ანტიქრისტე - მხეცის საიდუმლო 6 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

მღვდელი ანდრია გორბუნოვი

მხეცის საიდუმლო

აპოკალიფსისის წინასწარმეტყველების გახსნის მცდელობა


ანტიქრისტე

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე თხზულების ამ თავის გამოქვეყნებით ჩვენი რედაქცია მოვალეა მკითხველის წინაშე გააცხადოს, რომ ყველაფერში როდი ეთანხმება ავტორის კერძო შეხედულებას. რადგან აპოკალიფსისის მკვლევართა და კომენტატორთა შორის არსებობს სხვადასხვა აზრი ანტიქრისტეს ბეჭდის რაობასთან, მხეცის რიცხვთან და მის გამოსახულებასთან დაკავშირებით, სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მხოლოდ ერთი რომელიმე მკვლევარის აზრის გაზიარება და სხვათა უგულებელყოფა. სადავოა, მაგალითად, ნამდვილად ჩვენს დროებას გულისხმობდა წმ. იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსისში თუ ახლო ან შორეულ მომავალს, რადგან არავინ იცის მომავალში ანტიქრისტეანული ძალები რას შემოგვთავაზებენ. და საერთოდ, იქნება თუ არა მომავალში ელექტრონული ბარათების სისტემა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ჭეშმარიტებაც, რომ აპოკალიფსისის მიხედვით ანტიქრისტეს ბეჭედს ადამიანებს აძლევენ "მარჯვენა ხელსა და შუბლზე" ("და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (გამოცხ. 13:16-18)). ამიტომაც, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, წინამდებარე თავი (და საერთოდ, ყველაფერი რაც ანტიქრისტეს და მომავლის ეპოქას უკავშირდება) თვით თხზულების ავტორის კერძო შეხედულებაა და არა ჩვენი რედაქციისა. წინამდებარე ნაშრომის ჩვენს საიტზე გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად ვეთანხმებით წიგნის ავტორის ყველა შეხედულებას, მაგრამ რადგან საკითი მრავალწახნაგოვანი და ბუნდოვანია, შესაძლებლად მივიჩნევთ სხვადასხვა ავტორთა ცალკეული შეხედულებების გამოქვეყნებას, მათი შედარებისა და შესწავლის მიზნით.

შინაარსი


ნაწილი 2

მხეცის სახელის საიდუმლო

ბეჭედი თუ გამოსახულება?


მხეცი (ანტიქრისტე) ისე იზამს, რომ "აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16-18).

"მხეცის სახელი" ყოველთვის წარმოადგენდა აპოკალიფსისის ყველაზე დიდ საიდუმლოს. მისი ამოხსნა დროზე ადრე შეუძლებელია, ამიტომაც იოანეს გამოცხადების ყველა ძველი კომენტარი "მხეცის სახელთან" დაკავშირებით არ გახდა ეკლესიის სწავლება. მაგალითად, წმიდა ირინეოს ლიონელი, აფრთხილებდა თავის თანამედროვეებს იმ საშიშროების შესახებ, რასაც შეიცავს ანტიქრისტეს სახელზე მარჩიელობა და ამბობდა, "უფრო საიმედო და უსაფრთხოა ველოდოთ წინასწარმეტყველების აღსრულებას, ვიდრე ვივარაუდოთ ან წინასწარ დავასახელოთ რაიმე სახელწოდება" (Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса. С. 346). ანდრია კესარიელი აპოკალიფსისის მისეულ განმარტებაში, უთითებს რა ზოგიერთი კომენტატორის მცდელობას დაასახელოს ანტიქრისტეს სახელი, მიდის იმ დასკვნამდე, რომ "(ბეჭდის) რიცხვის მიმოწვლილვითი შეცნობა (ანუ მკაფიო, უეჭველი გამოცნობა - ავტ.), ასევე ყოველივე იმისა, რაც მის შესახებ დაწერილა, საღად მოაზროვნეთ და ფხზილად მყოფთ განსაცდელის დროება განუმარტავს (სხვა თარგმანით " გამოცდილება და ჟამი" განუმარტავს) (Свт. Андрей Кесарийский. Толкование на Апокалипсис. С. 110; Апокалипсис. Опыт подстрочного комментария на основании учения Священного Писания и Святых Отцов. М., 2001. С. 165).

აი რატომ ხდება შესაძლებელი "მხეცის სახელის" შესახებ გამოცხადების წინასწარმეტყველების შეცნობა ბოლო ჟამინდელი ქრისტეანებისთვის, ანუ ახლა, როდესაც თვით სინამდვილე ("გამოცდილება"), თვით მოვლენათა მიმდინარეობა ("ჟამი") გვიხსნის, რომ მოციქული იოანე ღვთისმეტყველი აღგვიწერს სწორედ იმას, რაც უკვე დღეს, ჩვენს თვალწინ ხდება (ჩვენი შენიშვნა: უნდა ჩავთვალოთ, რომ ავტორის ეს სიტყვები მისი კერძო აზრია, რადგან დღეს მიმდინარე მოვლენებიც კი შეიძლება არ წარმოადგენდნენ იმ "ჟამს", რომელსაც ანდრია კესარიელი გულისხმობდა - რედ.).

წმ. იპოლიტე რომაელი წერდა, რომ "ბეჭდის მიმღებთაგან მრავალი წმიდა წერილის მკითხველთაგანიც იქნება", ხოლო "ბეჭედს გაექცევიან ისინი, ვინც მიაყურადებს მას (წმიდა წერილს - რედ.), და მის აზრს ჩაუკვირდება" (Свт. Ипполит Римский. Творения. С. 77). სწორედ აპოკალიფსისის 13-ე თავის დაკვირვებულ კითხვას და მის შედარებას თანამედროვე რეალობასთან მივყავართ იმის დაჯერებამდე, რომ მოციქულმა იოანემ ყოველივე აუცილებელი საკმარისად ბრძანა იმისთვის, რათა იმ დროს, როდესაც ის რეალობა გახდება, "მღვიძარეთ", "ვისაც აქვს გაგების თავი" (შეად. გამოცხ. 13:18) და სიბრძნე, ადვილად შესძლოს მისი ამოცნობა.

წინასწარმეტყველების მიზანი იმაში კი არ მდგომარეობს, საიდუმლოდ დაიშიფროს რაიმე და ამით თავსატეხი გაუჩინოს მორწმუნეთ. პრაქტიკულად ნებისმიერი წინასწარმეტყველების სულიერი დანიშნულება და აზრი გახლავთ ღმრთივგანგებული უწყება რაიმე მნიშვნელოვანი, უფრო ხშირად რაიმე საშიში მოვლენის შესახებ, რომელიც, მიწიერი დროით, უახლოს ან შორეულ მომავალში გველოდება. წინასწარმეტყველების მიზანი მდგომარეობს იმაში, რათა მისი აღსრულების დროისთვის ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა ჯეროვნად მოვემზადოთ ამ მოვლენისთვის, რათა მოულოდნელად და დამღუპველად არ დაგვატყდეს თავს.

აპოკალიფსისის 13-ე თავის (16-18-ე მუხლების) ყურადღებით წაკითხვა შესაძლებლობას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ მასში მოცემულია ყოველგვარი საჭირო ინფორმაცია ანტიქრისტეს ბეჭდის ამოსაცნობად. გამოცხადების ამ სიტყვების ზუსტი გაგება შესაძლებლობას გვაძლევს სწორი შეფასება მივცეთ დღეს მიმდინარე ჭეშმარიტად აპოკალიფსურ მოვლენებს.

"მხეცის სახელის" შესახებ უამრავი გასხვავებული შეხედულება დაგროვდა - წერდა თვალსაჩინო რუსი მწერალი-ღვთისმეტყველი ნ. ნ. გლუბოკოვსკი (1863-1937), - რომელთაგან ყოველი თანაბრად სანდოა (მათი გამომგონებლებისთვის) და საეჭვოა (მკითხველისთვის). მაშინ როდესაც ავტორი (წმ. იოანე ღვთისმეტყველი - ავტ.) დაბეჯითებით შთაგვაგონებს, რომ მისი სიტყვები შეიცავს საკმარის ინფორმაციას მათ აღსაქმელად.

შედეგად, აუცილებელი ეგზეგეტიკური წესი გვაიძულებს გონება მოვკრიბოთ თვით საიდუმლო ტექსტზე, არ გავცდეთ მის საზღვრებს და არ შევყვეთ ბუნდოვანი ოცნებების ლაბირინთებს. აუცილებელი ავიღოთ და ავწონოთ ყველა ტექსტუალური განკერძოება" (Глубоковский Н. Н., проф. Благовестие христианской славы в Апокалипсисе. СПб., 2002. С. 136).

არსებობს ორი არასწორი მიდგომა, როდესაც ცდილობენ აპოკალიფსისის ამ ადგილის განმარტებას. პირველი მდგომარეობს კომენტატორთა მისწრაფებაში რაც უნდა დაუჯდეთ გაშიფრონ "ანტიქრისტეს რიცხვი" და მიიღონ მისი სახელწოდება.



აპოკალიფსისში ნათქვამია: "ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:17). ჯერ კიდევ ძველი დროიდან ცდილა მრავალი ამოეცნო ამ სიტყვის აზრი. გამომდინარე მოწოდებიდან: "ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი" (გამოცხ. 13:18), მრავალს უცდია "მხეცის სახელის" ამოცნობა. ყველა ეს მცდელობა ეფუძნებოდა სხვადასხვა სახის გამოთვლებს, როდესაც ანტიქრისტეს სავარაუდო სახელის ასოებით რიცხვი 666 გამოჰყავდათ (ე. არის ე. წ. გემატრია). ვარაუდობდნენ მრავალ ვარიანტს: "ტიტანი", "ლათინელი", "ბენედიქტე", "უსამართლო კრავი..." მხეცის რიცხვს პოულობდნენ იმპერატორ ნერონის, იულიანე განდგომილის (ქრისტეანთა მდევნელის) სახელებში, ასევე რომის პაპის ტიტულში - "ვიკარიუს ფილი დეი" ("ღმრთის ძის ადგილნაცვალი"), ასევე მარტინ ლუთერისა და ნაპოლეონის სახელებში (напр.: Архиеп. Аверкий (Таушев), иером. Серафим (Роуз). Апокалипсис в учении древнего Христианства. С. 167-168; Зиновьев А. В. Тайна Откровения. Владимир, 1990. С. 23 – 30).

ლ. ნ. ტოლსტოის რომანში "ომი და მშვიდობა" პიერ ბეზუხოვი, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დატოვებულ მოსკოვში იმყოფება, ელოდება რა ფრანგების შემოსვლას, ანგარიშობს რიცხვ 666-ის შინაარსს და აღმოაჩენს, რომ ეს რიცხვი ზუსტად შეესაბამება ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელს. და ასეთი შემთხვევები რეალობაშიც მრავალია.

მაგრამ აპოკალიფსისი გვეუბნება არა ანტიქრისტეს პირად სახელზე, არა იმაზე, როგორი იქნება მისი სახელწოდება! მოციქული იოანე, რომელსაც არ შეუსწავლია მათემატიკა და გეომეტრია, არ დაიწყებდა რთული გამოთვლების შედგენას, "წარწყმედის ძის" სახელი რომ დაეშიფრა. აქ სულ სხვა აზრი დევს. "მხეცის სახელი" (არა ანტიქრისტეს, არამედ მხეცისა) - ეს არის მხეცისგან მონიჭებული სახელწოდება, რომელსაც ადამიანს მხეცი აძლევს (და არა ანტიქრისტე), ანუ მსოფლიო, ტოტალური ელექტრონული კონტროლისა და საზოგადოების მართვის მსოფლიო სისტემა, რომელიც "ახალი მსოფლიო წესრიგის" პირობებში მოქმედებს. ეს არის მხეცის სისტემა, რომელიც აუსახურებს ადამიანს.

ჯეროვანია გავიხსენოთ, რომ ბრიუსელში, ასევე აშშ-ში (კალიფორნია) და სხვაგან) არსებობენ სუპერკომპიუტერები, რომლებშიც აკუმულირებულია მთელი ინფორმაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გროვდება. მათაც "მხეცი" ეწოდებათ.

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ჯერ კიდევ 1982 წელს, თავის მოხსენებაში "მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა" ჩამოთვლიდა რა ბოლო ჟამის ნიშნებს, ასეთი ნიშნის შესახებაც საუბრობდა: "4. ინფორმაციის მზარდი ცენტრალიზაცია. ცალკეულ ადამიანზე კონტროლისა და ძალუფლების გაძლიერება, რისთვისაც ლუქსემბურგში დაიდგა ახალი გიგანტური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია შეინახოს დოსიე დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის შესახებ; მისი კოდური ნომერია "666", ხოლო მათ, ვინც მასთან მუშაობენ, ამ კომპიუტერს "მხეცი" უწოდეს. ამგვარი კომპიუტერების მუშაობა რომ გაადვილდეს, ამერიკის მთავრობა 1984 წელს აპირებს ყველა კერძო პირს მისცეს სოციალური უზრუნველყოფის პირადი ბარათები, რომელსაც კერძო ნომრები ექნება (ნათელია, რომ ეს კერძო ნომრები შეიცავენ რიცხვ 666-ს), და რომელთაც შემდეგ მარჯვენა ხელსა და შუბლზე აღბეჭდავენ - აპოკალიფსისის მიხედვით (თ. 13), როდესაც ანტიქრისტე მოვა, სწორედ ეს იქნება უმთავრესი მოთხოვნა (Приношение православного американца. Сборник трудов отца Серафима Платинского. С. 23-24).

ამიტომაც, "ნიშანი" იქნება არა ანტიქრისტეს კერძო სახელწოდება, არამედ ადამიანის ინდივიდუალური, პერსონალური სახელი. და ეს სახელი ელექტრონული იქნება. მოციქულმა იოანემ არაფერი იცოდა მომავალ ელექტრონიკაზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე, ამიტომაც, ცხადია მას არ შეეძლო ეთქვა, რომ სახელწოდება ელექტრონული იქნება, ისევე როგორც, არ შეეძლო ეთქვა, რომ ყველა ადამიანს მიანიჭებდნენ "საიდენტიფიკაციო ნომრებს". ხოლო კომპიუტერები იმით არიან გამორჩეულნი, რომ იწერენ და ამუშავებენ ინფორმაციას ციფრული სახით, ამიტომაც ლაპარაკობენ დღეს "ციფრულ რევოლუციაზე".

მოციქულ იოანესთან ლაპარაკია არა იმის შესახებ, რომ "მონიშნულ" იქნება მისი სახელი ან სახელის რიცხვი. სიტყვებში "მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (ძვ. ქართ.: "გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ" - რედ.) (გამოცხ. 13:17) კავშირი "ან" გაყოფის ან კიდევ ვარიანტის არჩევის შინაარსით კი არ არის გამოყენებული, არამედ როგორც დაზუსტება, კერძოდ: ეს სახელი იქნება ციფრული (ელექტრონული, კომპიუტერული). კავშირი "ან" ("ანუ") მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია განმარტების თვალსაზრისით, "სხვაგვარად", "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ", ანუ ის თავისთავად კი არ განყოფს არსებულ საგნებს, არამედ აერთებს, თავს უყრის სხვადასხვა თვისების საგნებს, და აღნიშნავს ერთი და იმავე საგანს.

ამრიგად, "სახელისა" და "სახელის რიცხვის" ცნებები სინონიმები არიან. თავიანთი შინაარსით ისინი თანაბარმნიშვნელოვან სიტყვებს წარმოადგენენ. სახელი მცხეცისა და მისი სახელის რიცხვი - ეს ერთი და იგივეა! "სახელის რიცხვი" - ეს არის ციფრულად დაწერილი სახელი, ციფრული სახელწოდება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ინდივიდუალური, მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სახელი იქნება ნომერი, პირადი კოდი. ხოლო ის წაკითხულ იქნება როგორც "ნიშანი" - შტრიხი, შტრიხ-კოდი. ანუ, ნიშანი - ეს უკვე ციფრული სახელის გრაფიკული გამოსახულებაა. მოციქულმა იოანემ მომავალ ელექტრონული სახელს ნიშანი იმიტომ უწოდა, რომ სურდა ეჩვენებინა - მას მხოლოდ ციფრული მნიშვნელობა კი არ ექნება, არამედ გამოხატვის შტრიხული ფორმაც.

აპოკალიფსისი ორიგინალში დაწერილია ბერძნულად, სადაც სიტყვა "გამოხატვა", "მონიშვნა" (χαράσσω) ბუკვალურად პირდაპირი ხაზების გავლებას, მათ ამოჭრას, დაფხაჭნას ნიშნავს. ჩვენთვის ჩვეული ტერმინი "ბეჭედიც" კი არაზუსტად გამოხატავს სიტყვა χάραγμα-ს, ანუ "ნიშანის" (რუს.: "начертание") მნიშვნელობას, რომელიც მიანიშნებს ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა ნაკაწრი, სალი, ბოძი, ღობე და ა. შ.
სიტყვა "შტრიხ-კოდის" საერთაშორისო დაწერილობაა - bar-code, ხოლო სიტყვა bar ინგლისურიდან თარგმანში ნიშნავს - ძელს, ხაზს, ბოძს, ჯოხს, დგარს, ბიგს, დახლს (რომელთანაც დგანან), ზოლს, ბადეს, წინაღობას, ღობეს და მრავალი სხვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შტრიხ-კოდი გამოიყურება, როგორც ნაკაწრთა ან "ჯოხთა" სიმრავლე, მისი იგივეობა აპოკალიფსურ "ნიშანთან" უეჭველია. სწორედ ეს არის ის "ბადე", რომლის მიღმა ცდილობენ კაცობრიობის შერეკვას.

გაგრძელება იქნება.

"მხეცის საიდუმლო" - შინაარსი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню