ანტიქრისტე - თალმუდისტები ანტიქრისტეს მოსვლას ელიან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

თალმუდისტები ანტიქრისტეს მოსვლას ელიან

ანტიქრისტე

2016 წლის აპრილის თვეში, ებრაელთა პასექის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, რაბინი შალომ ბერგერი, ებრაელ-ხასიდ-ორთოდოქსთა სულიერი ლიდერი (Mishkoltz), ეწვია ამ თაობის ერთ-ერთ წამყვან რაბინ ხაიმ კანევსკის. შეხვედრას მრავალი ადამიანი ესწრეობოდა, რათა თორას ამ ორი დიდი მცოდნის სასიკეთო შეხვედრის მოწმენი ყოფილიყვნენ.



რაბი ხაიმ კანევსკი


რაბინმა ბერგერმა რაბი კანევსკისთვის საჩუქრად თალმუდის თავისი ასლი მიუტანა, რომელმაც შეისწავლა რამოდენიმე გვერდი და მას ამ სახის უფრო მეტი წიგნის დაწერა შესთავაზა.

შემდეგ რაბი ბერგერმა ჰკითხა რაბი კანევსკის, მართალია თუ არა, რომ ეს წელი განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშიაყის მოსასვლელად. რაბი კანევსკიმ უყოყმანოდ უპასუხა: "მეშვიდე პერიოდი (კურთხევისა) ჯერ არ დასრულებულა: "მეშვიდე პერიოდის დასრულების შემდეგ მოვა ძე დავითისა"
("დავითის ძეში" თანამედროვე რაბინებნი გულისხმობენ თავიანთ მაშიაყს, ანუ ანტიქრისტეს - "აპოკ". რედ.) (ბაბილონური თალმუდი - Megilah 17:22).

იმ ნიშნების მიხედვით, რომელიც გემარაშია ჩაწერილი
("გემარა" - მიშნას რაბინული კომენტარები - "აპოკ". რედ.), მესია უკვე უნდა მოვიდეს" (ფოტოს ქვემოთ მითითებულ ლინკზე იხ. ამ დიალოგის ინგლისური ტექსტი).



http://www.israeltoday.co.il/NewsItem/tabid/178/nid/29073/Default.aspx




 
http://www.breakingisraelnews.com/66476/two-major-rabbis-agree-impending-messiah-bringing-christians-muslims-israel/#uEiJC9WvTDgVlArG.97



http://www.breakingisraelnews.com/69821/rabbi-kanievsky-consoles-grieving-father-messiah-already/#5SMevVYdR5OWlgfj.97


რაბი იოსებმა თქვა: "მიიჩნევა, რომ რაბი კანევსკი უმაღლეს სულიერ დონეზე იმყოფება, რომელიც წინასწარმეტყველურს უახლოვდება, რასაც ებრაელი მეცნიერები რუახ ხა-კოდეშს (წმიდა სულს) უწოდებენ. ის ამ წელს მესიის შესახებ ისე ლაპარაკობდა, როგორც ეს ადრე არასოდეს გაუკეთებია

შემდეგ რაბი ბერგერმა რაბი კანევსკის ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მოვემზადოთ მესიის მოსვლისთვის. რაბი კანევსკიმ გასცა პირდაპირი და მოულოდნელი პასუხი: "ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ეს მესიის მოახლოვების ჭვრეტაა".

წყარო: http://www.breakingisraelnews.com

_____________________________________

შენიშვნა:
თუკი წამყვანი რაბინები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს წელი განსაკუთრეუბლია და ნიშანდებული იქნება სამყაროში ანტიქრისტეს მოსვლით (რა იგულისხმება ამ მოსვლაში ჩვენ არ ვიცით - "აპოკალიფსისის" რედ.), ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს მსოფლიო მნიშვნელობის კატაკლიზმები, როდესაც ყველა ხალხი შეძრწუნებული იქნება ომებით, შიმშილით და სხვა აპოკალიპტური საშინელებებით. ანტიქრისტე სამყაროში მოვა როგორც უდიდესი მშვიდობისმყოფელი და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მხსნელი. ამ პირობებს უმზადებენ მას მისი მსახურები.

ასე იქნება ეს თუ არა, ახლა მოხდება ეს თუ მომავალ წელს, არ ვიმარჩიელებთ. უახლოეს პერიოდში ჩვენ თავად გავხდებით ამ გლობალური მოვლენების მომსწრენი. მაგრამ, უკვე დღესვე ვხედავთ, როგორ დაიწყო მთელმა მსოფლიომ ცახცახი. მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში იმდენი ტერაქტი მოხდა, რომ ცხადი ხდება, მზადდება რაღაც საშინელი და მასშტაბური სისხლისღვრა.

გარდა ამისა, ივნის-ივლისში, კუნძულ კრეტაზე, საეკლესიო მღვდელმთავრობის სახით ფაქტობრივად დაეცა ოფიციალურად გაბატონებული მართლმადიდებლობის ის ნაწილი, რომელიც თავს "ეკლესიას" უწოდებს და სახელმწიფოთა მხარდაჭერით სარგებლობს. ასე თუ ისე, კრეტას კრებაზე მიღებულ იქნა მწვალებლური დოკუმენტები. დიახ, მართალია, ყველა არ მონაწილეობდა მასზე, და ამ დოკუმენტებისთვის ყველას არ მოუწერია ხელი, მაგრამ მთლიანობაში განდგომილება უკვე მოხდა. თვით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თავშეკავებაც კი არაფერს ცვლის, რადგან ყველა შემაჯამებელი მწვალებლური დოკუმენტი მიღებული იყო რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელმთავრო კრებაზე ამა წლის თებერვალში.

მართლმადიდებელ ეკლესიათა ეს მსოფლიო განდგომა მადლს აცლის ცოდვებში დანთქმულ კაცობრიობას. ის გზას უხსნის ცოდვის კაცს და წარწყმედის ძეს - ანტიქრისტეს. ჩვენ, ცოდვილმა ადამიანებმა თვითონ განვიშორეთ უფალი და საკუთარი ნებით ჩავბარდით ეშმაკს და მის მსახურებს. ახლა კი უნდა ვიწვნიოთ სასჯელი ჩვენი საქმეების შესაბამისად. და ეს იქნება მხოლოდ "სნეულებათა" დასაწყისი...

ღმერთო მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი! დიდება ღმერთს ყველაფრისთვის! ამინ.

წყარო: http://3rm.info/main/63625-satanisty-zhdut-v-etom-godu-mashiaha-antihrista.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню