ანტიქრისტე - მესამე ტაძრის მოლოდინში... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

მესამე ტაძრის მოლოდინში ...

მესამე ტაძარი

2017 წლის 21 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მოწოდებით არ აღიარონ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა.

ამასთან ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ კენჭისყრა შედგა იმ დღეს, როდესაც 3336 წელს (425 წ. ჩვ. წ.-მდე) ბაბილონის იმპერატორ ნაბუქოდონოსორის არმიამ იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ეს იყო სამწლიანი პროცესის დასაწყისი, რომელმაც საბოლოო ჯამში სოლომონის ტაძრის განადგურება და ებრაელთა ბაბილონური განთესვა გამოიწვია, რომელიც 70 წელს გრძელდებოდა. რაბინები ამ კენჭისყრაში წარსულ მოვლენათა სარკისებრ ანარეკლს ხედავენ. ამიტომაც რაკი (მათი აზრით) ყველაფერი სარკისებრი ანარეკლივით განვითარდება, სოლომონის ტაძარიც 2017 წლის 21 დეკემბრიდან
არა უგვიანეს 3 წლის პერიოდში აღდგება.



მეტიც, ყველაფერი შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს.

ისრაელში ცნობილმა მისტიკოსმა და ძველაღთქმისეული კოდების კომენტატორმა მათითიაჰუ გლაზერსონმა (Matityahu Glazerson) 2017 წლის 28 დეკემბერს გააკეთა ახალი სენსაციური განცხადება. მისი თქმით მესია ებრაელებში 5778 წელს (2017-2018 წლებში) გამოჩნდება.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AUNlRvBppkw" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

გლაზერსონმა უკვე ბევრჯერ გაშიფრა ბიბლიური კოდები, კერძოდ, მისი პროგნოზები ჩრდილოეთ კორეასთან ომის დაწყებისა ჩვენს თვალწინ სრულდება. გარდა ამისა, იუდაიზმში და ისლამში არ არსებობს "პონტიფიკოსის" ან "პატრიარქის" ანალოგი - ყველა წინასწარმეტყველი და მქადაგებელი ზუსტად იმავე მნიშვნელობისაა, რამდენსაც მას უსმენს მრევლი. ხოლო მრევლი უსმენს მარტო იმას, ვისი სიტყვების სრულდება. ამიტომაც რაბინები ამგვარ პროგნოზებს დაუდევრად და წარამარა როდი აჟღერებენ. თუ გლაზერსონი რაიმე ამბობს - მაშასადამე ის თავის სიტყვებში დარწმუნებულია.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ მსოფლიო სულ უფრო და უფრო უახლოვდება ომის
ზღვარს, სხვა მხრივ - ისრაელში უკვე ბევრი ელოდება მესამე ტაძრის აღდგენას. წინასწარმეტყველებათა მიხედვით ის მესამე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე უნდა აღდგეს.

არსებითად, ეს მესამე მსოფლიო ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. შესაძლოა ის დაიწყო ჯერ კიდევ 1999 წელს იუგოსლავიაში ან აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს. მაგრამ 2018 წელს ის კონკრეტულად გადავა თავის ახალ და დამამთავრებელ ფაზაში.

ასე ფიქრობენ ებრაელი რაბინები.

დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: https://www.breakingisraelnews.com/100072/tenth-tevet-seeds-messiah-planted-un-jerusalem-vote/#/#xHolMM3wTKoaUhSk.97

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню