanctus, Anamnesis, Epiclesis, Intercessio, Oratio Domini.


არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი


ავტორი: პროტოპრესვიტერი კონსტანტინე ბუფეევი.

ბოლო რამოდენიმე წელია მოციქულ იაკობის ლიტურგიისადმი მოულოდნელი ინტერესის გაღვივება შეიმჩნევა. ეს არის არაწესგანგებითი მსახურება, რომელიც რუსეთის ტაძრებში არასოდეს შეუსრულებიათ მისი გაქრისტიანების დღიდან. მაგრამ, უეცრად, ზოგიერთ სამრევლოში, მონასტერსა და სასულიერო სასწავლებლებშიც კი დაიწყეს მისი მსახურება. შეუძლებელია ამ მოვლენას კანონიკური ან ტრადიციული ვუწოდოთ. სახეზეა თავისებური რეფორმატორული ეპიდემია, და ეს "განმაახლებლური რენესანსი" რუსეთის ეკლესიაში ძალას ყველას თვალწინ იკრებს.



I. Praefatio. ლიკბეზი ლიტურგიკისა და საეკლესიო სამართლის დარგში


წიგნს, რომელშიც რეგლამენტირებულია მართლმადიდებლური ღვთისმსახურება, ტიპიკონი ანუ წეს-განგება ეწოდება. მასში გათვალისწინებულია ერთი მსახურება სამი ლიტურგიიდან, კერძოდ, ესენია: ბასილი დიდის, იოანე ოქროპირისა და პირველშეწირულის ლიტურგიები. ტიპიკონით განსაზღვრულია, თუ საეკლესიო წელიწადის რომელ დღეს ამ სამიდან რომელი ლიტურგია უნდა ჩატარდეს.

საკითხში არსებული გაუნათლებლობის ლიკვიდაცია უმარტივესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და კატეხიზმური კითხვებით დავიწყოთ:

კითხვა: ტიპიკონის მიხედვით, რომელი ლიტურგია უნდა შესრულდეს წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს?

პასუხი: წმ. ბასილი დიდის ლიტურგია.

კითხვა:
რომელ ლიტურგიას ასრულებენ წმ. იოანე ოქროპირის ხსენების დღეს?

პასუხი:
იოანე ოქროპირის ლიტურგიას.

კითხვა:
რომელი ლიტურგია უნდა შესრულდეს წმ. გრიგოლ დიალოგოსის ხსენების დღეს, რომელიც პირველშეწირული ლიტურგიის ავტორია?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა რთული იქნება.

პასუხი:
წმ. გრიგოლ დიალოგოსის ხსენების დღე ყოველთვის დიდ მარხვაში უწევს. ამიტომაც, თუ დღესასწაული მოუწევს კვირა დღეს, აუცილებელია შესრულდეს წმ. ბასილი დიდის ლიტურგია; თუ შაბათს - იოანე ოქროპირისა; ხოლო თუ ოთხშაბათს ან პარასკევს - მაშინ პირველშეწირული ლიტურგიისა. ხოლო თუ წმ. გრიგოლ დიალოგოსის ხსენების დღე დაემთხვევა ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს, მაშინ წეს-განგების მიხედვით არავითარი ლიტურგიის შესრულება დაწესებული არ არის.

კითხვა:
ნებადართულია თუ არა ტიპიკონით ლიტურგიის შერჩევაზე ადგილობრივი ტრადიციის ან საყდრის დღესასწაულების გავლენა?

პასუხი:
არა, ნებადართული არ არის. ტიპიკონის მიხედვით ლიტურგიის შერჩევა ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად დაუშვებელია.

ღმრთისმსახურების თავისებურებები საყდრის (ანუ ტაძრის) დღესასწაულებზე მითითებულია სპეციალურ თავში "ტაძართა შესახებ" (რუს. "храмовые главы"), გათვალისწინებულია მსახურება საზეიმო წეს-განგებითა და ღამისთევით. ყველა ეს შემთხვევა რეგლამენტირებულია ტიპიკონით, და ამიტომაც არავითარ "გამონაკლისებს" ისინი არ წარმოადგენენ. ასე მაგალითად, თუ ტაძრის (საყდრის) დღესასწაული დიდ მარხვაში დაემთხვევა ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს, უნდა იმსახურონ პირველშეწირულის ლიტურგია.

ტაძრის ზეიმს შეიძლება გაუტოლდეს ისეთი მიზეზები, როგორიცაა ტაძარში წმიდა და უხრწნელი ნაწილების არსებობა, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ან წმინდანთა ცნობილი ხატები, რომელთაც დღესასწაულობენ და მოცემულია მათი ზემობის წეს-განგებები.

კითხვა:
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველ განსაზღვრულ დღესასწაულზე ზუსტად ერთნაირი ლიტურგია იმსახურება?

პასუხი:
დიახ, ზუსტად ასეა. და ამაში ვლინდება ეკლესიის ლიტურგიკული ერთობა. მაგალითად, ტიპიკონი ხარების დღესასწაულზე დიდი მარხვის ყველა კვირადღეს (იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის დღესასწაულის გარდა) აწესებს ბასილი დიდის ლიტურგიის შესრულებას, ასევე - დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს. დანარჩენ დღეებში წეს-განგება ხარების დღესასწაულზე აწესებს იოანე ოქროპირის ლიტურგიის ჩატარებას.

კითხვა:
იძლევა თუ არა უფლებას ტიპიკონი ერთი ლიტურგია შეიცვალოს მეორეთი პრინციპით: "თუკი მოძღვარი ინებებს"?

პასუხი:
არა. ეს წესი ლიტურგიის შერჩევას არ ეხება. ლიტურგიის დანიშვნა არ განისაზღვრება ადამიანური ნება-სურვილით. მოძღვრის სურვილის ან შეხედულების მიხედვით ერთი ლიტურგიის შეცვლას სხვა ლიტურგიით ტიპიკონის მიხედვით დაუშვებელია.

რაღაც საპატიო მიზეზის გამო ლიტურგიის შესრულება თუ შეუძლებელია, ის შეიძლება არ შესრულდეს, მაგრამ მისი შეცვლა სხვა ლიტურგიით ყოვლდა დაუშვებელია! სლავური ტიპიკონის სპეციალურ განყოფილებაში "Аще ли коея великия ради нужды в память Святых великих имущих полиелей, не случится быти Преждеосвященней литургии" (24 февраля, 11-я Маркова глава, 5-е Зри) (ქართ.: "თუ რომელიმე საპატიო მიზეზის გამო დიდ წმინდანთა ხსენების დღეს, რომლებზეც დაწესებულია პოლიელეოსი
(1). იგივეა აღნიშნული "აღდგომის დიდ და წმიდა კვირას", თ. 50-ე: "Аще ли когда по нужде не будет литургии" (1-е Зри) (ტიპიკონი).
В случае вынужденной невозможности служения литургия может быть отменена но не заменена на другую! Так указано в Типиконе в разделе: «Аще ли коея великия ради нужды в память Святых великих имущих полиелей, не случится быти Преждеосвященней литургии» (24 февраля, 11-я Маркова глава, 5-е Зри). Так же отмечено и в разделе «Во Святую и Великую неделю Пасхи» главы 50-ой: «Аще ли когда по нужде не будет литургии» (1-е Зри) [4].

_______________

1. პოლიელეოსი
- ეს არის ცისკრის მსახურების ყველაზე საზეიმო ნაწილი. სიტყვა "პოლიელეოსი" (Πολυέλεος) მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან, სადაც πολύ - ნიშნავს "მრავალს", ხოლო λεος - "მოწყალებას", "თანაგრძნობას". შედეგად, სიტყვა პოლიელეოსი ითარგმნება როგორც მრავალმოწყალე. ის შედგება 134 ფსალმუნისა ("აქებდით სახელსა უფლისასა, ალილუია") და 135 ფსალმუნის ("აუარებდით უფალსა, ალილუია") მუხლების გალობისგან. გალობას თან ახლავს სიტყვების "რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი" მრავალჯერადი განმეორება. სწორედ აქედა მომდინარეობს ცისკრის ამ ნაწილის მსახურების სახელწოდებაც. პოლიელეოსი აღესრულება მხოლოდ საკვირაო და სადღესასწაულო ცისკარზე. სახარების კითხვის შემდეგ იწყება მორწმუნეთა ზეთით ცხება. ეს მოქმედება არის არა (ზეთისცხების) საეკლესიო საიდუმლო, არამედ ეკლესიის წმიდა წეს-ჩვეულება, რომელიც ჩვენდამი ღმრთის მოწყალებაზე მიანიშნებს. ამ მსახურების დროს ტაძარში ყველა კანდელი და სანთელი ინთება.

_______________

ზოგიერთ სხვა საკითხში ტიპიკონი დასაშვებად მიიჩნევს სხვადასხვაგვარ წაკითხვას და ალტერნატივებს. მაგრამ ლიტურგიის ტიპი მკაფიოდ რეგლამენტირებულია მოქმედი ტიპიკონით, და არავის არ აძლევს თავისუფალი მოქმედების უფლებას: არც ტაძრის მოძღვარს, არც კეთილმოწესე მამას, არც ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება არა აქვთ თვითნებურად შეცვალონ საეკლესიო წეს-განგების ეს მოთხოვნა. ტიპიკონის მითითებები ლიტურგიის არჩევის შესახებ ყველა სამრევლოსთვის, მონასტრისა და ტაძრისთვის სავალდებულოა. მას უნდა დაემორჩილოს ყველა - პატრიარქიდან მოყოლებული მოწესე ერისკაცით დამთავრებული.

კითხვა: არის თუ არა დარღვევა შეცდომით არჩეული ლიტურგიის მსახურება?

პასუხი:
რა თქმა უნდა, დიახ, შეცოდმაა. ლიტურგიის წეს-განგების არასწორი არჩევა სერიოზულ ცოდვად მიიჩნევა. ის ედრება ისეთ მსგავს კანონიკურ დარღვევას, როგორიცაა, მაგალითად, დარღვევა, როცა ლიტურგიას ასრულებს ადამიანი, რომელსაც სამღვდლო ხარისხი არ გააჩნია ან მსახურებაში აკრძალულია; ან თუ ყურძნის წითელი ღვინის ნაცვლად ბარძიმში ჩაასხამენ სხვა სითხეს (მაგალითად, კენკროვანის წვენი ან თაფლის ვაჟინი (სიროფი)); ან კიდევ თუ პროსფორასთვის ვინმე გამოიყენებს სხვა პურპროდუქტს (მაგალითად, აუფუარ მაცას ან ქერის პურს); ან კიდევ თუ "სწორი" ლიტურგია (ვთქვათ, ბასილი დიდის ან იოანე ოქროპირის, ან პირველშეწირულის) სრულდება იმ დღეს, როდესაც მისი შესრულება წეს-განგებით აკრძალულია (მაგალითად, ყველიერის შვიდეულის ოთხშაბათს ან დიდი მარხვის პირველ ორშაბათს)

ქრისტეს წმიდა ეკლესიის რწმენით, წმიდა ძღვენთა შეცვალება ხდება მხოლოდ სწორად შესრულებულ ევქარისტულ მსახურებაზე.
სულიწმიდის მადლი არ მოქმედებს იქ, სადაც შეგნებულად მიდიან კანონიკურ დანაშაულზე. ეკლესიაში საიდუმლო სრულდება მხოლოდ მისი კანონიკური წესების ღვთისმოშიშებით შესრულების შემთხვევაში, და არა იქ, სადაც იქელება საღვთისმსახურებო წეს-განგება. ვერავინ აიძულებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ირწმუნონ, თითქოსდა წეს-განგების საწინააღმდეგო ლიტურგიაზე პური და ღვინო აუცილებლად შეიცვლება ქრისტეს ხორცად და სისხლად...

რა თქმა უნდა, ეკლესიის გადმოცემა შეიცავს სასწაულებრივი გამონაკლისების შემთხვევებს, როდესაც ვერანაირმა ადამიანურმა ცოდვამ და კანონიკურმა დარღვევამ ვერ შეძლო ხელი შეეშალა საიდუმლოს აღსრულებისთვის. უფალს ძალუძს თავის ერთგულთ მადლი მიანიჭოს ყველგან და ყოველთვის - დევნულების დროსაც და საპყრობილეებშიც. "სული, სადაც სურს, ქრის" (შეად. იოანე 3:8) და მართლის რწმენისაებრ, თვით ყველაზე გაუნათლებელი და უღირსი მღვდლის მიერაც კი, რომელიც მსახურებს "არა განწესებისამებრ", ან "არადროულად" და "არა იმას, რაც საჭიროა", მაინც აზიარებს მას ჭეშმარიტ წმიდა ძღვენს "არა დასასჯელად", არამედ სულის საცხონებლად.

მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სახარებისეული მცნება: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7. იხ. ასევე მეორე რჯლ. 6:16)! ღმერთს განარისხებს ის, ვინც შეგნებულად არღვევს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-განგებას. მან პირადი პასუხი უნდა აგოს საეკლესიო სასამართლოს წინაშე.

როდესაც არქიმანდრიტმა ზინონმა (თევდორე) 1996 წლის 15 აგვისტოს საკუთარი შეხედულებისამებრ მირჟსკის მონასტერში იოანე ოქროპირის ლიტურგიის ნაცვლად კათოლიკური მესის ჩატარების ნებართვა გასცა და თვითონაც მიიღო მასში მონაწილეობა, ამ კანონიკური დანაშაულისთვის მმართველმა მღვდელმთავარმა, ფსკოვის არქიეპისკოპოსმა ევსებიმ ის მსახურებაში აკრძალა (Божественная литургия святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха Иерусалимскаго. Перевод иеромонаха Филиппа (Гарднера). Иерусалим. 1937).

კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებელ ადამიანებს არასწორად არჩეული ლიტურგიის მიმართ (თუკი ასეთი რამ მოხდება)?

პასუხი:
ღვთის შიშის მქონე კლერიკოსებსა და ერისკაცთ მართებთ კეთილგონივრულად აარიდონ თავი შეგნებულად არჩეულ არაწესგანგებით ღვთისმსახურებებს, განსაკუთრებით, თუკი ისინი შემოთავაზებულია "სწორი" მსახურებების სახით. სხვაგვარად დიდი იქნება ალბათობა იმისა, რომ შეიძლება ქრისტიანი გახდეს მკრეხელობის ან სულიწმიდის მგმობელი სხვა ცოდვების თანამოზიარე.

"არასწორი" ლიტურგიის მსახურება ედრება ისეთ დაუშვებელ მსახურებებს, როგორიცაა, ვთქვათ, ქორწინების საიდუმლოს შესრულება მონაზონზე, ან დახურული სამეუფო კარებით ყოველდღიური ღვთისმსახურების შესრულება ბრწყინვალე შვიდეულში (როდესაც სამეუფო კარები მუდმივად ღიაა), ან ჩვეულებრივი წყლის საკურთხებელი პარაკლისის ჩატარება დიდი აიაზმის კურთხევის ნაცვლად, რომელიც უფლის განცხადების წინადღის მწუხრზე აღსრულდება. ამგვარი უკანონობების აღსრულების დროს ღმრთის მადლი არავის მიეცემა. მათში მონაწილეობა კი დიდი ცოდვაა.

კითხვა:
ტიპიკონის მიხედვით, რომელი ლიტურგია უნდა ჩატარდეს წმ. მოციქულ იაკობის ხსენების დღეს?

პასუხი: იოანე ოქროპირის ლიტურგია.

კითხვა:
საეკლესიო წელიწადის რომელ დღეს უნდა ჩატარდეს იაკობ მოციქულის ლიტურგია?

პასუხი:
ამგვარი დღე თვენში არ არსებობს.

ტიპიკონში "მოციქული იაკობის" ლიტურგია გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი წეს-განგება არ არის მოცემული არც ერთ ოფიციალურად გამოცემულ კონდაკებში და სამღვდელმთავრო კონდაკებში. მსგავსი "ლიტურგიის" მსახურების წეს-განგებას ვერ ვხედავთ ვერც თვენში, ვერც ოქტოიხში, ვერც ტრიოდიონში.

რუსეთის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი საღვთისმსახურებო ტრადიციაში ასეთი ლიტურგია ამ ბოლო დრომდე არასდროს ყოფილა. ამიტომაც მოციქულ იაკობის ლიტურგიის მსახურება უდავოდ კანონიკური დარღვევაა.

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

II. Sanctus. იაკობ მოციქულის ლიტურგიის ადგილი მართლმადიდებლურ ლიტურგიკულ ტრადიციაში


სხვადასხვა ეპოქებისთვის დამახასიათებელი იყო განსხვავებული საეკლესიო წეს-ჩვეულებები: ზოგი ფორმა ჩნდებოდა, ზოგსაც ივიწყებდნენ. მრავალი საერთოდ გაქრა მართლმადიდებლური გამოყენებიდან, სხვა კი მტკიცედ დამკვიდრდა მასში. ამიტომაც დიდი შეცდომა იქნება ძველი და უკვე მივიწყებული ჩვეულებების ხელოვნური აღორძინება. ასე მაგალითად, დღეს არაგონივრულია უარი თქვა ყრმათა ნათლობაზე. რატომ უნდა მივბაძოთ აქ ხანგრძლივი კატეხიზაციის ადრექრისტიანულ სისტემებს. შეუძლებელია დავაბრუნოთ აღსარებითი დისციპლინის ინსტიტუტი (მტირალნი, შევრდომილნი, მსმენელნი, ერთად მდგომელნი). არ არის საჭირო ევქარისტული "აღაპების" დაბრუნება. უგუნურებაა დავიცვათ უკვე მივიწყებული წესი ერისკაცთა განყოფილი ზიარებისა (როდესაც ისინი ცალკე ეზიარებოდნენ ქრისტეს ხორცს და ცალკე სისხლს) (2). ყველა ეს ფორმა ჩვენს დროში არაბუნებრივად გამოიყურება.

____________

2.
ახლა ეს ერთობლივად აღესრულება - ერისკაცნი ბარძიმში, ქრისტეს სისხლში ჩაშვებულ ხორცს ეზიარებიან.

____________


ქვემოთ სურათებზე იაკობის ჟამისწირვის (ლიტურგიის) ამსახველი მომენტები:

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია
წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

სხვადასხვა ანაფორების (3) ან ევქარისტული წეს-განგებების ცვალებადობა, დაკავშირებულია ქრისტეს ეკლესიის ისტორიასთან და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

____________

3.
ანაფორა, ანუ ევქარისტული ლოცვა (ძვ. ბერძნ. ναφορά ზევით აწევა, გამოყოფა) - ქრისტიანული ლიტურგიის ცენტრალური ნაწილი. ბერძნულ და სლავურ ხელნაწერებში ანაფორა ზოგჯერ მართალთა მთელ ლიტურგიასაც აღნიშნავს.
____________

კითხვა: ყოველთვის არსებობდა თუ არა ევქარისტიის შესრულების მკაცრად დადგენილი ერთნაირი წესი?

პასუხი: არა. ადრექრისტიანულ ეპოქაში არავითარი მკაცრად დამტკიცებული წეს-განგებები არ ყოფილა. მოციქულები პურის გატეხვას აღასრულებდნენ შთაგონებით, და არა "დაწერილი ტექსტის მიხედვით". სხვადასხვა ქალაქში მუდმივად თხზავდნენ ლოცვით წეს-განგებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან (Киприан (Керн), архим. Евхаристия. http://lib.pravmir.ru/library/readbook/2413). როგორც ჩანს, მათი უმეტესი ნაწილი დაკარგულია.

ადრინდელი ანაფორები შემდეგ სხვა - ეკლესიის მიერ უფრო სრულყოფილად აღიარებულით იცვლებოდა.

ანაფორების გარდა, პირველ საუკუნეებში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ბევრი რამ, რომლებიც დაკავშირებულია ლიტურგიასთან. მაგალითად, მართლმადიდებელთათვის საერთო სარწმუნოების სიმბოლო. უცებ როდი დამტკიცდა დღეს მიღებული ბიბლიურ წიგნთა კანონი და სახარებისეულ საკითხავთა კალენდრული თანმიმდევრობა. ჯეროვნად არ იყო აღჭურვილი საკურთხეველი საეკლესიო ნივთებით (ჭურჭლები, საცეცხლური და სხვა). ჯერაც არ იყო შედგენილი კანკელი (იკონოსტასი)
(მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოჰყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან - "აპოკ." რედ.) სამეუფო კარითა და კრეტსაბმელით, ასევე საეკლესიო მორთულობის მთელი რიგი სხვა ელემენტები, რომლებიც დღეს ჩვეული და სავალდებულოა.

კითხვა:
როდის ჩამოყალიბდა მთლიანი მართლმადიდებლური ლიტურგიკული წეს-განგება?

პასუხი:
IV ს-დან ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო მთელი საეკლესიო ცხოვრების უნიფიკაციის მიზანმიმართული პროცესი. მიმდინარეობდა მუშაობა სწავლა-მოძღვრებითი ჭეშმარიტებებისა და კანონიკური განწესებების ფორმულირების მიმართულებით. ასე მაგალითად, I მსოფლიო კრებაზე გადაწყდა პასექის ზეიმობის კალენდრული განსხვავების საკითხი. მაშინვე მიიღეს ქრისტიანთათვის სავალდებულო სარწმუნოების ერთი სიმბოლო (რომელიც საბოლოოდ რედაქტირებულ იქნა II მსოფლიო კრებაზე). დამტკიცდა ძველი და ახალი აღთქმების წიგნთა შემადგენლობა.

პარალელურად იქმნებოდა ზოგადმართლმადიდებლური ლიტურგიკული ტრადიცია. რადგან ქრისტიანობა დიდ იმპერიაში შემავალი მრავალი ხალხის სარწმუნოება გახდა, გაჩნდა ამგვარი ევქარისტული წეს-განგების შედგენის მოთხოვნილება, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა მთელი მსოფლიოს ეპისკოპატისა და მორწმუნეთა - ანუ მთელი მართლმადიდებლური მსოფლიოს გაერთიანებისა. ამ საქმის განსახორციელებლად ღმერთმა განაბრძნო რჩეული წმინდანები.

წმიდა ბასილის დიდის ღვაწლით IV ს-ის შუაწლებში შედგენილ იქნა ლიტურგია, რომელიც მიიღეს კესარია-კაპადოკიაში. მან შეძლო ადგილობრივი კაპადოკიური ანაფორის წეს-განგება დახვეწილობამდე და ღვთიურ სრულყოფილებამდე მიეყვანა. IV ს-ის მიწურულს ანალოგიური სამუშაო ჩაატარა წმ. იოანე ოქროპირმაც, რომელმაც თავისი ევქარისტული შედევრით დააგვირგვინა მისი წინმსწრობი ანტიოქიური ლიტურგია. სავარაუდოდ, ამ ეპოქაში ანალოგიურ ღვაწლს ეწეოდნენ სხვა იერარქებიც (მაგალითად, ეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი). მაგრამ ეკლესიამ, სანიმუშო ლიტურგისტებად, სწორედ ეს ორი მსოფლიო უდიდესი მოძღვარი აღიარა. მათი სულიერი მემკვიდრეობა, რომელსაც ზოგჯერ "ბიზანტიურ ლიტურგიებსაც" უწოდებენ, ღმრთის განგებით, საეკლესიო წეს-განგებაში შევიდა და მსოფლიო კრებათა ეპოქის მიწურულისთვის უკვე აღიარებული იყო მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში. ამ ობიექტურმა ისტორიულმა პროცესმა თავისი ასახვა ძველ ტიპიკონებშიც ჰპოვა.

კითხვა:
რა ბედი ეწია სხვა მრავალრიცხოვან ლიტურგიკულ წეს-განგებებს (ბიზანტიური ლიტურგიების გარდა)?

პასუხი:
რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ყველა ადგილობრივი ანაფორა ბიზანტიურმა ლიტურგიებმა შეცვალა და ისინი თანდათანობით დავიწყებას მიეცა. სადღაც მათ რელიქტურად იარსებეს IV საუკუნის შემდეგ, მაგრამ მართლმადიდებლურ ლიტურგიკულ წეს-განგებაში ვერც ერთი მათგანი ვერ შევიდა. სწორედ ამ მიზეზით სლავური სამყაროს განმანათლებლებმა, მოციქულთა სწორმა კირილემ და მეთოდემ საჭიროდ არ ჩათვალეს საეკლესიო სლავურ ენაზე გადაეთარგმნათ სხვა ლიტურგიები, გარდა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირისა.

კითხვა: არის თუ არა ე. წ. "მოციქულ იაკობის ლიტურგიის" ტექსტი I საუკუნის, ანუ მოციქულთა ეპოქის ძეგლი?

პასუხი:
უდავოდ არა! ევქარისტიის ტექსტი, რომელიც ცნობილია ამ სახელწოდებით და არსებობს რამოდენიმე განსხვავებული რედაქციით, რომლებიც ჩვენამდე მოღწეულია სირიულ და ბერძნულ ვერსიებში, სავარაუდოდ იმავე IV საუკუნეშია ჩამოყალიბებული ჩვენამდე არმოღწეული და ჩვენთვის უცნობი ევქარისტული წეს-განგებების საფუძველზე.

გადმოცემა მას მიაკუთვნებს ეკლესიათა დედის, იერუსალიმის ეპისკოპოსს, უფლის ძმას იაკობს, რომელსაც მოციქული პავლე ახსენებდა (გალატ. 1:19). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ I ს-ში იმპერატორ ტიტუსის მიერ იერუსალიმის დანგრევიდან ვიდრე მის აღდგენამდე პერიოდში (ყველა დაკარგულ სიწმიდესთან ერთად), ასევე IV ს-ში წმიდა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს დროს, არც თვით ქალაქი და არც მისი სახელწოდება არსებობდა. II ს-ის დასაწყისში იერუსალიმს სახელი შეუცვალეს და "ელია-ადრიანე" უწოდეს, ხოლო თვით ქალაქი წარმართულ საკერპედ გადაიქცა. IV ს-მდე არავითარი "იერუსალიმის ადგილობრივი ეკლესია" არ არსებობდა მისი განსაკუთრებული "სამოციქულო" ტრადიციით - სხვაგვარად ეკლესიათა დიპტიქში ის მეხუთე ადგილზე არ აღმოჩნდებოდა რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის შემდეგ.
წმიდა იაკობ იერუსალიმელის სახელი, უფრო უთითებს არა ისტორიულ ავტორობაზე, არამედ ევქარისტიის სამოციქულო წარმოშობის სიმბოლოზე.

კითხვა:
შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული აზრი, რომლის თანახმადაც ბასილი დიდის ლიტურგია თითქოსდა წარმოადგენს "მოციქულ იაკობის "შემოკლებულ", რედაქტირებულ ვარიანტს (ხოლო იოანე ოქროპირისა, - კიდევ უფრო "შემოკლებულ" ვარიანტს ბასილი დიდის ლიტურგიისა)?

პასუხი:
არა. ეს გამონაგონი ისტორიულ საფუძველს მოკლებულია. "სამოციქულო" და ბიზანტიური ლიტურგიების ანაფორების სტრუქტურები იმდენად განსხვავებულია, რომ არ გვაძლევს შესაძლებლობას სერიოზულად ვილაპარაკოთ მათ რეალურ ტექსტუალურ "მემკვიდრეობითობაზე". უფრო პირუკუ გავლენაზე შეგვიძლია მსჯელობა: მოციქულ იაკობის ლიტურგიის ბერძნულ ვარიანტს თვითონ აქვს ნასესხები ბიზანტიური ლიტურგიისგან ზოგიერთი ლოცვა და გალობა, ანუ მან (იაკობის ლიტურგიამ) ბიზანტიური ლიტურგიების საგრძნობი გავლენა განიცადა (კონკრეტული მაგალითები დამოწმებულია ქვემოთ).

კითხვა:
ხომ არ იყო მოციქულ იაკობის ლიტურგია გავრცელებული კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ფარგლებ გარეთ, ანუ მწვალებლურ საზოგადოებებში?

პასუხი:
დიახ, იყო და ასეც რჩება. ბიზანტიური ლიტურგიების პარალელურად საკუთარი ლიტურგიკული ტრადიციის დამყარება მიმდინარეობდა იმ ადგილობრივ ეკლესიებში, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებების პერიოდში გამოეყვნენ საყოველთაო მართლმადიდებლურ ეკლესიას. კერძოდ, ეს ლიტურგია დამკვიდრდა კოპტებს შორის, ასევე სირიულ-იაკობიტურ და სხვა მონოფიზიტურ თემებში. ცნობილია ამ ლიტურგიის ათობით სირიული რედაქცია, რომლებიც ქალკიდონის (IV ს.) საეკლესიო კრების შემდგომი პერიოდით თარიღდება.

მწვალებლებში - ნესტორიანელებსა და მონოფიზიტებში - საკუთარი საღვთისმსახურებო კანონის ჩამოყალიბება თვითნებურად და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. ამასთან ისინი ყოველთვის ირწმუნებოდნენ თავიანთი ლიტურგიკული გადმოცემის სიძველესა და სამოციქულო წარმომავლობას. აღსანიშნავია, რომ ერთნიც და მეორენიც
(ნესტორიანელები და მონოფიზიტები - "აპოკ". რედ.), საკუთარ ევქარისტიულ ტრადიციას განაკუთვნებენ სწორედ მოციქულ იაკობის ლიტურგიას (შესაძლოა სწორედ ამ პრეტენზიების გამო გაჩნდა მისი "სამოციქულო" წარმომავლობის ვერსია).

არც არის გასაკვირი, რომ მოციქულ იაკობის ლიტურგიამ თავშესაფარი სწორედ არამართლმადიდებლურ საზოგადოებებში ჰპოვა. მსგავსადვე, ზოგიერთი ძველი (ეთიოპიური, კოპტური) ეკლესიის ბიბლიურ "კანონში" დაცულია აპოკრიფული წიგნები. ზუსტად ასევე არიანულ და მანიქეველურ მიმართულებებში I მსოფლიო კრებიდან რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა სარწმუნოების სხვა სიმბოლო, და არა ის, რომელიც I-მა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაამტკიცა.

კითხვა:
მრავალი საუკუნის განმავლობაში იაკობის ლიტურგიამ ხომ არ განიცადა არაქალკედონურ ეკლესიათა მხირდან რაიმე ზემოქმედება?

პასუხი:
დიახ, ასეთი გავლენა გარდაუვალი იყო. მოცემული ლიტურგია მყარად შვიდა კანონიკური მართლმადიდებლობის საზღვრებს გარეთ მდებარე თემების ცხოვრებაში, სადაც ხდებოდა კიდევაც ამ ლიტურგიის ფორმირება. როგორც აღნიშნულია ჟურნალში "Святая Земля", მას დღესაც მსახურობენ "ზოგიერტი არამართლმადიდებლური ცვლილებებით" (3, с. 263). ეს საკითხი შეიძლება ცალკე საღვთისმეტყველო გამოკვლევის თემა გახდეს.


საყურადღებოა მოციქულ იაკობის ლიტურგიის მართლმადიდებლურ ტრადიციაში დაცვის ვარაუდი. ბერძნებმა, ბუნებრივია, არ მოისურვეს დაეთმოთ ერთადერთი ევქარისტია, რომელსაც "სამოციქულოს" რეპუტაცია ჰქონდა. ამიტომაც იერუსალიმში მას იცავდნენ სხვა მრავალ ადგილობრივ თავისებურებებთან ერეთად (როგორიცაა, მაგალითად, უფლის საფლავის ტაძარი). ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რათა ხაზი გაესვათ კათოლიკე (საყოველთაო) ტრადიციის სამოციქულო მემკვიდრეობითობისადმი.

"მწვალებლებთან "კონკურენტულ ბრძოლაში" მართლმადიდებლური ლიტურგიკული გადმოცემის სახარებისეული ავტორიტეტი რომ დაეცვათ, გაჩნდა სხვა მეთოდიც. როგორც სამი დიდი განმანათლებლის ტროპარშია ნათქვამი, ბიზანტიელი ლიტურგისტები შედარებულნი არიან ქრისტეს მოწაფეებს: "ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი..." (ხს. 10, 30 იანვარი). გაჩნდა ჩვეულება საკურთხევლის ფრესკებზე მოციულ იაკობის ფრესკა გამოესახათ წმიდა ბასილი დიდის, იოანე ოქროპირისა და გრიგოლ დიალოგოსის ფრესკებთან ერთად.

კითხვა:
რა ადგილი უპყრია ქრისტეს შობიდან I ათასწლეულის განმავლობაში მოციქულ იაკობის ლიტურგიას მართლმადიდებლურ ტრადიციაში?

პასუხი:
IV საუკუნემდე ამ ლიტურგიის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს.

V ს-ის შემდეგ ის, ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ლიტურგიებთან ერთად, დაცულია როგორც ადგილობრივი იერუსალიმური წეს-განგება. რომის იმპერიის სხვა პროვინციებში მას არასოდეს ჰქონია ფართო გავრცელება, და იშვიათი გამონაკლისის გარდა, რჩებოდა პალესტინურ ეგზოტიკურ გამოვლინებად. თვით წმიდა მიწაზეც მას წელიწადში მხოლოდ ერთხელ ასრულებდნენ, ამიტომაც ის არ მიიჩნეოდა წეს-განგებით და ნორმატიულ, მნიშვნელობით კი სხვა ბიზანტიური ლიტურგიების ტოლფარდოვან ლიტურგიად. X საუკუნისთვის იერუსალიმში მისი შესრულება პრაქტიკულად შეწყდა.

კითხვა:
იყო თუ არა ცნობილი იაკობის ლიტურგია რუსეთში?

პასუხი:
არა, არასოდეს. წმიდა და მოციქულთასწორ ვლადიმირის მმართველობის დროისთვის ბიზანტიური კანონო (ანაფორა) უკვე მთლიანად ფორმირებულია. მოციქულ იაკობის ლიტურგია არ შევიდა ამ კანონში. XX საუკუნემდე (!) ის საეკლესიო სლავურ ენაზე თარგმნილიც კი არ ყოფილა, და ამიტომაც მას სლავები არც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მსახურებდნენ და არც რუსეთში. მას არ ახსენებს არც ერთი ტიპიკონი
. მაშინ, როდესაც ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ლიტურგიები დამკვიდრდა არა მარტო რუსეთის ქვეყანაში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში. ისინი შეტანილია ყველა ტიპიკონში და, ამ სიტყვის საკუთრივი აზრით, გახდნენ საეკლესიო ლიტურგიკული ტრადიციის გამომხატველნი.

კითხვა:
მსახურებდნენ თუ არა მოციქულ იაკობის ლიტურგიას ბერძნულ ეკლესიებში ქრისტეს შობიდან II ათასწლეულში?

პასუხი:
არა. II ათასწლეულის დასაწყისისთვის მოციქულ იაკობის ლიტურგია მართლმადიდებლურ სამყაროში (არაქალკედონიტებისგან განსხვავებით) უკვე აღარ იმსახურება. როგორც წეს-განგებაშია ნათქვამი, "тако угашашеся предание сея божественныя службы»  (ქართ.: "ასე ჩაქრა ამ ღვთაებრივი მსახურების გადმოცემა") (2, л. 105). XIX ს-ის შუაწლებამდე მისი მსახურება არავის განუახლებია. თვით ბერძნებს ეს წეს-განგება გაახსენდათ ათასი წლის გასვლის შემდეგ, როდესაც დაიწყო მათი საეკლესიო ცხოვრების რეფორმატორული განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო ბალკანეთზე და მცირე აზიაში თურქეთის სულთანატის ბატონობის გამო.

კითხვა:
რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბერძნებს XIX საუკუნეში გაახსენდათ დიდი ხნის წინათ მივიწყებული ლიტურგიკული წეს-განგება?

პასუხი:
კონსტანტინოპოლის ეკლესიის განმაახლებლური რეფორმაცია.

ის დაიწყო 1838 წელს, როდესაც შედგა ახალი ტიპიკონი. როგორც მ. ნ. სკაბალანოვიჩი
(4) აღნიშნავდა, რომ "ბერძნული ეკლესია დღეს მთავარი და სამრევლო ეკლესიებისთვის სარგებლობს არა იერუსალიმის ტიპიკონით, არამედ განსაკუთრებულით" (5, c. 492).


___________

4.
მიხაილ ნიკოლოზის ძე სკაბალანოვიჩი (1871 1931) - რუსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ეგზეგეტი და ლიტურგისტი.

___________

აღსანიშნავია, რომ ამ "წეს-განგებაში" აღიარებულია ის, რომ "მონასტრებს აქვთ უფლება იხელმძღვანელონ ადრინდელი წეს-განგებებით" (5, c. 493). სამწუხაროდ, ცუდი მაგალითი გადამდები აღმოჩნდა, და "წმ. საბას პალესტინურ ლავრაში, საიდანაც გამოვიდა დღევანდელი ჩვენი ტიპიკონი, დღეს ამ კონსტანტინოპოლური ახალი ტიპიკონით სარგებლობენ" (იქვე). ახალი მოდერნიზირებული "ტიპიკონში" გაუქმებულია ჟამნები, შემოკლებულია ცისკარი და დღე-ღამის მსახურების სხვა წეს-განგებები. ბერძნული ეკლესიის საღვთისმსახურებო რეფორმაციამ მოარღვია მართლმადიდებლობის ტრადიციული საფუძვლები და დაამკვიდრა ის მრავალრიცხოვანი დამახინჯებები ლიტურგიკულ პრაქტიკაში, რომლებსაც "უძლურების გამო" ადგილი ჰქონდა საეკლესიო ცხოვრებაში.

ბერძენ რეფორმატორებში (ისევე როგორც, რუს ობნოვლენცებში ასი წლის შემდეგ) მიმდინარეობდა სტიქიური შემოქმედება საეკლესიო ცხოვრების მოჩვენებითი "აღორძინების" სულისკვეთებით. ამ ენთუზიაზმის ფონზე XIX ს-ში გაჩნდა კიდევაც იერუსალიმში მოციქულ იაკობის ლიტურგიის შესრულების "ტრადიცია".

ანალოგიური "ტრადიცია" ამავდროულად გაჩნდა ზაკინთოსის (ბერძნ
. Ζάκυνθος) ბერძნულ კუნძულზე მოდერნისტ-არქიეპისკოპოსის დიონისე II ლატასის († 1894) ინიციატივით, რომელიც აღფრთოვანებული და შთაგონებული იყო დიდი ხნის წინ გამქრალი ლიტურგიის მსახურების იდეით და თვითნებურად აღადგინა ის კუნძულის ეპქარქიაში. მსგავს მცდელობებს მიმართავდნენ სხვა ადგილებშიც, მაგრამ, მთლიანობაში, ისინი მაინც იშვიათ და საკმაოდ მარგინალურ მოვლენად რჩებოდნენ. XIX ს-ის მიწურულის სრულიად შეესაბამება ჩანახატი, რომელიც გაკეთებულია თარჯიმან გარდნერის მიერ, რომელიც მაშინ მღვდელმონაზონის ხარისხში იყო (მის შესახებ უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ): "იერუსალიმში წელიწადში ერთხელ, 23 ოქტომბერს, უფლის ძმისა და წმიდა მოციქულ იაკობის ხსენების დღეს, აღესრულება წმიდა მოციქულ იაკობის საღმრთო ლიტურგია" (1, с. III). მაგრამ XX ს-ში მდგომარეობა შეიცვალა. 1937 წელს, როდესაც ეს სიტყვები იწერებოდა, ისინი უკვე შორს იყვნენ ისტორიული სიმართლისგან.

კითხვა:
დამკვიდრდა თუ არა XX ს-ის დასაწყისისთვის იერუსალიმში მოციქული იაკობის ლიტურგიის მსახურების "ტრადიცია"?

პასუხი:
არა. ამ ახალი ინიციატივის მხარდამჭერი არავინ აღმოჩნდა. XX ს-ში მოციქულ იაკობის ლიტურგია მრავალი წლის განმავლობაში არ შესრულებულა.

წარმოგიდგენთ მტკიცებულებას რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ჟურნალის 1936 წლის ნომრიდან, სადაც აღწერილია ამ ლიტურგიის პირველი ჩატარება იერუსალიმის პატრიარქ ტიმოთეს მიერ: "სულ ბოლოს ეს ლიტურგია იერუსალიმში აღსრულდა 35 წლის წინათ, და ნეტარ პატრიარქს რომ არ აღედგინა მისი აღსრულება, მას სრულიად დაივიწყებნდნე და მისი შესრულება შეწყდებოდა" (Патриаршее служение литургии св. апостола Иакова // «Святая земля». № 11. Иерусалим. 1936, с. 263).

ეს ეგზოტიკური ლიტურგია უფრო წააგავდა არა ლოცვით წეს-განგებას, არამედ ცნობისმოყვარეთათვის დადგმულ სპექტაკლს ან სამუზეუმო მოქმედებას საეკლესიო რეტრო-წარმოდგენის სტილში. მღვდელმოქმედებაში მონაწილეობდა ორი პრესვიტერი და ოთხი დიაკვანი. პატრიარქი მსახურობდა ჯვრის, პანაგიის და მიტრის გარეშე. ამ უცნაური წეს-განგების სანახავად მრავალი მაყურებელი მოგროვდა.
სანახაობას ესწრებოდა მღვდელმონაზონი ფილიპეც (გარდნერი). ის ერთხელ დაესწრო უჩვეულო ღმრთისმსახურებას, მაგრამ აინთო საეკლესიო-სლავურ ენაზე მისი გადათარგმნის იდეით.


*  *  *


მოციქულ იაკობის ლიტურგიასთან დაკავშირებით შეიძლება შევაჯამოთ ყოველივე ზემოთ ნათქვამი და აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლურ ბერძნულ ტრადიციაში მას ყველა საუკუნეში როდი მსახურობდნენ, და თანაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ. გამონაკლისია კუნძული ზაკინთოსი, სადაც არქიეპისკოპოს დიონისე II-ის ნებით, XIX ს-ის მიწურულს ეს წეს-განგება საზოგადო წეს-განგებისა და ჩვეულების საწინააღმდეგოდ, უზომოდ და უგონოდ ბევრჯერ ტარდებოდა.

არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვილაპარაკოთ არა "გადმოცემაზე" ან "სამოციქულო ტრადიციაზე", არამედ XIX-XX სს-ში ამ წეს-განგების ხელოვნურ დანერგვაზე. ძველი წეს-განგების გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი შეიძლება შევადაროთ ასევე მსგავს არაჯანსაღ ინტერესს აპოკრიფთა მიმართ (ისეთების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, "იუდას სახარება") და სხვა არაკანონიკური წარმომავლობის მქონე წყაროების მიმართ.

უნდა ვაღიაროთ ღმრთის განგების მოქმედება იმაში, რომ ზოგიერთი წეს-განგება უკვე ადგილს უთმობს სხვა წეს-განგებებს და ცოცხალი საეკლესიო გადმოცემის საზღვრებს მიღმა რჩება. სარწმუნოების ძველი სიმბოლოების, აპოკრიფული ტრაქტატებისა და ადრინდელი ანაფორების შესწავლა შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს საეკლესიო არექოლოგიის, ლიტურგიკის, დოგმატიკის და სხვა დისციპლინების აკადემიური შესწავლის მიზნით. მაგრამ დაძველებული წეს-განგებების მიხედვით მსახურება დაუშვებელია ისევე, როგორც დაუშვებელია წმიდა წერილის ნაცვლად ვიკითხოთ არაკანონიკური ტექსტები ან ვილოცოთ ნიკეის კრებამდელი სარწმუნოების სიმბოლოს მიხედვით. რეფორმატორებს არ ესმით ეს ელემენტარული ჭეშმარიტება.

მოციქულ იაკობის ლიურგიის უნიკალური წეს-განგება შეიძლება რაღაცით გამართლებულ იქნას მხოლოდ ერთადერთი ქალაქისთვის - იერუსალიმისთვის. წეს-განგების გამონაკლისობა შესაძლებლობას იძლევა ის შევადაროთ არა ჩვეულებრივ ლიტურგიებს, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის ასრულებენ, არამედ ისეთ უნიკალურ წეს-ჩვეულებებს, როგორიცაა "ვირით შესვლა" ბზობის კვირას (რისთვისაც საჭიროა მეფე) ან "ფერთხბანვა", რომელიც დიდ ხუთშაბათს აღესრულება (და რომლისთვისაც საჭიროა პატრიარქი), ან კიდევ "წნიდა ნათლის" წეს-განგება, რომელიც აღესრულება დიდ შაბათს, უფრო მადლმოსილი ცეცხლის სახელითაა ცნობილი და, რომელსაც უფლის საფლავის ტაძრის კუვუკლიაში ატარებენ.

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

III. Anamnesis. მოციქულ იაკობის ლიტურგიის თარგმანები საეკლესიო-სლავურ ენაზე და მისი პირველი მსახურება


როგორც ზემოთ აღინიშნა, წმიდა მოციქულთა სწორ ძმებს კირილესა და მეთოდეს მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგება საეკლესიო-სლავურ ენაზე არ უთარგმნიათ. შესაბამისად, არც მონღოლთა ბატონობამდე, არც მოსკოვურ და არც სინოდალურ პერიოდებში ჩვენს სამამულო ისტორიაში ეს ლიტურგია არავის უმსახურია.  

კითხვა:
არსებობდა თუ არა საეკლესიო-სლავურ ენაზე მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგების თარგმნის მცდელობა რუს ღვთისმეტყველთა მხრიდან 1917 წლამდე?

პასუხი:
არა. ამ "სამოციქულო" ლიტურგიის საღვთისმსახურებო თარგმანი არ არსებულა, რადგან ის არავის სჭირდებოდა.

რუსეთის რევოლუციამდელი აკადემიური სკოლის პროფესორებისთვის ძველი წეს-განგების ტექსტი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგად იყო ცნობილი (სხვადასხვა რედაქციებში ბერძნულ და სირიულ ენებზე). მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მკაფიოდ ჰქონდათ შეგნებული ხელნაწერების და არეოლოგიური ძეგლების მიხედვით ლოცვითი საღვთისმსახურებო პრაქტიკის აღორძინების მანკიერება.

კითხვა:
უცდია თუ არა ანალოგიური რამ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 1917 წლის შემდეგ?

პასუხი:
არა. არც პატრიარქ ტიხონს, არც მის მემკვიდრეებს ჩვენს ეკლესიაში არავინ უკურთხებიათ ოფიციალურად ეთარგმნათ მოციქულ იაკობის ლიტურგია.

1920-1930 წლების განმაახლებლურ განხეთქილებაში, როგორც ცნობილია, ასევე არავის უცდია ამ ლიტურგიის თარგმნა. "ჟივოცერკოვნიკები" ჯერდებოდნენ ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის უკვე ცნობილი ლიტურგიის გადაკეთებებს, რადგან ცდილობდნენ გადაეწყოთ ისინი თანამედროვე რუსულ და უკრაინულ ენებზე და ასევე ამკვიდრებდნენ სხვა მრავალრიცხოვან დამახინჯებებს. მაგრამ არც ვვედენსკის, არც გრანოვსკის, არც ადამენკოს და სხვ ობნოვლენცებს იაკობის ლიტურგიის სათარგმნად თითიც არ გაუნძრევიათ.

სულ სხვაგვარად წაეწყო საქმე რუსულ ემიგრაციულ წრეებში.

კითხვა:
ვინ და როდის განახორციელა პირველად მოციქულ იაკობის ლიტურგიის თარგმნა საეკლესიო სლავურ ენაზე?

პასუხი:
მოციქულ იაკობის ლიტურგიის საეკლესიო სლავურ ენაზე თარგმნა განახორციელა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რსმე) ბერძენმა კლერიკოსმა მღვდელმონაზონმა ფილიპე გარდნერმა და რევოლუციამდელი რუსული ორთოგრაფიით გამოქვეყნდა 1937 წლის 10 თებერვალს იერუსალიმში (Божественная литургия святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха Иерусалимскаго. Перевод иеромонаха Филиппа (Гарднера). Иерусалим. 1937). ერთი წლის შემდეგ, ანუ 1938 წლის 27 ივლისს, მანვე, მაგრამ უკვე იღუმენის ხარისხში, განახორციელა ამავე ლიტურგიის ხელმეორედ გამოცემა, ოღონდ უკვე საეკლესიო სლავური შრიფტით (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938).

როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, ის იყო ამ მსახურების საეკლესიო სლავურ ენაზე პირველი შემდგენელი, რადგან "ადრე ეს მსახურება რუსეთის ეკლესიაში, არც სხვა სლავი ხალხების ეკლესიაში ცნობილი არ ყოფილა" ("Не знаше бо сея службы Церковь Российская, ниже прочыя Церкви народов словенских") (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938., л. 106). ამგვარად, არც სერბეთისა და არც ბულგარეთის ეკლესიებში, და არც ათონზე ეს ლიტურგია ადრე არასოდეს საეკლესიო-სლავურ ენაზე არ უმსახურიათ.

კითხვა:
ვინ და როდის აღასრულა პირველად მოციქულ იაკობის ლიტურგია საეკლესიო სლავურ ენაზე?

პასუხი:
პირველად, 1938 წლის 18 იანვარს, ეს ლიტურგია ჩაატარეს სერბეთში, ბელგრადში, ცხოველმყოფელი სამების რუსულ ტაძარში, ანუ მისი სლავური ტექსტის გამოქვეყნებიდან ნახევარი წლის შემდეგ. რაოდენ უცნაურია ის, რომ არჩეული დღე არანაირად არ არის დაკავშირებული წმ. იაკობ იერუსალიმელთან, არამედ რატომღაც წმ. ათანასესა და კირილეს, ალექსანდრიელ პატრიარქთა ხსენების დღეს დაემთხვა.

ლიტურგიის აღმასრულებელი იგივე ინიციატორი მღვდელიღუმენი ფილიპ გარდნერი გახლდათ. მასთნ ერთად თანამწირველობდა ერთი პროტოდიაკვანიც. ამ ლიტურგიაზე დაჰპატიჟეს რსმე-ს ოთხი მღვდელმთავარი მიტროპოლიტ ანასტასის (გრიბანოვსკი) მეთაურობით, მაგრამ მათ ღვთისმსახურებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და მოხსენიებულნი არიან მხოლოდ როგორც "დამსწრენი" (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938.).

"განთესვაში მყოფ რუსებს შორის" ეს ახალქმნილი ლიტურგია პოპულარობით აშკარად არ სარგებლობდა, რადგან ის იოტისოდენადაც არ აკავშირებდა ემიგრანტებს არც სამშობლოსთან და არც მშობლიურ მართლმადიდებლურ საეკლესიო ტრადიციასთან.

კითხვა:
როგორ წარიმართა მოციქულ იაკობის ლიტურგიის სლავურ ენაზე პირველი მთარგმნელისა და აღმსრულებელის შემდგომი სასულიერო კარიერა?

პასუხი:
1942 წლის 14 ივნისს ბერლინში, დიდი სამამულო ომის პერიოდში, შედგა იღუმენ ფილიპეს (გარდნერი) პოსტდამის ეპისკოპოსად ხელდასხმა. ის გახდა რსმე-ს ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის ვიკარიუსი. შემდგომში ბედის ზიგზაგები ასეთი აღმოჩნდა: ორი წლის შემდეგ გარდნერმა მოიხსნა ბერული და საეპისკოპოსო ხარისხი... და ... ცოლი შეირთო. 1944 წელს მას ჩამოართვეს ბერლინის ვიკარიუსობა და გერმანიის დედაქალაქში აღდგომის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის თანამდებობა. 6 წლის შემდეგ რსმე-ს სინოდმა მას ეპისკოპოსის ხარისხიც ოფიციალურად ჩამოართვა.

არ არის ჩვენი საქმე "სხვისი მონის განსჯა" (რომ 14:4). მაგრამ როგორ არ გავიხსენოთ ამ სამარცხვინო ისტორიასთან დაკავშირებით ის, რომ სანამ მონაზვნურ აღქმას უარყოფდა და საბოლოოდ მოიხსნიდა ჯვარსა და პანაღიას, "იღუმენმა ფილიპემ" პირველად ჯვარი მოიხსნა არაწესგანგებითი ლიტურგიის შესასრულებლად? რადგან იაკობის ლიტურგიის პირობაა "ჯვარი არ გაიკეთო". ამ ადგილას იღუმენმა ფილიპემ საკუთარი ხელით ჩაწერა: "სავალდებულო მოთხოვნა ყველა მღვდლისთვის, ვინც კი მოციქულ იაკობის ლიტრუგიის შესრულებას შეუდგება" (იქვე. გვ. 9).

სულიერმა მეძაობამ და ქრისტეს ჯვრის უარყოფამ გარდნერი სულ რამოდენიმე წელიწადში ხორციელ სიძვამდე და საეკლესიო სამოძღვრო მსახურების ღალატამდე მიიყვანა. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ ბიზანტიური ლიტურგიების სლავური ტექსტის აღმატებულებას მოციქულ იაკობის სლავური ვერსიის ლიტურგიაზე. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიის თარგმანი ჩვენთვის შეასრულეს ღმრთითშთაგონებულმა მოსაგრეებმა - მოციქულთა სწორმა კირილემ და მეთოდემ. მნიშნელოვანია ის, რომ ეკლესიის ძველ მოძღვართა ლიტურგიკული მემკვიდრეობა ჩვენ, სლავებმა, როგორც წმიდა გადმოცემა თვით წმინდანთაგან მივიღეთ.

ამის საწინააღმდეგოდ, "მოციქულ იაკობის ლიტურგია" სლავურ ენაზე გადათარგმნილია პატივაყრილი გარდნერის მიერ, რომელსაც საეჭვო მოტივები ამოძრავებდა და, რომელმსაც ეკლესიის მოძღვრის ერთგულება არ შეინარჩუნა.  რუსეთის ეკლესიის ყოველდღიურობაში ამ წეს-განგების დანერგვის დღევადელ ინიციატორს მართებს დაფიქრება: ღირს თუ არა ნდობით მოვეკიდოთ ფილიპე გარდნერის მსგავსი "მოძღვრების" ხელიდან მოწოდებულ სულიერ საკვებს (შეად.: ებრ. 13:17)?

კითხვა:
ცნობილია თუ არა მოციქულ იაკობის ლიტურგიის სხვა გამოცემები საეკლესიო სლავურ ენაზე უკვე XX ს-ში?

პასუხი:
დიახ. მესამე გამოცემა, რომელიც მეორის იდენტურია, გამოქვეყნებულ იქნა რომში, 1970 წელს.

კითხვა:
ვინ და როდის აღასრულა პირველად მოციქულ იაკობის ლიტურგია რუსეთში?

პასუხი:
რუსეთი ამ ლიტურგიის მსახურების დასაწყისი პირდაპირ არის დაკავშირებული ხსენებულ რომაულ გამოცემასთან, და ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი ისტორიაა.

ამ ქალაქს, ანუ ვატიკანს, თავისი თანამდებობრივი მოვალეობით ხშირად სტუმრობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე ლენინგრადისა და ლადოგის მიტროპოლიტი ნიკოდიმე (როტოვი). მოციქულ იაკობის ლიტურგიის რომაული გამოცემიდან ძალიან მალე მიტრ. ნიკოდიმოსი (როტოვი) მოციქულ იაკობის ლიტურგიის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი წინადადებით იაკობის ლიტურგია ლენინგრადის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში უნდა ჩაეტარებინათ. ეს სიახლე რომში მის გარდაცვალებამდე, ანუ 1978 წლამდე გაგრძელდა და მის გარდაცვალებისთანავე შეწყდა.

აი ასე, პირველად რუსეთის ისტორიაში, მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი ემიგრანტული უცხოეთიდან და კათოლიკური დასავლეთიდან შემოიჭრა მოციქულ იაკობის ლიტურგია ჩვენი ეკლესიის წიაღში. შედეგად ეს უცნაური ლიტურგია რამოდენიმეჯერ იქნა ნათარგმნი რუსულ მიწაზე.

პატრიარქების პიმენისა და ალექსი II-ის დროს ამ ექსტრავაგანტური ლიტურგიის მსახურება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის არც ერთ ეპარქიაში არ განახლებულა.

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

IV. Epiclesis. ახალი, გარდნერისეული წეს-განგების სულიერი მავნეობა ტრადიციულ ლიტურგიებთან შედარებით


მოციქულ იაკობის ლიტურგიის სლავური ტექსტი შედგენილია დიდი პრეტენზიით გარეგნულ ეფექტზე და გააჩნია დაუფარავი მიზანი გააკვირვოს მკითხველი როგორც დეტალებში, ასევე ზოგადად. ყველა სავედრებელი კვერექსი (გარდნერისეულ თარგმანში "диаконства" ("სადიაკვნონი")) და ასამაღლებლები განზრახ ორიგინალურად, "ჩახვეულად" არის თარგმნილი. წეს-განგება უჩვეულოა პირველივე ასამაღლებლიდან რომლის მოცულობაა ექვსი სტროფი (!) და განტევებამდე - თუ საერთოდ შეიძლება ჩავთვალოთ "განტევებად": "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გვაკურთხებს და განგვწმენდს ზიარებითა წმიდათა და უპატიოსნესთა თვისთა საიდუმლოთა, აწ და, მარადის, და უკუნითი უკუნისამდე".  

უნდა აღინიშნოს საეკლესიო სლავური თარგმანის დაბალი დონე. ის შესრულებულია დაუდევრად, შეიცავს მრავალ აშკარად გრამატიკულ და სტილისტურ შეცდომებს.

როგორც ჩანს, ახალთარგმნილ ლიტურგიკულ წეს-განგებას არანაირი ცენზურა არ გაუვლია. თვალშისაცემია რედაქტორული და კორექტურული შეცდომების სიუხვე. გამოცემა, რომელიც გარდნერის ტექსტს "ორიგინალს" უწოდებს, სავსეა რემარკებით.

ამ გამოცემის სატიტულო ფურცელზე დაწერილია, რომ ახალი ლიტურგია დაიბეჭდა "... სიტყვა-ღმერთის ხორციელად შობიდან 1938 წელს, ხოლო რუსეთის ნათლობიდან 908-ე წელს..." (9, л. 5). საზოგადოდ მიღებული ქრონოლოგიის მიხედვით, თუ რუსეთის ნათლისღების წლად მივიჩნევთ 988 წელს, მაშინ გვექნება 42 წლიანი ცდომილება! შესაძლოა ეს მცირედი ისტორიული "უზუსტობა" აღმოცენდა სლავური ციფრების "И"-ს (8) და "H"-ს (50) არევით. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს გაუგებრობა შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ გამომცემელთა და მომხმარებელთა კომპეტენტურობაზე.

ტექსტის დეტალური ანალიზი გრამატიკისა და სტილისტიკის წესების დაცვით თვალსაზრისით ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს. ამიტომაც, უკვე მითითებული შენიშვნებით შემოვიფარგლებით. მთლიანობაში გამოცემა შეიძლება შევადაროთ არააკურატულ შავ ნაწერს, რომელზეც რედაქტორმა მუშაობა ვერ მოასწრო. ასეთი გაუსწორებელი ტექსტით ლოცვა საეკლესიო მსახურებაზე დაუშვებელია.

თუმცა, დაუდევრობა - განსახილველი თარგმანის ყველაზე დიდი ნაკლი როდია.

* * *


გარდნერის წეს-განგებაში გვხვდება უზარმაზარი რაოდენობის უცნაურობები და უხეში შეუსაბამობები, რომლებსაც არანაირი გამართლება არა აქვს მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ტრადიციის თვალსაზრისით. მოციქულ იაკობის ლიტურგიაში მოცემული "ძველი" არა მარტო უკეთესი არ არის, არამედ უარესია საზოგადოდ მიღებულ "ახალზე". ის კი არ "ამდიდრებს", არამედ აუფასურებს ტრადიციას; კი არ "აღადგენს", არამედ ამხობს მას.

ჩვენ არ ვეხებით სამოციქულო ლიტურგიის ანაფორის საღვთისმეტყველო შინაარსს. ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ მხოლოდ გარდნერის მთარგმნელობითი შრომის შედეგი და იძულებულნი ვართ დავასკვნათ, რომ მის მიერ შემოთავაზებული ლიტურგიკული წეს-განგება სრულიად ეკლექტიკურად არის შედგენილი. ზოგიერთი დაძველებული საწესჩვეულებო ფორმა მასში დაცულია, ხოლო სხვა საღვთისმსახურო ელემენტი უფრო გვიანდელით არის შეცვლილი.

მოდი, თვალი მივადევნოთ იმ თავისებურებებს, რომლებიც მოცემულ წეს-განგებაში გვხვდება და მართლაც წარმოადგენენ "ძველ და კეთილ" გადმოცემას, და იმ წეს-ჩვეულებებსაც, რასაც მხოლოდ ზიანი შემოაქვს მართლმადიდებლურ ტრადიციაში.



1. სამღვდლო ჯვრების უარყოფა

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში მღვდლებს სთავაზობენ თავი არ შეიმკონ ჯვრით (ეპისკოპოსებს კი - პანაღიით).

I საუკუნეში, როგორც ცნობილია, პრესვიტერები არ ატარებდნენ ჩვენთვის ცნობილ სამკერდე ჯვრებს. მაგრამ ნუთუ ეს ისტორიული ფაქტი შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა ნებაყოფლობით მოიხსნა ჯვარი, თანაც ლიტურგიკული მღვდელმსახურების დროს?! გამოთქმა "ჯვრის მოხსნა" ქრისტეს უარყოფის ტოლფარდია, რადგან უფალმა ბრძანა: "ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე... ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა შეარცხვენს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით" (ლუკა 9:23, 29).

საინტერესოა, ხომ არ არის ლიტურგიის დაწყებამდე ჯვრის მოხსნის მოთხოვნა დაკავშირებული 1930-იან წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გავრცელებულ "ჯვრისმბრძოლ მწვალებლობასთან". ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, გადმოცემულია მიტრ. ანტონის (ხრაპოვიცკი) დოგმატურად მცდარ კატეხიზმოში, რომელიც ამტკიცებს, თითქოსდა ქრისტე მაცხოვრის გეთსემანიისეულ ვნებათ უფრო მეტი მნიშვნელობა გააჩნიათ, ვიდრე ღმერთკაცის სიკვდილს გოლგოთის ჯვარზე. ჩვენ ვერ დავადგინეთ იზიარებდა თუ არა გარდნერი თავისი პირველიერარქის ამ ცთომილებას.

ყოველ შემთხვევაში, იაკობის ლიტურგიის შესრულების დროს მღვდელთა ნებაყოფლობით (და, ვაი, რომ სადღაც მასობრივ) ჯვრისმბრძოლობაში მოიხილვება სულიერი განდგომა, სულმოკლე მზადყოფნა შეეწყონ კაცთა მოდგმის მტრის ნებას, რომელსაც ჯვრის ეშინია და სძულს იგი. საკუთარი ჯვრის უარყოფით, მღვდელს ერთმევა მზაკვარის საწინააღმდეგო მთავარი იარაღი და დაცვა. ამავე მიზეზით ხომ არ დაკარგა სამღვდლო ხარისხის მადლი თვით გარდნერმა?

... თუ მოდერნისტებს ასე გულით სურთ თავი მოირთონ "მოციქულთა დროების" შესაბამისად, მაშინ იქნებ ჯვრების მაგივრად თევზები დაიმზადონ და ის ატარონ ოქროს ჯაჭვებზე: ბოლოს და ბოლოს, თევზი ხომ ქრისტეს უძველესი სიმბოლოა
(IXTYΣ)...


2. ტრადიციული სამღვდელმთავრო ატრიბუტების უარყოფა

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში მღვდელმთავარს სთავაზობენ არა მარტო ჯვრისა და პანაღიის მოხსნას, არამედ მას ეკრძალება ისეთი წმიდა საგნების გამოყენებაც, როგორიცაა დიკირი, ტრიკირი, რიპიდები და ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია არწივი
(ეპისკოპოსის ფეხსადგამი - "აპოკ". რედ.) (2, л. 9).

მეტიც, ეპისკოპოსმა არ უნდა ჩაიცვას საკოსი და არ დაიხუროს მიტრა. სამღვდელმთავრო მღვდელმოქმედების ყველა ელემენტი ექვემდებარება "გამარტივებულ სქემას".

ამგვარი "გამარტივება" აშკარად უკარგავს მსახურებას იმ ღრმა სიმბოლურ სისავსეს, რომელიც ტრადიციულ სამღვდელმთავრო წირვაში იხილვება.



3. სადღეღამისო ღვთისმსახურების უგულებელყოფა

არაწესგანგებითი მსახურების აღმასრულებლები წერენ, რომ "იაკობის ლიტურგიის წინ ჟამნების მსახურება განწესებული არ არის...". შევნიშნავთ, რომ ჟამნების მსახურებაზე უარის თქმა მრავალი მოდერნისტის დამახასიათებელი თავისებურებაა.

მოციქულთა საუკუნეში ჟამნები, იმ გაგებით, როგორც ეს დღეს გვესმის, რა თქმა უნდა არ იყო. ასევე არ ჰქონდათ პირველქრისტეანთ "სადღეღამისო მსახურების წეს-განგება", ასევე მიწიერ ღვთისმსახურებაში ზეციერი ანგელოზური დიდების ასახვა. ეს ყველაფერი მომდევნო საუკუნეებში გაჩნდა, როდესაც, სულიწმიდის შთაგონებით, შედგენილ იქნა მართლმადიდებლური საღვთისმსახურებო წეს-განგებანი.

მაგრამ სრულიად უმეცრულია დღეს გადაწყვეტილება, შემოიტანო ახალი წეს-განგებანი და როგორც "არასავალდებულო" გააუქმო ჟამნები და სადღეღამისო მსახურების სხვა ელემენტები.

სხვათა შორის, წეს-განგებით საღდეღამისო მსახურებაში ევქარისტია სტრუქტურულად არის მიბმული ან მწუხრს, ან სადილის ჟამნს. მოციქულ იაკობის ლიტურგიასთან დაკავშირებით გაუგებარია ისიც კი, თუ როდის არის შესაძლებელია მისი ჩატარება: მე-3 და მე-6 ჟამნების, თუ მე-9 ჟამნის შემდეგ.

ეს პრინციპული საკითხია, მაგრამ მასზე არავის უფიქრია, არც გარდნერს და არც მის სულიერ მოსწავლეებს.



4. "შესავალი" და "შესამოსელი ლოცვების" უარყოფა

საზოგადოდ მიღებულ მსახურებაზე სასულიერო პირები ლიტურგიკული შესამოსელით შემოსვის წინ ყოველთვის კითხულობენ ე. წ. "შესვლის" ანუ დასაწყის ლოცვებს: "მეუფეო ზეცათაო..." და "სამწმიდაო მამაო ჩვენოს ჩათვლით"... ასევე კონდაკში დაწესებულ ტროპარებს.

თვით საღვთისმსახურებო შესამოსელის ჩაცმას თან ახლავს ფსალმუნის მუხლები, რომელთა სიმბოლური შინაარსი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სარტყლით შემოსვის დროს მღვდელი კითხულობს: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი" (ფსალმ. 17:33) (Служебник). ხოლო მღვდელმთავრის შემოსვას თან ახლავს ლოცვები, რომელსაც საზეიმოდ, გუნდის თანხლებით წარმოთქვამს დიაკვანი.
ტრადიციის მიხედვით, ეს მუხლები ხმამაღლა წარმოითქმება მხოლოდ ევქარისტული მსახურების დროს, რაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იმ მსახურებებზე, რომლებზეც არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, - მაგალითად, პირველშეწირულის ლიტურგიაზე, ასევე კვართის ან ჯვრის გამოსვენებაზე - მოცემული მუხლები არ იკითხება.

გარდნერის წეს-განგებაში დაწერილია, რომ არანაირი ლოცვა არც შემოსვამდე და არც მის შემდეგ წარმოთქმულ არ უნდა იქნას, არამედ "ყველანი ყოველგვარი სამღვდლო შესამოსელით იმოსებიან უხმოდ" (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938. л. 9).

ამ მოთხოვნის შესრულება არანაირად არ ამდიდრებს საეკლესიო მსახურებას. შეიძლება ითქვას, რომ მოცემული მითიტება მოციქულ იაკობის ლიტურგიას უფრო დაბალ რანგში აყენებს, ვიდრე ეს ტრადიციული ევქარისტული ღვთისმსახურებაა.



5. უარის თქმა საწყის ლოცვაზე "მეუფეო ზეცათაო..."

მეორედ ლოცვა "მეუფეო ზეცათაო..." - ოღონდ უფრო საზეიმოდ, ყოველთვის წარმოითქმება ლიტურგიის უშუალო დაწყების წინ. ბრწყინვალე შვიდეულიდან ვიდრე აღდგომის წარგზავნამდე, ამ ლოცვის ნაცვლად იგალობება "ქრისტე აღდგა მკვდრეთით...". ამაღლებაზეც, ჩვეულების მიხედვით, ის იცვლება დღესასწაულის ტროპარით.

გარდნერის თარგმანში არც ეს არის გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, ეპისკოპოსი იაკობ იერუსალიმელი არ იცნობდა ლოცვას "მეუფეო ზეცათაო...", რომელიც მოციქულთა ეპოქაზე გვიანდელი წარმომავლობისაა. მას შეუძლებელია ცოდნოდა სააღდგომო და სხვა დღესასწაულთა ტროპარები, რომლებიც მის სიცოცხლეში ჯერაც არ იყო დაწერილი. ქრისტეს მოციქულები ამ ლოცვათა გარეშე ატარებდნენ ლიტურგიას, რადგან მათ სხვა უპირატესობა გააჩნდათ: კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო სულიწმიდის უშუალო მოქმედება, რომელიც, სხვათა შორის, ევქარისტული მსახურების დროსაც ვლინდებოდა.

ძნელია ევქარისტული მსახურებიდან "მეუფეო ზეცათაოს..." ამოღებას მოვუძებნოთ რაიმე გონივრული ახსნა.

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია

6. მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის თანმიმდევრობის დამახინჯება

მართლმადიდებლური ჩვეულებით, როგორც ეს VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა, ლიტურგიის შესავალი ლოცვები მოიცავენ სავალდებულოდ საკითხავ ტროპარს:
"ყოვლდად წმიდასა ხატსა შენსა თაყვანისვცემთ...", ამ დროს ხდება ქრისტე მაცხოვრის ხატის ამბორი, შემდეგ კითხულობენ ტროპარს "მოწყალებისა წყაროვ...", რომლის შემდეგაც ეამბორებიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. ეს რიტუალი უცვალებლად წინ უსწრებს ევქარისტულ მღვდელმოქმედებას, როგორც სამღვდელმთავრო, ასევე სამღვდლო წირვის წინ. მისი გამოტოვება არ შეიძლება არ ყოველდღიურ და არც სააღდგომო მსახურებაზე. მასში ჩადებულია სარწმუნოების აღმსარებლობა და განკაცების დოგმატი: "და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (ინ. 1:14).

მოციქულ იაკობის ლიტურგიაზე უფლის ხელთუქმნელი ხატის ტროპარის კითხვა გამოტოვებულია: "შედიან ეკლესიაში, ეამბორებიან ხატებს ისე, რომ არაფერს ამბობენ" (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938. л. 8).

ეკლესიაში საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით, ყველა მღვდელი და ეპისკოპოსი ხელმეორედ ეამბორება უფალ იესუსსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებს მცირე შესვლის დროს ლიტურგიაზე. ამით ხაზგასმულია ჩვენი რწმენა სახარებისეული იესუს რეალურობისა და არა მოჩვენებითობისადმი (როგორც ასწავლიდნენ ამას მწვალებელი დოკეტისტები) (იხ. მთ.. 14, 26
29; მკ. 6, 4950; ლკ. 24, 3640; 1 ინ. 4, 2).

გარდნერის წეს-განგებაში მცირე შესვლაზე საერთოდ არ არის განწესებული ხატების ამბორი - არც ქრისტესი და არც ღვთისმშობლისა. მაგრამ შეიძლება თუ არა მართლმადიდებლური ეწოდოს ლიტურგიკულ წეს-განგებას, რომელიც უგულებელჰყოფს მსოფლიო კრების დადგენილებას?

რა თქმა უნდა, მოციქულთა საუკუნეში ტროპარი "უპატიოსნესსა ხატსა შენსა..." ჯერაც არ იყო დაწერილი. მაგრამ, ეს ტროპარი, სხვათა შორის, ცნობილი არც ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის დროს ყოფილა. თუმცა ეკლესიამ ისინი მათ სახელებით ცნობილ ლიტურგიებში შეიტანა. ყოველ შემთხვევაში, იაკობის ლიტურგიისას მცირე შესვლაზე ხატების ამბორზე უარის თქმა არაფრით არის მოტივირებული.

იმ ტაძრებში, სადაც მოციქულ იაკობის ლიტურგია "დაკანონებულია" და რეგულარულ პრაქტიკაშია (მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ფეოდოროვსკაიას სახელობის ხატის ტაძარში),  შესამჩნევია მოდერნისტული მისწრაფება კანკელის გაუმებისკენ და სამეუფო კარების ლილიპუტურ ზომებამდე შემცირებისკენ - ასე რომ ისინი პრაქტიკულად არც არსებობენ და სულაც არ ფარავენ საკურთხეველს. ეს ტენდენცია პირველად გამოავლინეს გასული საუკუნის 20-იანი და 90-იანი წლების განმაახლებლებმა (ეპისკოპოოსი ანტონი გრანოვსკი, მღვდელი კოჩეტკოვი და სხვები), რომლებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ კანკელსა და სამეუფო კარს აღიქვამენ როგორც "დაბრკოლებას". ამაში უნდა დავინახოთ მოპროტესტანტო რეფორმატორების ზომიერი ხატმებრძოლეობის გამოვლინება (ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ თუ აქტიური ხატმებრძოლეობის დროს ხატებს პირდაპირ ანადგურებდნენ, ზომიერი ხატმებრძოლეობის დროს მათ ან მალავდნენ ან აუქმებდნენ).


7. პროსკომიდიის გაუქმება

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში მთარგმნელმა გარდნერმა პროსკომიდიის შესრულების შესხებ ჩართო შემდეგი რემარკა: "ეს რაღაც ახალია, რაც ძველ ხელნაწერებში არ მოიპოვება, რის გამოც ის იერუსალიმში არ მიგვიღია" (დედანში: "Обаче сие нечто новое есть, и в древних хартиах не обретается, сего ради и мы сего во Иерусалиме не прияхом") (Чин божественныя литургии святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха иерусалимскаго, во святем граде Иерусалиме совершаемыя. Владимирова. 1938. л. 10).

ამგვარად, XX ს-ის შუაწლებში გამოითქვა საკმაოდ ორიგინალური მსჯელობა პროსკომიდიის შესახებ, თითქოსდა ეს - "რაღაც ახალია". სინამდვილეში, "რაღაც ახალი" რუსულ ეკლესიაში - ეს არის პროსკომიდიის გარეშე მსახურება, რომელიც ჩვენში ყოველ ლიტურგიაზე უკვე 1000 წელზე მეტია რაც აღესრულება.

ქრისტეს მოწაფეების წინაშე პროსკომიდიის წეს-განგება არ დაუწესებია, და მოციქულებმაც, ბუნებრივია, მის შესახებ არაფერი იცოდნენ. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს პროსკომიდია, სადაც ხდება მოგონება მაცხოვრისა და შეკრება ეკლესიისა პროსფორებიდან ამოღებული ნაწილების მეშვეობით, სულიწმიდამ მოგვიანებით გაგვიცხადა, საიდუმლო სერობაზე ნათქვამის თანახმად: "თქვენთან მყოფმა გითხარით ეს. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით" (იოანე 14:25-26).

პროსკომიდიის დასრულებისას, მღვდელი ყოველთვის აკმევს შენაწირს და სამჯერ წარმოთქვამს სიტყვებს: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, რომელმან ესე სათნო იყო, დიდება შენდა!" დიაკვანი ყოველ ფრაზას ამთავრებს ასამაღლებლით: "აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (Служебник). ჩვენ სულაც არ გვმართებს უარის თქმა ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისგან და ეკლესიაში სულიწმიდის მიერ ბოძებული საიდუმლოსგან, თუ როგორ მოვიხსენიოთ ცოცხალნი და გარდაცვლილნი. მაშ, რისთვის გავაღატაკოთ საკუთარი თავი და მოვაკლოთ მას შესაძლებლობა ასობით ახლობელი ადამიანის მოხსენიებისა, თუკი ეს თვით უფალსაც ნებავს?

იაკობის ლიტურგიის შემსრულებელნი ზოგჯერ ამბობენ, თითქოსდა მათთან პროსკომიდიას სრულიად ცვლის ვრცელი ასამაღლებელი დიდი შესვლის დროს. მაგრამ ეს არ არის ექვივალენტური ჩანაცვლება. დიდი შესვლაზე, როდესაც მღვდელსა და დიაკვანს ხელში უჭირავთ ბარძიმი და ფეშხუმი, ძნელია, ზეპირად, მოსახსენებელი წიგნაგებისა და ჩანაწერების ტაძარში მდგომი ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით ადამიანის მოხსენიება. ამგვარი მოხსენიება შეუდარებლად ნაკლებად წარმომადგენლობითია, ვიდრე მშვიდ ვითარებაში, პროსკომიდიაზე, პროსფორებზე აღსრულებული მოხსენიება.

სწორედ ამიტომაც აირჩია ეკლესიამ უკეთესი, ანუ პროსკომიდია. ხოლო გარდნერის წეს-განგება სანაცვლოდ გვთავაზობს უარესს - პროსკომიდიაზე უარის თქმას.


8. უარის თქმა დაფარნებისა და ვარსკვლავის გამოყენებაზე

როგორც მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაშია აღნიშნული, წმიდა ჭურჭლებზე - ფეშხუმსა და ბარძიმზე დაფარნები არ დაიფარება ("не покрыв сосуды, отходит". ციტ. იქვე. გვ. 10).

აქ ლიტურგიკული სიმბოლიკა აშკარად განიცდის დაკნინებას. დაფარნები და ჰაერი ამშვენებენ ღვთისმსახურებას არა მარტო პროსკომიდიაზე, არამედ დიდი შესვლის დროსაც. სიმბოლურად (განსაზღვრული ლოცვებით) ისინი თავიდანვე ეფარება ბარძიმსა და ფეშხუმს, და სიმბოლურადვე (ასევე შესაბამისი ლოცვებით) ისინი მოიხსნება ამ ჭურჭლებიდან დიდი შესვლის აღსრულების შემდეგ. ამ მღვდელმოქმედების საღმრთო მნიშვნელობა შეიძლება გადმოვცეთ ტროპარით, რომელიც ამ დროს იკითხება: "შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შგმურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა"

ლიტურგიარიონი უთითებს შემდეგი სიმბოლური მოქმედების აუცილებლობაზეც. ტარიგის იმ ნაწილთა დაქუცმაცების შემდეგ, რომლებიც განკუთვნილია ერისკაცთა ზიარებისთვის მღვდელი მათ ბარძიმში ჩაასვენებს და "ბარძიმს დაფარნით დაჰფარავს". ამგვარად, კრეტსაბმელის გახსნისა და სამეუფო კარის გაღების შემდეგ მაზიარებლები "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით" შეჰყურებენ მკვდრეთით აღმდგარ ქრსიტეს, რომელიც ღმრთის დიდებით არის შემოსილი (და რომლის სიმბოლოსაც დაფარნა წარმოადგენს).

იმავე საღმრთო დიდებით აღასრულებს განკაცებული იესუ თავის ამაღლებას, როდესაც დაფარნით დამშვენებული ბარძიმი (რომელიც შეიცავს ნაწილს "იუ", ანუ IC) საკურთხევლიდან სამკვეთლოზე, ანუ საკურთხევლის სიღრმეში გადაიტანება, რომელიც მიუწვდომელია მლოცველთა მზერისთვის.

საეკლესიო ტრადიციაში დაფარნები და ჰაერი გამოიყენებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, და გაუგებარია, რაში უნდა უშლიდეს ისინი ხელს ახალი წეს-განგებით ლიტურგიის შესრულებისას.

რაც შეეხება ვარსკვლავს, მისგან უარის თქმა მოციქულ იაკობის ლიტურგიის შესრულების დროს შეიძლება "გამართლებულ" იქნას დაფარნების არარსებობით.

მაგრამ რით უნდა გამართლდეს საშობაო სიმბოლიკის გაუქმება ლიტურგიკულ მღვდელმოქმედებაზე, რომელსაც ახლავს სახარებისეული სიტყვები: "და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი" (მათე 2:9)? და რით უნდა გამართლდეს დავიწყება უფლის ჯვარზე ვნების დროს ანგელოზთა განუყრელი მყოფობის სიმბოლო, რომელიც გამოისახება ვარსკვლავის ჯვარსახოვანი მოძრაობით ანაფორის დასაწყისში და რომელსაც ახლავს სიტყვები: "ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი..." ?


9. უარის თქმა კოვზის გამოყენებაზე

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში გათვალისწინებული არ არის კოვზის გამოყენება.

ეს წმიდა საგანი, რა თქმა უნდა, მოციქულთა დოს არ არსებობდა. ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეპისკოპოსი ყველა მორწმუნეს ცალ-ცალკე აძლევდა კოვზის გამოყენების გარეშე ისე, როგორც დღეს ეზიარებიან საკურთხეველში მღვდლები და დიაკვნები.

მაგრამ ბოლო ათას ხუთასი წლის განმავლობაში, მართლმადიდებლურ მსახურებაში საზოგადოდ მიღებული და ლიტურგიკული მღვდელმოქმედების სავალდებულო აქსესუარი გახდა კოვზი. მღვდელი ეამბორება მას სხვა წმიდა საგნებთან ერთად (სიტყვებით: "გადმოუღვარე უკვდავება ადამიანს, გვიხსენ ჩვენ, დიდება შენდა"), დიდი შესვლის დროს მას სამკვეთლოდან საკურთხეველზე გადაიტანენ.

კოვზი
წარმოადგენს ლერწამზე წამოცმული და ძმრითა და უსუპით გაჟღენთილი ღრუბლის სიმბოლოს. ამ სიმბოლური დატვირთვით ის იდება საკურთხევლის ჯვრის გვერდით, რომელიც არის ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლო.

კოვზი
ერისკაცთა ზიარებისთვის არის განკუთვნილი. მაშინ ის ასოცირდება იმ მაშებთან, რომლითაც ადამიანი ეზიარება ევქარისტული სიწმიდის ცეცხლს, ისევე როგორც ოდესღაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განწმინდა იგი ცოდვისაგან და განანათლა.

დასასრულ, ის წარმოადგენს თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიმბოლოს, "საიდუმლო მარწუხს", რომლის მიერაც ცოდვილები ეღირსებიან ცოდვათა მიტევებასა და განწმენდას. ამ თვალსაზრისით ის გამოიყენება ქრისტეს სიმბოლური დამარხვის, ანუ წმიდა ნაწილთა საბოლოო მიღების დროს.

მოციქულ იაკობის ლიტურგიაზე კოვზზე უარის თქმა ქმნის მთელ რიგ სიძნელეებს ბავშვებისა და ავადმყოფების ზიარებისთვის. ამასთან არანაკლები ზიანი ადგება მართლმადიდებლური ღვთისმსახურების სიმბოლურ შინაარსს.


10. უარის თქმა ლახვრის გამოყენებაზე

ლახვარი
- ეს არის განსაკუთრებული ფორმის დანა, რომელიც წარმოადგენს იმ ლახვრის სიმბოლოს, რომლითაც განგმირულ იქნა მაცხოვარი.

მოციქულ იაკობის ლიტურგიაზე ლახვარი არ გამოიყენება. ამ დროს რეკომენდირებულია წმიდა ზიარების პური კი არ დაიჭრას, არამედ ხელით დაიმტვრეს ("Таже раздробляет рукою") (იქვე., л. 90).

ყოველგვარ ეჭვგარეშე, საიდუმლო სერობაზე, როდესაც უფალმა მოწაფეებს პური დაურიგა, კი არ დაჭრა იგი, არამედ "განტეხა" (მათე 26:26; მკ. 14:22; ლკ. 22:19; 1 კორ. 11:24), ანუ მაცხოვარს დანა არ გამოუყენებია, არამედ სახუთარი ხელით განჰყო იგი და მოწაფეებს დაურიგა. თავდაპირველად "პურის განტეხვის" რიტუალი, ასევე სხვა მჭრელი საგნების გამოყენების გარეშე ხორციელდებოდა.

საკითხი მხოლოდ იმაშია, რამდენად გონივრულია დღეს უარი ითქვას ისეთ მოხერხებულ საგანზე, როგორიც ლახვარია ?

ლახვრის გარეშე შეუძლებელია პროსფორიდან ტარიგის ამოჭრა. პროსკომიდიაზე ის ასევე გამოიყენება წმიდა პურის დასჭრელად სიტყვებით: "დაიკვლის ტარიგი ღვთისა, რომელმაც იტვირთა სამყაროს ცოდვანი, სამყაროს სახსნელად". გარდა ამისა ლახვარი გამოიყენება მაცხოვრის ფერდის სიმბოლური განგმირვის აღსასრულებლად, როდესაც წარმოითქმება სახარებისეული სიტყვები: "ერთმან მხედართაგანმან, ლახვრითა განაღო გვერდი მისი..." (იოანე 19:34).

ლახვარი
საზოგადო მსახურების დროს საზეიმოდ გამოიტანება საკურთხევლიდან, რითაც ხაზი ესმება დიდი შესვლის სიმბოლურ მნიშვნელობას, რადგან ეს არის უფალ იესუს ნებაყოფლობითი მსვლელობა ჯვრისკენ, გოლგოთისკენ.

დიდი შესვლის შემდეგ ლახვარი დაიდება საყდარზე (საკურთხეველზე). კოვზთან ერთად ის შეადგენს კანონიკური ატრიბუტების წყვილს. ისინი ორივენი დაიდებიან ჯვრის გვერდით. ეს სიმბოლო წარმოადგენს სახეს ქრისტეს ვნებებისა და საკურთხეველზე ანაფორის დასრულებამდე ნარჩუნდება.

დასასრულ, ლახვარი ყოველთვის გამოიყენება ქრისტეს ხორცის დასაყოფად, რათა ეზიარონ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები.

ლახვრით დაჭრის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ტარიგის დაყოფა ოთხ თანაბარ ნაწილად, რომელთაც შესაბამისად აწერიათ: ИC, XC, НI და KA
.


11. ლიტურგიკული ანტიფონებისა და ტროპარების უქონლობა

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში დასაწყისი ასამაღლებლისა და ორი მოკლე სამღვდლო ლოცვის წართქმის შემდეგ იწყება მცირე შესვლა. ამ დროს გათვალისწინებული არ არის არც ანტიფონების, არც ტროპარების და არც კონდაკების გალობა.
როგორც ცნობილია, პირველ საუკუნეში, ეს საგალობლები ჯერაც შედგენილი არ იყო (თუმცა დავითის ფსალმუნი, რომლებიც ანტიფონებში გამოიყენება, რა თქმა უნდა, ახალაღთქმისეულ ანაფორაზე უძველესია).

მაგრამ რის საფუძველზე უნდა ამოვიღოთ ლიტურგიიდან წეს-განგებითი ტროპარები? არ არის ლოგიკა იმაში, რომ სადღეღამისო მსახურების ისეთი ნაწილები, როგორიცაა მწუხრი და ცისკარი, შევასრულოთ წეს-განგების თანახმად, ხოლო ლიტურგია რატომღაც უნდა აღვასრულოთ ჩვეული ნორმებისგან გადახვევით. აქ აშკარა არათანმიმდევრულობა შეიმჩნევა.

აღვნიშნავთ, რომ გარდნერის მიერ იაკობის ლიტურგიის შესრულების დღეს, ტიპიკონის მიხედვით, უნდა აღსრულებულიყო (მაგრამ არ აღსრულდა) "ათანასეს ნეტარებანი, გალობა მე-3 და მე-4, ასევე კირილესი, გალობა მე-6 და მე-4", ასევე გამოტოვებულია წეს-განგებითი ტროპარები და კონდაკები.

ამ ფონზე განსაკუთრებულად უცნაურად და არათანმიმდევრულად გამოიყურება "სამოციქულო" ლიტურგიაში აშკარად გვიანდელი საგალობელი ტროპარი "მხოლოდშობილო ძეო".  გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ეკლესიის ლოცვითი სიმდიდრიდან მაინც ჩართულიყო რომელიღაც წესი, მაშინ როდესაც სხვა (არანაკლებ ღირებული!) წეს-განგებები ამოღებულია მისი მემკვიდრეობიდან.


12. ბარძიმში მდუღარების ჩასხმაზე უარის თქმა

მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში გათვალისწინებული არ არის ზიარების წინ ბარძიმში მდუღარების ჩასხმა.

ეკლესიაში საზოგადოდ მიღებული წეს-განგების მიხედვით, ბარძიმში ზიარების წინ უნდა ჩაისხას მდუღარე წყალი - მდუღარება. ეს წყალი იკურთხება და ბარძიმში ისხმება სიტყვებით: "მდუღარება წმიდისა სულისა".

ძნელია მტკიცება, იყო თუ არა ასეთი ჩვეულება წმიდა მოციქულთა დროს. მაგრამ საკმაოდ ძლიერი საფუძვლებია საჭირო იმისთვის, რათა გააუქმო ათასწლოვანი წეს-განგება. სხვათა შორის, გარდნერის წეს-განგებაში აღნიშნულია, რომ ზაკინთის კუნძულზე "ბარძიმში მდუღარება ისხმება" (იქვე. გვ. 92). ეს მოწმობს იმას, რომ საყოველთაოდ გავრცელებული მართლმადიდებლური ჩვეულება სურვილის შემთხვევაში შეიძლება დაცულ იქნას (და საჭიროც არის!) და მის უარყოფას არ გააჩნია არავითარი საფუძველი.


*  *  *


ამ ჩამოთვლილი განსხვავებებიდან ყოველი მათგანი წარმოადგენს არა უბრალოდ უარის თქმას რომელიღაც უმნიშვნელო დეტალზე, როგორც შეიძლება იყოს, მაგალითად, ისეთი ტექნიკური სიახლე, როგორიცაა ეკლესიაში ელექტროგაყვანილობის ან გაზის სანთებელას გამოყენება. ყველა ზემოთჩამოთვლილი და გარდნერის მიერ უარყოფილი გადმოცემა ერთი მღვდელმსახურების ორგანული ნაწილია, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით არის ჩამოყალიბებული. ყველა ლიტურგიკული ელემენტი გააზრებულია სიმბოლურად, გამოირჩევა დახვეწილობით და ფორმების სრულყოფილებით.

გადმოცმაზე უარის თქმა ქრისტიანს უძლურს ხდის გარეგან სულიერ ზემოქმედებებზე, რადგან მრავალი წეს-ჩვეულება დამტკიცებულია მართლმადიდებლური პრინციპების აღმსარებლობის გამო, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია მწვალებლურ ცრუსწავლებებს უპირისპირდება (მაგ.: დოკეტიზმს, მონოფიზიტობას, ხატმებრძოლეობას და სხვა). ჯვრების, ხატების, სიმბოლური მოქმედებების უარყოფას არავითარი გამართლება არ გააჩნია იმის შემდეგ, რაც ეკლესიამ, მორიგი დოგმატური დამახინჯებების საპასუხოდ დაამტკიცა ისინი.

საქებარია ძველი წერილობითი ძეგლების აკადემიური გამოცემების მომზადება, რომელსაც თან ახლავს სკურპულოზური მუშაობა მათ თარგმნაზე. მაგრამ გარდნერის წეს-განგება გვთავაზობს რაღაც სრულიად განსხვავებულს: "წინამდებარე გამოცემა, - ნათქვამია გარდნერის წეს-განგებაში, - წარმოადგენს არა სამეცნიერო-არქეოლოგიურ, არამედ ცოცხალი ლიტურგიკული წესის გამოცემას" (Божественная литургия святаго славнаго апостола Иакова брата Божия и перваго иерарха Иерусалимскаго. Перевод иеромонаха Филиппа (Гарднера). Иерусалим. 1937, с. III).

ამასთან მართლმადიდებლური ტრადიციის სიღრმისეული გახსნა კი არ ხდება, არამედ, პირიქით, მრავალი წეს-ჩვეულების სიმბოლური გაღარიბება, დიდი ლიტურგიკული სიმდიდრისგან განძარცვა, რომელი სიმდიდრეც ეკლესიას ათასწლეულების განმავლობაში დაუგროვებია.

გაგრძელება იქნება.

წმ. მოციქულ იაკობის ლიტურგია


V. Intercessio. "სამოციქულო" ლიტურგიის ეკლექტიკურობა

მოციქულ იაკობის ლიტურგიის მსახურების მომხრეთა მთავარი მამოძრავებელი მოტივი მდგომარეობს მისწრაფებაში ეზიარონ ძველ სამოციქულო ღვთისმსახურებას. სურვილი მოსაწონია. ამასთან უცნაურად გამოიყურება ის ვითრება, რომ ცალკეული არქაული ფორმების შენარჩუნების გვერდით ამ ლიტურგიის წეს-განგების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ უფრო გვიანდელი თხზულებების საკმაოდ ცნობილი ფრაგმენტები.

1. უფრო გვიან ნასესხები საგალობლები

ზოგიერთი საგალობელი, რომლებიც ჩართულია "მოციქულ იაკობის წეს-განგებაში", თავისი წარმომავლობით, უდავოდ, არ წარმოადგენენ თავდაპირველ სამოციქულო საგალობლებს. ეს, სხვათა შორის, კარგად ესმოდა თვით გარდნერსაც, რომელმაც შეადგინა "ცნობა" ამ ლიტურგიის შესახებ. კერძოდ, მასში ნათქვამია: "ჩვენმა წმიდა მამებმა დააწესეს გალობა იმ საგალობლებისაც, რომლებიც წმიდა მოციქულთა დროს არ არსებობდნენ, მაგალითად, როგორიცაა: "მხოლოდშობილო ძეო", ასევე "სარწმუნოების სიმბოლო" და სხვები"
.

1.1. "მხოლოდშობილო ძეო..."

მცირე შესვლა, რომელიც აღესრულება არქაულ ელემენტებთან ერთად, აღესრულება ტროპარის "მხოლოდშობილო ძეოს..." გალობით. ეს ჰიმნი, რა თქმა უნდა, ძველია, მაგრამ ის აშკარად არ განეკუთვნება მოციქულთა საუკუნეს და აშკარად არაიერუსალიმური (არამედ კონსტანტინოპოლური) წარმომავლობისაა.

სხვათა შორის, ტროპარის "მხოლოდშობილო ძეო..." გალობის დროს ბიზანტიურ ლიტურგიებზე შესვლა არ აღესრულება, რაც მის გადმოღებას და ჩართვას "იაკობის ლიტურგიაში" უაზროს ხდის.

1.2. "სამწმიდაო"

მოციქულ იაკობის წეს-განგებაში ჟღერს "სამწმიდაო გალობა". ეს გალობა ასევე არ იყო ცნობილი I საუკუნეში. როგორც ნეტ. სიმეონ თესალონიკელი აღნიშნავს, "ეს გალობა შედგენილია ძველი მამების" (Симеон Солунский, блаж. Разговор о святых священнодействиях и таинствах церковных. СПб.: Типография Королёва. 1856. გვ. 422), და არა მოციქულთა მიერ.

მოციქულთა დროებასთან უფრო ახლოს იქნებოდა "სამწმიდაოს" ნაცვლად რომ ეგალობათ სააღდგომო "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ" (იხ. გალატ. 3:27). ამას რეფორმატორები აშკარად ვერ მიხვდნენ.

1.3. სარწმუნოების სიმბოლო

უცნაურია, რომ "მოციქულთა" ლიტურგიაში ჩართულია ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, მაშინ როდესაც ზოგიერთი სხვა ლოცვები დაცულია არქაულ რედაქციაში. თანმიმდევრულნი რომ ვიყოთ, ლოგიკური იქნებოდა ჩაღრმავებოდნენ ძველ წეს-განგებებს, ეღიარებინათ ძველი, ნიკეის დრომდელი სარწმუნოების სიმბოლო, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი საკვირველთმოქმედის სარწმუნოების სიმბოლო.

მაგრამ, გარდნერმა ეს ვერ გაბედა. შესაძლოა იმიტომ, რომ ყოველი, ვინც გადაიხრება ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლოდან, გარდაუვალად მოექცევა არამართლმადიდებლის შირმის ქვეშ, ხოლო ასეთი პირდაპირ საყვედურზე მოდერნისტები ჯერ მზად არ არიან.

1.4. "დე, დუმდეს ყოველი ხორციელი..."

ეს საგალობელი აშკარად არასამოციქულო წარმომავლობისაა. მოციქულ იაკობის ლიტურგიის წეს-განგებაში ის მორიგი ნასესხები საგალობელია.


მართლმადიდებლური ტრადიცია მას უკავშირებს ბასილი დიდის ლიტურგიას, თანაც იმ ერთადერთ მსახურებას, რომელიც დიდ შაბათს ტარდება. ამ გულში ჩამწვდომი ჰიმნის შესრულება სხვა დღეებში არაფრით არის გამართლებული. ვნების შვიდეულის უნიკალური და განუმეორებელი საგალობელი გარდააქციეს არაფრით გამორჩეულ, ჩეულებრივ და ყოველდღიურ საგალობლად.

ეს სულაც არ ამშვენებს საეკლესიო ღვთისმსახურების მწყობრს, არამედ, პირიქით, შეაქვს მასში ქაოსი და უხეში ადამიანური თვითნებობა.

*  *  *

მითითებული ჰიმნოგრაფიული ჩანართები წარმოადგენენ საგალობელთა საკმაოდ დიდ მოცულობას, მელოდიურად დამუშავებულთ და თავისი შინაარსით გულის ამაჩუყებელთ, მაგრამ ისეთ ჩანართებს, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ წმიდა მოციქულ იაკობთან, და საერთოდ იერუსალიმის ტრადიციასთან. ამასთან ყველა ნასესხები ფრაგმენტი ძველია, საღვთისმეტყველო შინაარსით უზადოა და მლოცველებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. უბრალოდ საეჭვოა მათი შესაფერისობა "მოციქულ იაკობის ლიტურგიაზე", რაც ქმნის უცილობლივ სიყალბეს სამოციქულო მემკვიდრეობის აღქმაში.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню