ანტიქრისტე - სინედრიონი არაბებს მესამე ტაძრის აშენებისკენ მოუწოდებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ტაძრის ჟამი ახლოსაა -

სინედრიონი არაბებს მესამე ტაძრის აშენებისკენ მოუწოდებს

მესამე ტაძარი

ჩანასახში მყოფმა სინედრიონმა, რომელიც 71 უხუცესისგან შედგება, გამოაქვეყნა წერილი ივრითზე, ინგლისურ და არაბულ ენებზე, რომელშიც არაბებს, ისმაელის ძეთ, მოუწოდა თავისი როლი ითამაშონ მესამე ტაძრის მშენებლობის მხარდაჭერის საქმეში, რაზეც წინასწარმეტყველებდა ისაია:

"ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ. მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ" (ესაია 60:4-6).




რაბინების თქმით, ისმაელის ძეთადმი ეს მიმართვა უფრო მეტია, ვიდრე სიმბოლური ნაბიჯი, რადგან ეს არის ნაბიჯი გლობალური მშვიდობისკენ, რომელიც მესიანური ეპოქისთვის იქნება დამახასიათებელი.

წერილში ნათქვამია:

"ძვირფასო ძმებო, ისმაელის თვალსაჩინო ძენო, დიდო არაბულო ერო.

ისრაელის გადამრჩენელისა და მცველის, აღთქმათა მშვიდობის შემოქმედის მოწყალე შეწევნით, ვაცხადებთ, რომ მესიის ნაბიჯები, როგორც ჩანს, შესმენილ იქნა და დადგა დრო აღვადგინოთ ტაძარი მორიას მთაზე იერუსალიმში თავის ძველ ადგილას.

ჩვენ, ებრაელები, რომლებიც გამოვდივართ ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად, მივმართავთ მათი ხალხების მიერ არჩეულ თქვენს ღირსეულთ, რათა დადონ ფიცი და შეწირონ ძღვენი ტაძარს, როგორც ამას წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენს მნიშვნელოვან როლზე და საპატიო ადგილზე ტაძრის დასაცავად, მის მხარდასაჭერად კრავისა და საკმევლის მსხვერპლშეწირვით, და ღმრთის კურთხევების მისაღებად.

აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ ამისთვის აირჩევთ მშვიდობიან საშუალებებს და უარს იტყვით მტრობისა და ძალადობის ყველა ფორმაზე. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთად შევაღებთ კარებს სიყვარულისა და პატივისცემისთვის".

წერილს ხელს აწერს 23 პატივდებული რაბინი, რომლებმაც მიიღეს ხელდასხმა სინედრიონის აღორძინების მიზნით. ახლა ეს რაბინები იმყოფებიან 71 კაციანი სინედრიონისგან სრული ქვორუმის მიღების პროცესში, რის შემდეგადაც ისინი ამ წერილს გაუგზავნიან მთავარ არაბულ დაწესებულებებს და ლიდერებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩაატარებენ კონფერენციას არაბებთან ერთად.

რაბინი იეჰოშუა ჰოლანდერი, სინედრიონის წევრი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ წერილს, "Breaking Israel News"-ისადმი მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ნაბიჯი სხვა ხალხებისთვისაც გახდება უმნიშვნელოვანესი ხიდი ტაძრის ასაშენებლად, სადაც ებრაელებს ნაბრძანები აქვთ იყონ სამღვდლო ერი. ამაშია მათი, როგორც ებრაელების ცხოვრების მიზანი.

რაბინმი აარონ იცხაკ შტერნი, სინედრიონის წევრი, რომელიც საკმაოდ ცნობილია ორთოდოქსების წრეში, მიიჩნევს, რომ დადგა ჟამი არაბთა ამგვარი მოწვევისა, რადგან ტაძრის ჟამი ახლოსაა:

"გეულას (გამოსყიდვის) დრო ძალიან ახლოსაა და ახლა ისმაელის ძეთ შეუძლიათ ან დაიწყონ ომი და შევიდნენ რთულ პერიოდში, ან კიდევ დაამყარონ მშვიდობა და მიიღონ წყალობა. ჩვენ ისმაელის ძეთ ვეპატიჟებით მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ".

დაიმოწმა რა ელიაჰუ ბენ შლომო ზალმანი, 18-ე ს-ის თვალსაჩინო ებრაელი მისტიკოსი, რომელიც ცნობილია "ვილენელი გაონის" სახელწოდებითაც, რაბინმა "Breaking Israel News"-ს განუმარტა: "თუ მესამე ტაძარში შეწირულ იქნება პირველი მსხვეროპლი - მესიის მოსვლის სიო უცებ დაუბერავს".




რაბი ჰილელ ვაისი, სინედრიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, განმარტავს იმ მოტივებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც მიწერა სინედრიონმა არაბებს ეს წერილი:

"წერილი არ ითხოვს ფულად მხარდაჭერას. სინედრიონი ასევე არავის სთხოვს რაიმე ნებართვას. ტაძრის აშენება საერთოდ არ წარმოადგენს პოლიტიკურ ან იურიდიულ აქტს. ეს არის მიცვა (თორას მცნება), რომელიც ეკისრება ებრაელებს. და ახლა ჩვენ მივმართავთ არაბებს მათი, როგორც ესავისა და ისმაელის მოდგმის როლისკენ, რათა ისინი მზად იყვნენ მონაწილეობა მიიღონ ღმრთისადმი მსახურებაში".

წყარო: https://www.breakingisraelnews.com/104480/sanhedrin-calls-on-arabs-to-take-their-role-in-third-temple-as-prophesized-by-isaiah/#gH1iTYsTXjpjMcYF.97

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню