ანტიქრისტე - როგორი იქნება ანტიქრისტე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

როგორი იქნება ანტიქრისტე?

როგორი იქნება ანტიქრისტე

ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილი, წმიდა მამათა თხზულებები შესაძლებლობას აძლევენ ქრისტიანს აუცილებელი ორიენტირები გააჩნდეს სამყაროს აღსასრულისა და ბოლო ჟამის მოვლენების შესახებ. მართლაც, ეს თემა ბევრს აინტერესებს. მრავალს სურს ჩაიხედოს მომავალში. მაგრამ, რა ვქნათ თუკი ეს მომავალი ჩვენი აწმყოა"? ამაში რომ გავერკვეთ, აუცილებელია ვიცოდეთ მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ. მოვიტანთ რამოდენიმე ძირითად პუნქტს:

1. ანტიქრისტე - არ გახლავთ განხორციელებული ეშმაკი იმ აზრით, როგორც ამას ეკლესია ქრისტეს განკაცებაზე ასწავლის. ანტიქრისტე - ეს არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილი იქნება სატანის მიერ; სატანა იცხოვრებს მასში, როგორც ერთგვარ "ტაძარში".

2. ანტიქრისტე - იქნება მსოფლიო პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი. ამ პირობის აღსასრულებლად, აუცილებელია შეიქმნას ძალაუფლების ერთიანი სისტემა და ცენტრი, ერთიანი პოლიტიკური სივრცე.

3. ანტიქრისტე - ეს არის ის, ვისაც ელოდებიან ქრისტეს უარმყოფელი იუდეველები. ამიტომაც, ანტიქრისტე წარმოდგება იუდეველთაგან.

4. ანტიქრისტეს დროს აღდგება იერუსალემის ტაძარი (სხვა შეხედულებით, უშუალოდ მისი მოსვლის წინ).

5. ანტიქრისტე ყველასგან მოითხოვს ღვთიურ თაყვანისცემას, ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას, ქრისტესგან განდგომას. ვინც ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს ანტიქრისტიანული ხელისუფლება მას წაართმევს ყველა სოციალურ უფლებას, რითაც მორწმუნე ქრისტეანთ ჩააყენებს უმძიმეს მდგომარეობაში.

6. ანტიქრისტე და მისი თანამგზავრი დაიწყებენ მსოფლიო ხალხების ცთუნებას ცრუ სასწაულებით.

7. როგორც კი გამოჩნდება ანტიქრისტე, გამოჩნდება ორი წინასწარმეტყველიც, რომლებიც დაიწყებენ ქადაგებას მის წინააღმდეგ, რის გამოც დაექვემდებარებიან სიკვდილს, მაგრამ უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ მთელი ქვეყნიერების თვალწინ.

8. ანტიქრისტე თავის გამეფებამდე და გამეფების დასაწყისში ყველას თავს მოაჩვენებს კეთილ, წესიერ, პატიოსან და ღვთისმოშიშ ადამიანად. მაგრამ შემდეგ ყველა დაინახავს მის ნამდვილ არსსა და ბუნებას.

9. მისი ბოროტი მმართველობა გაგრძელდება 3,5 წელიწადი და მისთვის სავალალოდ დასრულდება.

10. ანტიქრისტეს დროს დაიწყება ქრისტიანობისა და ქრისტიანების უსასტიკესი დევნა.

11. ანტიქრისტეს დროს ებრაელები მოექცევიან ქრისტესკენ.

12. ანტიქრისტეს მოსვლის დრო არავინ იცის. მაგრამ ეკლესია და მისი ჭეშმარიტი შვილები მას ადვილად იცნობენ.

13. ანტიქრისტე ძალაუფლებას ჩაიგდებს ომისა და ქაოსისა შემდეგ.

14. იმ დროს ძალიან მძიმე დრო დაუდგება ქრისტიანებს, მაგრამ მძიმე - არ ნიშნავს შეუძლებელს.

წყარო: zen.yandex.ru


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню