ანტიქრისტე - სოლომონის ტაძარი google-ს რუქაზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

სოლომონის ტაძარი Google-ს რუქაზე

Google-მა სოლომონის მესამე ტაძარი თავის რუქაზე უკვე განათავსა

იერუსალიმის მესამე ტაძარი

01.12.2016.


ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ google-მ თავის რუქაზე სოლომონის ტაძარი უკვე ააშენა... "ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა". მის რუქაზე ანტიქრისტეს ტაძარი უკვე დგას ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე.

ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ google-მ თავის რუქაზე სოლომონის ტაძარი უკვე ააშენა... "ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა". მის რუქაზე ანტიქრისტეს ტაძარი უკვე დგას ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე. თვით რუქა შეგიძლიათ ნახოთ აქ.



აპოკალიფსისი ჩვენს თვალწინ სრულდება, მაგრამ მცირედნი თუ ამჩნევენ ამას თვით მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის. როგორც ცნობილია, Google - ახალი მსოფლიო მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურაა. და აი, მის რუქაზე ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე უკვე წამოჭიმულია მესამე ტაძარი, რომელშიც გვირგვინი უნდა დაადგან ანტიქრისტეს.

ჯერ-ჯერობით სატანის ეს საკერპე ანტიქრისტეს მსახურთა მიერ აშენებულია ვირტუალურ რეალობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, მზადდება მისი რეალური განხორციელება. სახსრები მის ასაშენებლად ინტერნეტში უკვე იკრიბება (იხ. ქვემოთ). დე შერისხოს ისინი უფალმა!

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/yIz2wfPptcs" frameborder="0" allowfullscreen></iframe><br />

გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ დეტალს ვიდეოზე, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა Google-ის რუქაზე განთავსებული მესამე ტაძრის გამო. ბევრმა ვერ შენიშნა მესიჯი: "ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა".

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/wv3FP86uHfs" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ინტერნეტში უკვე აგროვებენ სახსრებს მესამე ტაძრის ასაშენებლად.

ტაძრის ინსტიტუტმა ("მახონ ხა-მიკდაში"), რომელიც მესამე ტაძრის აშენების მოსამზადებელ სამუშაოებს ეწევა, გადაწყვიტა ისარგებლოს ინვესტიციათა მოზიდვის თანამედროვე საშუალებებით და ინტერნეტში თანხის შეგროვების განცხადება გაავრცელა.



_____________

"აპოკალიფსისი" რედაქციისგან:
რა თქმა უნდა, მესამე ტაძრის აშენება არ არის დამოკიდებული ამგვარ შემოწირულობებზე, როგორც ჩანს ეს უფრო იუდეველთა და მათ მომხრეთა ნებაყოფლობითი მონაწილეობის აქციაა. მესამე ტაძრის თანხა მსოფლიოს საიდუმლო მმართველებს სულაც არ უჭირთ და ის დიდი ხანია ელოდება ანტიქრისტეს მომხრეთა იდეების განხორციელებას.

_____________

ინტერნეტ მომხმარებელთა შემოწირულობების მეშვეობით თანხების მოზიდვა - "კრაოუდფანდინგი" - ბოლო დროს ბიუჯეტის შევსების პოპულარული მეთოდი გახდა, როდესაც ფინანსირების სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

"ტაძრის ინსტიტუტმა" მიზნად დაისახა ინტერნეტ მომხმარებელთაგან აკრიფოს 100 ათსი დოლარი. 9-ე ავას საღამოსთვის უკვე შეკრებილი იყო 15 ათასი დოლარი.

შემოწირულობათა შეკრების შესახებ გავრცელებულ ტექსტს მიმაგრებული აქვს მესამე ტაძრის აღწერილობა, რომელიც შეესაბამება საზოგადოებრივი ნაგებობის მშენებლობის თანამედროვე წარმოდგენებს: "მესამე ტაძარი იქნება სრულიად კომპიუტერიზირებული, მას ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომი, კონდიციონერი, ლიფტები, პლატფორმები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, პანდუსები ინვალიდთა ეტლებისთვის და სხვა სამსახურებისთვის", - იმოწმებს განცხადების ტექსტს გაზეთი "ჰაარეცი".

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტაძარი აშენებული იქნება თანამედროვე სამშენებლო მასალებისგან. რადგან ლაპარაკია იერუსალიმზე, მშენებლობაში ზუსტად იქნება გამოყენებული ცნობილი და განსაკუთრებული "იერუსალიმის ქვა", რომელიც ისრაელის დედაქალაქის განმასხვავებელი ნიშანთვისებაა.

ყურადღების მისაპყრობად ქვეყნდება მღვდელმთვრის შესამოსელის გამოსახულებები, ტაძრის აშენების გეგმები, ასევე ინვესტორებს იწვევენ ექსკურსიებზე ტაძრის მთაზე, რომელსაც "ტაძრის ინსტიტუტის" მეთაური მართავს.

წყარო: http://ieshua.org/v-internete-sobirayut-sredstva-na-stroitelstvo-tretego-xrama.htm

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню