ანტიერეტიკონი - გზამკვლევი. იეჰოვას მოწმეთა მხილება 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

გზამკვლევი

იეჰოვას მოწმეთა მხილება

იეღოვას მოწმეები

შინაარსი

როდის დამყარდა ქრისტეს უხილავი სუფევა?



1874 თუ 1914 წელი,ანუ როდის დამყარდა ქრისტეს უხილავი სუფევა?

"იეჰოვას მოწმეთათვის" ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა მოხდა 1914 წელს. რას წარმოადგენს ეს მოვლენა?

"1914 წელს იესუ აღზევებულ იქნა საყდარზე როგორც ღმრთის სასუფევლის მეფე" (Сторожевая Башня 1 Августа 2004 года с. 28).




სხვა თარიღია - 1919 წელი. "იეჰოვას მოწმეთა" თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, ეს წელი მათი სარწმუნოების ჭეშმარიტების დასტურია. რა მოხდა 1919 წელს? "მოწმეები" დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წელს, უკვე მეოთხე წელია, რაც სამეფო ღირსებაში აყვანილმა ქრისტემ ისინი ("იეჰოვას მოწმეები" - რედ.) დედამიწაზე ერთადერთ მართალ რელიგიად აღიარა!

"როდესაც საყდარზე ასულმა უფალმა ქრისტემ 1919 წელს მოინახულა თავისი სახლი, მან ჰპოვა ქრისტეანთა ჯგუფი, რომელსაც "დროული სულიერი საკვების" წყალობით, რომელსაც აძლევს მათ "საგუშაგო კოშკი" ("იეჰოვას მოწმეთა" ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო - რედ.), ლოიალურად მღვიძარებდნენ" (Сторожевая Башня 1 Мая 1985 года стр. 17)

მაგრამ, ნამდვილად "მღვიძარებდნენ" იმ დროს და ელოდნენ ისინი თავიანთი "ბატონის" დაბრუნებას? ალბათ ბევრმა "იეჰოველმა" არ იცის (ან ვერ აძლევს ანგარიშს საკუთარ თავს), რომ 1920-იანი წლების შუაწლებამდე მათი წინამორბედები, მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ 1874 წელს ქრისტე უხილავად უკვე მოვიდა.

"იეჰოვას მოწმეთა" ადრინდელი სწავლებით - 1874 წელი ქრისტეს უხილავი მოსვლის თარიღია.

ასე, მაგალითად, 1879 წლიდან, ბიბლიის საერთაშორისო მკვლევართა მთავარმა გამოცემამ, ჟურნალმა "საგუშაგო კოშკმა" მსოფლიოს "ქრისტეს მოსვლა" აუწყა. ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე "ბიბლიის მკვლევარები" (ასწე იწოდებოდნენ ისინი თავიანთი სექტის დასაბამიდან - რედ.) დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქრისტე 1874 წელს უკვე დაბრუნდა, და 1914 წელს ამის გაკეთებას სულაც არ აპირებდა, როგორც დღეს ფიქრობს ამას ზოგიერთი "მოწმე". მაგალითად, 1924 წლის 1 იანვრის "საგუშაგო კოშკში" დაბეჯითებით არის ნათქვამი: "ღმრთისადმი მიძღვნილ შვილებს ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეთ იმაში, რომ უფალი იესუ უხილავად მყოფობს 1874 წლიდან". ხოლო ცოტა ადრე, კერძოდ, 1921 წელს "ღმრთის არფა" ("იეჰოველთა" გამოცემა - რედ.) 179-ე გვერდზე იუწყებოდა: "თუ ვისარგებლებთ იმავე წესით, მივიღებთ, რომ 1335 დღე 539 წლის შემდეგ ქრისტეს შობიდან 1874 წლამდე მიგვიყვანს, როდესაც, ბიბლიური ჟამთა აღრიცხვის მიხედვით, უნდა დადგეს უფლის მეორედ მოსვლა ... მისი მყოფობა უკვე დაიწყო 1874 წლიდან".

ასევე, ორგანიზაციის ისტორიის თანამედროვე წიგნში "სასუფევლის მაუწყებელნი" ("Возвещатели Царства") 47-ე გვერდზე ვკითხულობთ: "ბარბორმა შეძლო დაერწმუნებინა რასელი, რომ ქრისტეს უხილავი მოსვლა დაიწყო 1874 წელს".



გაპარული წლები
...

ამრიგად, თუ დავუშვებთ, რომ ქრისტე სინამდვილეში მოვიდა 1914 წელს, მაშინ გამოდის, რომ "მოწმეები" ამ დროისთვის მის მოსვლას აშკარად არ ელოდნენ. 1879 წლიდან 1925 წლამდე პერიოდში, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი ე. წ. "უხილავი ყოფნა" 1874 წელს უკვე მოხდა, მაშასადამე "იეჰოვას მოწმეები", ისევე როგორც ყველა დანარჩენი, იმ პერიოდში ბნელში ისხდნენ და "სატანის ძალაუფლების ქვეშ" იმყოფებოდნენ, როგორც წერდა ამას "საგუშაგო კოშკი" 2009 წლის 15 მარტს (იხ. გვ. 16): "ადამიანთა უმეტესობა სატანის ძალაუფლების ქვეშაა და არც კი ფიქრობს მსოფლიო მოვლენათა მნიშვნელობაზე. მათ არ ესმით, რომ ქრისტე უკვე შევიდა თავის სამეფო ძალაუფლებაში. მაგრამ რადგან ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ინარჩუნებენ მღვიძარებას, მათ გასულ საუკუნეში შეიცნეს მომხდარი მოვლენის ნამდვილი მნიშვნელობა. 1925 წელს იეჰოვას მოწმეებმა შეიგნეს, რომ პირველი მსოფლიო ომი და მისი მომდევნო მოვლენები უდავო დასტურია იმისა, რომ ქრისტეს უხილავი გამეფება ცაში დაიწყო 1914 წელს" (Сторожевая Башня 15.3.2009. стр. 16).


"დროული საკვები"

მომდევნო მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია, - გახლავთ ის, თუ რითი ჰკვებავდა თავის მრევლს იეჰოველთა საზოგადოება იმ პერიოდში, "როდესაც (თითქოსდა) საყდარზე აყვანილმა ქრისტემ 1919 წელს თავისი სახლი მოინახულა, და ჰპოვა მორწმუნე ქრისტიანები, რომლებიც "დროული საკვების" წყალობით, რომელსაც მათ ჟურნალი "საგუშაგო კოშკი" აძლევს, ლოიალურად "მღვიძარებდა".

"როდესაც 1918 წელს ქრისტე მოვიდა, რათა შეემოწმებინა "მონა", მან ნახა, რომ ეს ცხებული ქრისტიანები ერთგულად ასრულებენ მის დავალებებს და ერთმანეს "დროულად ჰკვებავენ". აი რატომ დააყენა იესუმ, ბატონმა, სიხარულით "მონა", რათა მას "ყველასთვის" ეზრუნა" (Сторожевая Башня 15 Января 2008 г., с. 24).



იეჰოვას მოწმეები


აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, ისევე როგორც  ეს მანამდეც იყო, "მოწმეები" აქტიურად იყვნენ დაკავებულნი თავიანთი ცრუწინასწარმეტყველებების გავრცელებით!

"1918 წლიდან 1925 წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იეჰოველები გამოდიოდნენ სიტყვით "ახლა მცხოვრები მილიონები არ მოკვდებიან". ეს სიტყვა იქადაგებოდა 30-ზე მეტ ენაზე, და მასში ლაპარაკი იყო "დედამიწაზე მარადიული ცხოვრების სასოებაზე" (Сторожевая Башня 15 Августа 2009 года стр. 15).

დღეისთვის უკვე მრავალი "იეჰოვას მოწმე" გარკვეულია, რომ სიტყვა "დღეს მცოხვრები მილიონები აღარ მოკვდებიან" არსებითად წარმოადგენდა ორგანიზაციის წინასწარმეტყველებას, რომ 1925 წლისთვის მკვდრეთით აღდგებოდნენ ქრისტეანობამდელი მართლები და მიწიერი სამოთხე დადგებოდა. ასე, მაგალითად, 1918-1919 წელბში, როდესაც იესუ "ინსპექტირებდა" ყველა რელიგიას, მას ყველაზე მეტად მოეწონა, თუ როგორ აბითურებდა "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" ადამიანებს და გადაწყვიტა ეს ცრუწინასწარმეტყველნი დედამიწაზე თავის ერთადერთ წარმომადგენლად ეღიარებინა.  

უბრალოდ გასაკვირია, მაგრამ მომდევნო წლებში "საგუშაგო კოშკი" პრაქტიულად პირდაპირი ტექსტით წერს თავის ცრუ წინასწარმეტყველებებს სამყაროს აღსასრულის შესახებ და თანაც კადნიერად ირწმუნება, რომ ქრისტემ მხოლოდ ისინი აირჩია და მხოლოდ მათ უჭერს მხარს!

დასრულდა 1925 წელი, აღსასრული კი არ დადგა! 1870 წლებიდან, როდესაც იეჰოველთა მოძრაობა პირველად გაჩნდა და მათ ჯერ კიდევ "ბიბლიის მკვლევარები" ერქვათ, ისინი მუდმივად მეორედ მოსვლის თარიღის გაანგარიშებაზე იყვნენ განწყობილნი. სამყაროს აღსასრული მათ ჯერ იწინასწარმეტყველეს 1914 წლისთვის, შემდეგ - 1925 წლისთვის (Сторожевая Башня 1 Ноября 1993 года стр. 12)

მაშ, როდის დაიწყო ქრისტეს უხილავი მოსვლა 1874 წელს თუ 1914 წელს?

ცხაიდა, რომ ორივე ეს თარიღი, რომელიც თავის დროზე იქადაგეს "იეჰოვას მოწმეებმა", ერთნაირად ცრუა, ხოლო "ბიბლიური მტკიცებულებები" 1914 წლის სასარგებლოდ იმაზე მეტი დამაჯერებლობისა არ გახლავთ, ვიდრე 1874 წლის შესახებ წინასწარმეტყველება. მაშ, 1919 წელს ხომ არ აირჩია იესუმ ცრუწინასწარმეტყველ ჩარლზ რასელის 5 000 მიმდევარი, რათა თავისი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია გაეცხადებინა? - ცხადია, რომ ეს არის კიდევ ერთი სიბრიყვე და ცთომილება, რომელსაც ბიბლიის მიხედვით არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია. ხოლო თუ გადავხედავთ ორგანიზაციის იმდროინდელ ისტორიას, გაკვირვებას იწვევს "იეჰოვას მოწმეთა" ასეთი განცხადებები, რამეთუ ამ ორგანიზაციის ადრინდელი ისტორია ამ სექტის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცლებად ჩაიწერა.




1914 წლის გადაწერილი ისტორია


თავიანთ გვიანდელ ლიტერატურაში, იეჰოვას მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს გამეფებაზე და მის უხილავ მყოფობაზე; ასევე უკანასკნელი დღეების დასაწყისზე (1914 წელს), მათ შეიტყვეს 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე. მართალია, როგორც მათი ადრინდელი პუბლიკაციები აჩვენებს 1925 წლის ჩათვლით, "ბიბლიის მკვლევარები" (ანუ იეჰოვას მოწმეები) სულ სხვა თარიღს ასახლებდნენ დაბრუნებული ქრისტეს უხილავი მყოფობისთვის, მისი სამეფოსა და ბოლო დღეების დასაწყისისთვის.


"უხილავი მყოფობა"


აი, რას წერდნენ იეჰოვას მოწმეები "უხილავ მყოფობასა" და "სასუფევლის დაბადებაზე" 1970-80-იან წლებში.

"როგორც ადრე ითქვა, 1914 წელი მიანიშებს წარმართთა დროების აღსასრულზე და ზეციური სასუფევლის დაბადებაზე იესუ ქრისტეს მეთაურობით. მარტო წარმოიდგინეთ! უფალმა თავის ერს ეს ცოდნა დანიშნულ დროზე ადრე თითქმის ოთხი ათწლეულით ადრე მისცა!" (Ежегодник 1975 год. стр. 37).

"XIX საუკუნეში გამოჩნდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებსაც დიდმა ეკლესიებმა დაუდევრად უწოდეს "ადვენტისტები" ანუ "მილლენარისტები", რადგან ისინი მოელოდნენ ქრისტეს "მეორედ მოსვლას" და სწამდათ, რომ ქრისტე მალე გამეფდებოდა ათასი წლით. ამ ჯგუფებიდან მრავალი ელოდა, რომ ქრისტე დაბრუნდება მიწაზე, რათა დააფუძნოს თავისი ათასწლოვანი სასუფეველი"

ზოგიერთი მათგანი ქრისტეს მეორედ მოსვლას ანგარიშობდა 1835 წლისთვის (ირვინგიანელები ინგლისში), 1836 წელს (ბენგელის მიმდევრები გერმანიაში), 1843 წელს (მილერის მიმდევრები აშშ-ში) ან 1889 წელს (მენონიტების ჯგუფი რუსეთში). როდესაც ეს წინასწარმეტყველებანი ცრუ აღმოჩნდა, მაშინ "დაწესებული ქრისტიანული ეკლესიები", რა თქმა უნდა, ზეიმობდნენ და ხარობდნენ.

ე. წ. "ერეტიკულ ჯგუფებს", რომლებიც XIX ს.-ის ბოლო მესამედში ქრისტეს მოსვლის ნიშანს ელოდნენ, განეკუთვნებოდნენ ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფიც პიტსბურგში (აშშ), რომელსაც მეთაურობდა ჩარლზ რასელი. რასელმა და მასთან გაერთიანებულმა ადამიანებმა მალევე გაიგეს, რომ ქრისტეს მყოფობა იქნება უხილავი. ისინი გამოეყვნენ სხვა დანარჩენ ჯგუფებს და 1879 წელს დაიწყეს სულიერი საკვების გამოქვეყნება ჟურნალში Zion
s Watch Tower and Herald of Cbrists Presence (სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მყოფობის მახარობელი). მასში, ბიბლიაზე დაყრდნობით, გამოცემის პირველივე წელს მითითებული იყო 1914 წელი, როგორც ეპოქალური წელი ბიბლიური ქრონოლოგიისთვის. ამიტომაც, 1914 წელს, როდესაც დაიწყო ქრისტეს უხილავი მყოფობა, ეს ქრისტიანები ბედნიერ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რადგან იყვნენ მღვიძარებაში" (Сторожевая Башня 1.5.1985.стр.14).

როდესაც ამ მეტ-ნაკლებად თანამედროვე პუბლიკაციებს კითხულობ, შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ იეჰოვას მოწმეები თავიდანვე (ათწლეულებით ადრე) უთითებდნენ 1914 წელზე, როგორც დროზე, როდესაც დაიწყებოდა "ქრისტეს უხილავი მყოფობა". მაგრამ, შეადარეთ ეს იმას, თუ რა იყო ამის შესახებ ნათქვამი 1920-იან წლებში:

"ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლისკენაც არის მიმართული წინასწარმეტყველებანი და რომელსაც უმზერდა ყველა მოციქული, უფლის მეორედ მოსვლაა. წინასწარმეტყველი მას კურთხეულ ჟამს უწოდებს. დანიელი ამბობს: "ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს!" (დანიელი 12:12).

დამკვირვებლები მოცემულ შემთხვევაში უდავოდ არიან ისინი, ვინც დამოძღვრილია უფლის მიერ თვალყური ადევნოს მის დაბრუნებას. ამიტომაც, ეს თარიღი, რომელიც გასაგებია, დაადგენდა უფლის მეორედ მოსვლისთვის საჭირო დროს. ვსარგებლობთ რა იმავე წესით (?)წელიწადამდე დღის გაგებასთან დაკავშირებით (?)
(რუსულშია: "Пользуясь тем же правилом относительно понятия день за год"), ჩვენ მივიღებთ, რომ 1335 დღეს ქრ. შობიდან 539 წლის შემდეგ მივყავართ 1874 წელთან, რომელ დროსა, ბიბლიური ჟამთაღრიცხვის თანახმად, უნდა დადგეს უფლის მეორედ მოსვლა. ბუნებრივი იქნებოდა მოლოდინი იმსა, რომ ის იმყოფებს გარკვეული დროის განმავლობაში მანამ, სანამ საკუთარ ხელში აიღებს ძალაუფლების დიად სიმძლავრეს. მისი მყოფობა დაიწყო 1874 წელს, თანაც 1878 წლიდან ის მუშაობდა სამკალის აღების საკითხებზე (რუსულშია: "Он работал по сбору жатвы") და არ ერეოდა წარმართთა მმართველობის საქმეებში იმ მომენტამდე, როდესაც ის უნდა დამთავრებულიყო" ("Арфа Божья" 1921 год. стр. 179).

"ბიბლიური წინასწარმეტყველება აჩვენებს, რომ უფალი ხელმეორედ უნდა გამოჩნდეს 1874 წელს. აღსრულებული წინასწარმეტყელება, ყოველგვარ ეჭვგარეშე აჩვენებს, რომ ის გამოჩნდა 1874 წელს. აღსრულებულ წინასწარმეტყველებაზე უთითებენ ფიზიკური ფაქტები და ეს ფაქტები სრულიად უდავოა. რადგან (ქრისტე) უკვე მყოფობს 1874 წლიდან, ფაქტებიდან გამომდინარეობს, რომ პერიოდი მოყოლებული 1874 წლიდან 1914 წლამდე წარმოადგენს მომზადების დღეს. ეს არანარიად არ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ "აღსასრულის ჟამი" ხდებოდა 1799 წლიდან 1914 წლამდე. 1874 წლიდან დიდების მეფე მყოფობს; და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა მკა და თავისთვის შეკრიბა ტაძრის თავთავები" (Конгресс Сидар-Пойнт штат Огайо 1922 год).

"არ არსებობს არავითარი ეჭვი ღმერთს მიძღვნილ შვილთა ცნობიერებაში, რომ უფალი იესუ მყოფობს 1874 წლიდან" (Сторожевая Башня 1 Января 1924 года стр 5).

ამრიგად, გამოდის, რომ 1920 წლის ჩათვლით, "ბიბლიის მკვლევარების" სწავლებით ქრისტეს მყოფობა დაიწყო არა 1914, არამედ 1874 წელს. ამიტომაც, ორგანიზაციის ისტორიის უფრო გვიანდელი ვერსია აშკარად ყალბია და არ შეეფერება სინამდვილეს.


როდის დაიწყო ქრისტემ მმართველობა?

ჭეშმარიტი ქრისტიანები დღეს იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორშიც იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. იმ დღეთა იეჰოვას მსახურთ წინასწარმეტყველებათა მეშვეობით შეეძლოთ განესაზღვრათ მესიის მოსვლის ჟამი. იგივე წინასწარმეტყველება წინასწარგვაუწყებდა იერუსალიმის დანგრევას, მაგრამ მასში არ იყო არაფერი, რაც შესაძლებლობას მისცემდა ქრისტიანებს ადრევე გაეგოთ, თუ როდის იქნება ის დანგრეული. მსგავსადვე, ღმრთითშთაგონებულმა წინასწარმეტყველებამ XIX ს.-ის ბიბლიის ჭეშმარიტი მკვლევარები მოლოდინის მდგომარეობაში მოიყვანა. დაუკავშირეს რა ერთმანეთს "შვიდი ჟამი" დანიელის 4:22-დან "წარმართთა დროებას", მათ შეიგნეს, რომ ქრისტე სამეფო ძალაუფლებას მიიღებს 1914 წელს" (Сторожевая Башня 15 Сентября 1998 стр. 15).

აქ "საგუშაგო კოშკი" გვიხატავს შემდეგ სურათს: პირველქრისტეანთა მსგავსადო, რომლებმაც მესიის მოსვლა გაიანგარიშესო ჩვ. წ. 29-ე წელს, ადრინდელმა იეჰოვას მოწმეებმა შეიგნესო, რომ ქრისტე "გამეფდებოდა" 1914 წელს, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, თუ როდის დადგებოდა "აღსასრული" (70 г.н.э. / Армагеддон в наше время).

ახლა კი მოდი, ეს ისტორია შევადაროთ იმას, რისიც სინამდვილეში სწამდათ რასელს და მის მიმდევრებს:

"ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იუდაური მკის ვადები და სახარებისეული ერა ერთმანეთს შეეფერებიან არა მარტო თავისი დასაწყისით, არამედ ხანგრძლივობითაც; ებრაული დროის მკა გრძელდებოდა მთელი 40 წელი იესუს ცხებიდან (მკის დასაწყისი იყო - ჩვ. წ. 30-ე წელი) ვიდრე ჩვ. წ. 70-ე წელს იერუსალიმის დანგრევამდე. ასევე ჩვენი მკა, რომელიც დაიწყო 1874 წელს, დასრულდება "რისხვის დღით" და "წარმართთა დროის" დასასრულით, 1914 წელს, რაც ანალოგიურია და შეეფარდება 40 წელს. იუდაური მკის პირველი 7 წელი განსაკუთრებულად ეძღვნებოდა "მომწიფებული ხორბლის" მოსავლის აღებას იმდროინდელი ეკლესიიდან: 3,5 წელი ის მათთან იყო, ვითარც სიძე, ხოლო მომდევნო 3,5 წელი, როდესც ის მათთან მოვიდა როგორც მეფე შევიდა კიდეც თავის დიდებაში.

ეს ყველაფერი ხდებოდა მისი ხელმძღვანელობითა და მეთაურობით. როგორც იოანე ამბობდა, მან განწმინდა თავისი კალო, შეკრიბა ხორბალი თავის ბეღელში, ხოლო ბზა დაწვა. ამრიგად, აქ სრულდება პარალელი: ჩვენ ვხედავთ, რომ სჯულმა და წინასწარმეტყველებმა გამოაცხადეს მისი მყოფობა "ბიბლიური ციკლების" დასრულების დროს 1874 წელს, რომ მაშინ დაიწყო მკა და პატარძლის დაბინავება უსაფრთხო ადგილას დაიკავებს შვიდ წელს და დასრულდება 1881 წელს. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ახლა მყოფობს იმ აზრით, რომ მან დაიწყო თავისი დიადი ძალაუფლების მიღება და მმართველობა. ეს სამუშაო იწყება "ხორბლისა და ბზის" განცალკევებით ცოცხალ ეკლესიაში და იქიდან, რომ ყველა დროის მთელი "ხორბალი" მიუერთდება მის ძალაუფლებას მისავე სასუფეველში. "მძლეველს დავისვამ ჩემს გვერდით ჩემს ტახტზე" და მივცემ "ძალაუფლებას ხალხებზე" მანამ, სანამ ყოველივე მას არ დაემორჩილება. სწორად გვეჩვენება ისისც, რომ ეს მუშაობა უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ის აიყვანს თავისი პატარძალს და ორნი ერთი გახდებიან" (Сторожевой башне Январь 1881 года стр. 175).

"1878 წელი მკაფიოდ არის აღნიშნული დროში, როდესაც მეფეთა მეფემ აიღო თავისი კანონიერი ძალაუფლება როგორც სჯულიერმა და უხილავმა მმართველმა"... "იესუს ცხება ქრ. შ.-დან 29-ე წლის შემოდგომაზე შეესაბამება მის უხილავ მყოფობას 1874 წლიდან. მაშინ შევიდა ის იერუსალიმში როგორც მეფე გაზაფხულის 33-ე წელს ქრ. შობიდან, და ეს აჩვენებს, თუ როგორ აიღო იესუმ ძალაუფლება საკუთარ თავზე 1878 წელს, როგორც ზეციურმა მეფემ ("Время близко" 1902. стр. 239, 632).

ამრიგად, ორგანიზაცია კვლავ ტყუის, და ლაპარაკია არა უბრალოდ "ბიბლიის მკვლევართა" შეცდომაზე, რომლებიც ასწავლიდნენ რომ ქრისტე 1878 წელს უკვე გამეფდა, არამედ თავიანთივე ისტორიის დაფარვით, ფალსიფიცირებითა და გადაწერით, როდესაც უფრო გვიანდელ პუბლიკაციებში ნათქვამი იყო, რომ თითქოსდა იეჰოვას მოწმეებს სწამდათ იმისა, რისიც მათ სინამდვილეში არ სწამდათ.


როდის დაიწყო "უკანასკნელი დღეები"


"იეჰოვას მოწმეებმა ათწლეულებით ადრე მიუთითეს 1914 წელზე, რომელიც არის "დროთა აღსასრულის" წელიწადი" (Пробудитесь 8 Мая 1973 года. стр. 8).

ახლა კი შეადარეთ ეს იმას, რაც დაწერილი იყო ბროშურაში "ღმრთის არფა" ("Арфа Божия" ) 1921 წელს (გვ. 168), რომლის თანახმადაც "დროის აღსასრული" იეჰოვას მოწმეებისთვის იყო არა 1914, არამედ 1799 წელი:

"ღმრთის ნებით დანიელმა დეტალურად ჩაწერა, რაც მოხდება, როდესაც დაიწყება "დროის აღსასრული". "ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის. იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში; მრავალი მხარე დაეცემა" (Даниила 11:40,41).

ამ წინასწარმეტყველების აღსრულება აწესებს "დროთა აღსასრულის" დასაწყისს, რადგან წინასწარმეტყველება მკაფიოდ მეტყველებს ამის შესახებ. ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარების საომარი კამპანია აშკარად წარმოგვიჩენს ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას, რაზეც მკაფიოდ მეტყველებენ ამ კამპანიასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები.

წინასწარმეტყველებაში ნახსენები "სამხრეთის მეფე" განეკუთვნება ეგვიპტეს. "ჩრდილოეთის მეფე" ნიშნავს დიდ ბრიტანეთს, რომელიც მაშინ რომის იმპერიის განუყოფელი ნაწილი იყო. ნაპოლეონი ეგვიპტეში იყო და იქ ებრძოდა ეგვიპტის ჯარებს რომელთაც მურატ ბეი ხელმძღვანელობდა და დაამარცხა ისინი. მისმა გამარჯვებამ შიშის ზარი დასცა არა მარტო ეგვიპტელებს, არამედ მეზობელ ხალხებსაც. აზია და აფრიკა დიდ დამპყრობელს დაემორჩილნენ. ნაპოლეონმა ეს ეგვიპტური კამპანია დაიწყო 1798 წელს, დაამთავრა იგი და საფრანგეთში დაბრუნდა 1799 წლის 1 ოქტომბერს. ეს კამპანია მოკლედ, მაგრამ საკმაოდ ზუსტად არის აღწერილი დანიელის წინასწარმეტყველების 11:40-44 მუხლებში. მისი დამთავრება 1799 წელს ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველის უტყუარი სიტყვებით, მაშინ დაიწყო "დროის დასასრული" ("Арфа Божья" 1921 г. стр. 168).

წყარო: jw-org.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню