ანტიერეტიკონი - არმაგედონის მოლოდინში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

არმაგედონის მოლოდინში

ანუ

რისთვის ამზადებენ იეღოვას მოწმეები თავიანთ ადეპტებს

იეღოვას მოწმეები

როგორ ზნეობრივ იდეალებს სთავაზობენ იეღოვას მოწმეთა სექტის რიგით წევრებს მისაბაძად? რისთვის ამზადებენ იეღოვას მოწმეებს?

აი, რას ვკითხულობთ იეღოვას მოწმეთა ბეჭდვითი ორგანოს, "საგუშაგო კოშკის" 2011 წლის 15 ნოემბრის ნომერში სათაურით: "იეჰუ - დამცველი ჭეშმარიტი თაყვანისცემისა" ("Ииуй - поборник чистого поклонения". Сторожевая башня от 15.11.2011, стр. 3-5. ამ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.jw.org/index.html?option=QBJrYBNQF ჟურნალის ნომრების თარგმანები სხვადასხვა ენაზე შეგიძლიათ დააყენოთ საიტზევე).

სტატია შედგება რამოდენიმე განყოფილებისგან და მასში მოთხრობილია ისრაელის ხელისუფლების შეცვლაზე, როდესაც ღმერთმა იეჰუს წინამძღოლობით დაამხო იმ დროს მმართველი დინასტია, რომლებიც გადაიხარნენ იაჰვეს ჭეშმარიტი თაყვანისცემისგან და კერპთაყვანისმცემლებად მიიქცნენ.

სტატიის ყოველი განყოფილება მთავრდება განსაზღვრული დასკვნითა და მოწოდებით მიჰბაძონ იეჰუს, რომლის აზრი იქვე ითქვიფება სიტყვებში, რომელიც ეხება სრულიად სხვა თემას. მოკლედ, ჯერ აზრს შემოაგდებენ, შემდეგ კი მკითხველი სხვა თემაზე გადაჰყავთ და გონებას ურევენ...


***


თავიდან სტატია იწყება იმის თხრობით თუ როგორ აირჩია იეჰუ ღმერთმა ისრაელის ახალ მმართველად და როგორ დაამხო მან იეჰოვას მოწოდებით კერპთაყვანისმცემელი მმართველობა. შემდეგ კი ვკითხულობთ: "მართალია, აზრი ძალადობაზე ზიზღს იწვევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განაჩენი იეჰოვამ თავისი ერთული მსახურების ხელით აღასრულა. ბიბლიაში ნათქვამია: "ჩამოვიდა ოქოზია, იორამის ძე, იუდას მეფე, იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. ღვთისგან იყო ოქოზიას დაღუპვა იორამთან მისვლით" (2 პარ. 22:5-6 - რედ.) (გვ. 4).

სტატიის ეს განყოფილება მთავრდება ბუნდოვანი მსჯელობებით, ალთათი და ბალთათი, თითქოსდა ეს ნიშნავს, რომ იეღოვას მოწმეებმა თავი უნდა აარიდონ თავიანთი საკრებულოდან მოკვეთილებს. თუმცა იეჰუ, პირიქით, მათ კი არ განერიდა, არამედ ბრძოლით წავიდა მათ წინააღმდეგ...

სტატიის შემდეგი განყოფილება: "იეჰუ ეწინააღმდეგებოდა იეღოვასადმი ყოველგვარ დაუმორჩილებლობას".

აქ მოთხრობილია როგორ დასაჯა იეჰუმ ბაალის თაყვანისმცემლები უკეთური დინასტიის დამხობის შემდეგ, კერძოდ, როგორი მოხერხებით შეიტყუა ისინი ვითომცდა ბაალის თაყვანსაცემად (4 მეფ. 10: 15-17, 19) და გამოაცხადა თითქოსდა სურდა თაყვანი ეცა ბაალისთვის (4 მეფ. 10:18-19). ერთი ბიბლეისტი შენიშნავს: "აქ იეჰუ სიტყვებით თამაშობს, რადგან ამ სიტყვებში, როგორც წესი, იგულისხმება "მსხვერპლი", ის კი შესაძლოა აღნიშნავდეს განდგომილთა დასჯასაც" (გვ. 5).

სტატიის ეს განყოფილება მთავრდება დასკვნით: "უეჭველად, შენ გესმის, რომ დღეს ქრისტეანთაგან არცთუ იშვიათად ითხოვენ ისეთი თვისებების გამოვლინებას, როგორიც იეჰუს ჰქონდა" (გვ. 5).

შემდეგ ეს სიტყვები გაბუნდოვანებულია მსჯელობით იმის შესახებ, თითქოსდა აქ ნაგულისხმევი იყოს იეღოვას მოწმეთა სურვილი ეწინააღმდეგონ რაღაც საცთურებს. თუმცა, მანამდე იეჰუს არანაირ საცთურებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, იეღოვას მოწმეები, იეჰუს მსგავსად, "დაუყოვნებლივ, მტკიცედ და გადაჭრით უნდა ეწინააღმდეგონ საცთურთ. როდესაც ლაპარაკი მიდის ღმრთისადმი ჩვენს ერთგულებაზე, იეღოვას მიმართ არანაირ წინააღმდეგობას არ მოვითმენთ" (გვ. 5).

მაშ, რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან?

როგორც ჩანს, "საგუშაგო კოშკის" მესვეურებს მოყირჭდათ ოფიციალური არაღიარება იმ "სატანური" ხელისუფლებებისგან, რომლებიც მათ გასაქანს არ აძლევენ და უკრძალავენ კანონების დარღვევას. და "ერთგული და კეთილგონიერი მონა" (ასე უწოდებენ იეღოვას მოწმეები საკუთარ ლიდერს - რედ.) ნელ -ნელა უხსნის თავის ადეპტებს უდიდეს ჭეშმარიტებას იმის შესახებ თუ როგორია იეღოვას ნება ამგვარი "კერპთაყვანისმცემლებისა" და განდგომილების მიმართ ("საგუშაგო კოშკის" სწავლებით ამ კატეგორიაშია ყველა, ვინც მათი სექტის წევრი არ არის - რედ.).

აი, როგორია მისი ნება - წაიკითხეთ!

და ვისი მეშვეობით მოქმედებს იეღოვა, როდესაც თავის განკარგულებებს ასრულებს? დიახ, თავისი ჭეშმარიტი მსახურების მიერ!

და ვინ არიან ჩვენში "იეღოვას ჭეშმარიტი მსახურები"? - სწორია! იეღოვას მოწმეები!

სტატიაში ცხადად ჩანს "საგუშაგო კოშკის" ადეპტების იდეოლოგიური მზადყოფნა "არმაგედონული" მოქმედებების დასაწყებად ჯიუტი "განდგომილების" წინააღმდეგ. რიგით იეღოველთა იდეოლოგიური მომზადება უკვე დაწყებულია.

ჩუმად და ფრთხილად მიმდინარეობს იეღოველთა ცნობიერების ჩარეცხვა. მათ ცნობიერებას "ჰკვებავენ" ბიბლიის არასწორად ინტერპრეტირებული მაგალითებით, უსახავენ მათ მისაბაძ მაგალითებად, მათ ცნობიერებაში უშვებენ კონკრეტულ პროგრამულ აზრს, ხოლო შესანიღბად მსწრაფლვე აბუნდოვანებენ, რათა გარეშენი ვერ მიხვდნენ ნათქვამის ნამდვილ დანიშნულებას.

შემთხვევითი არ არის ის, რომ მსგავსი მოწოდებები გაისმოდა "საგუშაგო კოშკის" სხვა გამოცემებიდანაც.

1) "ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი სისტემის უღელქვეშ, იმ სისტემისა, რომელიც ძალიან მალე ფერფლად და მტვრად გადაიქცევა. ყოველი ძალით უნდა ვეწინააღმდეგოთ მას..."

2) ღმერთი "გააუქმებს ამჟამინდელ მთავრობებს, რათა გზა გაუკვალოს თავის სამართლიან მთავრობას, რომელიც მთელს დედამიწაზე გაბატონდება".

3) "საღმრთო ომი გზას გაუკვალავს ახალ, სამართლიან სისტემას".

4) "იმის შემდეგ, რაც ჩამოიშორებს ყველა სხვა მთავრობას, ღმრთის მთავრობა დააკმაყოფილებს ადამიანთა ყოველგვარ მოთხოვნილებას".

როგორც ამ ციტატებიდან ჩანს, "მთავრობა" და "სისტემა" - სინონიმებია.

ბოროტი სისტემა = ამჟამინდელი ხელისუფლება;

სამართლიანი ახალი სისტემა = ღმრთის სამართლიანი მთავრობა.

მაშინ, № 1 ციტატა (რომ ამ ბოროტ სისტემას ყოველი ძალით უნდა ებრძოლონ) ისე უნდა გავიგოთ, რომ ყოველი ძალისხმევით უნდა ებრძოლონ ნებისმიერ მთავრობას...

* * *


იეღოვას მოწეები ამბობენ, რომ მათ ეკრძალებათ მკვლელობა, და ამის მომიზეზებით უარს ამბობენ თვით ალტერნატიულ სამხედრო სამსახურზეც კი. მცნებაში: "არა კაც ჰკლა" მათ თურმე აკრძალული აქვთ ნებისმიერი შეხება სამხედრო თემატიკასთან.

მაგრამ, ნამდვილად ასეა თუ არა ეს? მოდი ვნახოთ.

იეღოველთა ლიტერატურა (განსაკუთრებით "საგუშაგო კოშკი") ამის საპირისპირო მტკიცებულების დასტურია, ანუ ამ წყაროებზე დაყრდნობით აშკარავდება, რომ იეღოვას მოწმეებს სულაც არ ეკრძალებათ ადამიანის მოკვლა. რადგან მათი სწავლების მიხედვით როდესაც არმაგედონი დადგება, იეღოველები დაიწყებენ ყველას განადგურებას, ვინც მათი ორგანიზაციის წევრ არ აღმოჩნდება...


განვიხილოთ ამის დამადასტურებელი მაგალითები იეღოვას მოწმეთა ლიტერატურიდან.


1) "იმის შემდეგ, რაც დედამიწაზე გამძვინვარდნენ ომები, შიმშილი და სნეულებანი, 144 000 წმიდა, რომელიც წარსდგა უფლის საყდრის წინაშე, აღსდგა ზეციური ცხოვრებისთვის და სიმბოლური, თეთრი სამოსით შეიმოსა. ამ ახალაღმდგარმა რჩეულებმა უნდა "დაისვენონ". ისინი მოთმინებით უნდა ელოდონ საღმრთო შურისძიებას.

მაგრამ, მათმა ძმებმა, "თანამონებმა", - ცხებულმა ქრისტეანებმა (ანუ რჩეულებმა), რომლებიც ჯერაც დედამიწაზე რჩებიან, - ჯერაც განსაცდელებში უნდა დაამტკიცონ თავიანთი უბიწოება. როდესაც ღმრთის მსჯავრის დღე მოვა, მათი "დასვენება" დასრულდება (იხ. გამოცხ. 7:3). მაშინ მკვდრეთით აღმდგარნი უფალ იესუსთან ერთად გაანადგურებენ უკეთურებს, მათ შორის მათაც, ვინც უდანაშაულო ქრისტეანთა სისხლს ღვრიდა (2 თესალონიკ. 1:7:1-10)" (იხ. Сторожевая башня, 01.01.2007, стр. 29-30, абзацы 16-17).

2) "ამის შემდეგ იესუ შთამაგონებელი სიტყვებით მიმართავს თიატირის ეკლესიის ქრისტეანებს და ძალას აძლევს დღევანდელ ცხებულ-ქრისტეანთ: "ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას; რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან" (გამოცხ. 2:26-27).

ხედავთ, როგორი "პატივი" ებოძა ამ "ქრისტეანებს"?! "ძალაუფლება", რომელსაც ისინი მიიღებენ მძლეველი-ცხებულები აღდგომის შემდეგ, იმაში მდგომარეობს, რომ არმაგედონის დროს ისინი იესუსთან ერთად "რკინის კვერთხით" დაიწყებენ დაუმორჩილებელი ხალხების განადგურებას! ("Апогей Откровения", 2002 г., стр. 53 , гл.10, абзац 18).

ამ ციტატების სინამდვილე შეგიძლიათ შეამოწმოთ თვით იეღოვას მოწმეთა პროგრამებში, მაგალითად "Watchtower Library 2008", რომლის გადმოწერა ინტერნეტიდან ადვილია.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ მათ სწავლებაში, რომელიც კრძალავს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურსაც კი, რჩეულები "დაუმორჩილებელთა" განადგურებას მიჰყვებიან? - იეღოველები პასუხობენ: "მაშ რა უნდა უყონ ამ დაუმორჩილებელ ხალხებს? რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ მათი განდგომილება?"

როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია!

დავფიქრდეთ, რამდენად "უწყინარია" ეს ორგანიზაცია. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ "საგუშაგო კოშკის" სწავლება გამუდმებით იცვლება, რასაც ისინი "ახალი ნათლის მორიგ გადმოღვრად" მიიჩნევენ და აღმოჩნდება, რომ ერთხელაც იეღოვას მოწმეთა სექტის რიგით წევრს მისცემენ ისეთ განკარგულებას, რაც მანამდე აკრძალული ჰქონდათ.

მაგალითდ, უეცრად "გადმოღვრილი ახალი ნათელი" იეღოველებს ეტყვის: "ძმებო, აჰა, არმაგედონის დღეს მოგვიახლოვდა. ისმინეთ იეღოვას ნება, რათა დავეხმაროთ რჩეულთ იბრძოლონ სატანისა და მისი მსახურების წინააღმდეგ..."

და გჯეროდეთ, იეღოვას მოწმეთა სექტის რიგითი ადეპტები უსიტყვოდ და მორჩილად დაექვემდებარებიან თავიანთი მმართველი წრეების ამ განკარგულებას და მას თვით იეღოვას მოწოდებად ჩათვლიან. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იეღოვას მოწმეებს, არმაგედონზე დაღუპვის შიშით, აკრძალული აქვთ "უმაღლესი და კეთილგონიერი მონების" სიტყვების არა თუ კრიტიკა, არამედ უმცირესში დაეჭვებაც კი.

მაშ, როგორც მოიქცევიან რიგითი იეღოველები, თუ მათი "არმაგედონის" დროს "უმაღლესი და კეთილგონიერი მონა" უბრძანებს მათ - უკეთურთა განადგურებაში დაეხმარონ იეღოვას მოწმეთა რჩეულებს? დაეჭვდებიან კი ისინი "იეღოვას მოწოდების" სინამდვილეში???

2) ამრიგად, თუკი იმაში ვრწმუნდებით, რომ იეღოვას მოწმეებს ადამიანთა მკვლელობა (ომში მონაწილეობის გზით) დროებით ("არმაგედონამდე")ეკრძალებათ, იქნებ გვმართებს დაფიქრება იმაზეც, რატომ კრძალავენ ისინი სამშობლოს დაცვას და თვით ალტერნატიულ სამხედრო სამსახურსაც კი.

როდესაც ამაზე იფიქრებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მათი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაბრძანებულია ნიუ-იორკში, მშვიდობისმოყვარე აშშ-ში, საიდანაც იეღოველები გვიქადაგებენ მოახლოებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას და დედამიწაზე მთავრობის შეცვლას (გაიხსენეთ იეჰუს მაგალითი ბიბლიიდან იეღოვური ინტერპრეტაციით) და "იეღოვას, ახალი მთავრობის" დამყარებას.

იმედი გვაქვს, ყველას კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება?!

ხოლო ვინც არ იცის, ან არ ესმის, გაეცნოს ინფორმაციას გლობალიზაციისა და სიონიზმის შესახებ და წაიკითხოს წმიდა მამათა სწავლება ანტიქრისტეს შესახებ.

ამრიგად, დავსვათ შეკითხვა: რატომ ეკრძალებათ იეღოველებს თავიანთი თანამოქალაქეების, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების დაცვა დამპყრობელთა შემოსევის პირობებში? რატომ კრძალავენ ისინი სამშობლოსადმი თუნდაც ისეთ უწყინარ მსახურებას, როგორიც ალერნატიული სამხედრო სამსახურია, სადაც რამენაირი მკვლელობა გამორიცხულია?

დაფიქრდით...

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню