ანტიქრისტე - ისრაელში ახალი მაშიაყის (ანტიქრისტეს) მოსვლაზე ალაპარაკდნენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ისრაელში ახალი მაშიაყის (ანტიქრისტეს) მოსვლაზე ალაპარაკდნენ

ანტიქრისტეს ბეჭედი

10.05.2017.

ისრაელის პოლიციის კომისარმა ამასწინათ უჩვეულო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ოფიცრები ისრაელში აქტიურად ემზადებიან მესიის შესახვედრად. ისრაელის პრესა სავსეა აღფრთოვანებული პუბლიკაციებით მაშიაყის მოსვლის მოახლოვებით (მართლმადიდებლურ ტრადიციაში  მაშიაყი იგივე ანტიქრისტეა - "აპოკ". რედ.) საზოგადოება პრაქტიკულად დამუხტულია ყოველდღიური შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ლავისებურად ჩნდება აუცილებელი პირობები მასთან შესახვედრად, ტაძარში შესაყვანად და მასში ცრუ-მესიის საკურთხებლად.



იერუსალემის მესამე ტაძრის მაკეტი


როგორც ადრე ვწერდით, კვლავ აღორძინებულმა სინედრიონმა არცთუ დიდი ხნის წინ დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით იერუსალემში აეშენებინათ მესამე ტაძარი, და ამტკიცებდნენ, რომ ამისთვის ყოველი აუცილებელი პირობა უკვე დაცულია. ამასთან ურცხვად იჩქმალება ის ფაქტი, რომ დაგეგმილი მესამე ტაძრის ადგილზე დღეს წამოჭიმულია მეჩეთი ალ-აქსა, და მისი დანგრევა უცილობლივ მესამე მსოფლიო ომს
გამოიწვევს.



ძლიერ ცდება ვინმე, თუ ფიქრობს, რომ ეს მოლოდინი და სამზადისი მხოლოდ ისრაელის ორთოდოქსულ ნაწილს ეხება. მაშიაყის შესახვედრად აქტიურად ემზადებიან არა მარტო მორწმუნე იუდეველები, არამედ ისრაელის მთელი საზოგადოება, ასევე მრავალრიცხოვანი ებრაული დიასპორები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განფენილი. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ რელიგიურ მოვლენისთვის ემზადება ისრაელის ოფიციალური ხელისუფლებაც.

პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა რონი ალშეიხმა, ახალი წლის ამასწინანდელ ხასიდურ დღესასწაულზე, რომელიც "ხაბადმა" მოაწყო, განაცხადა, რომ მისი უწყება აქტიურად ემზადება მესიის შესახვედრად: "როდესაც მესია მოვა, ყველა მოისურვებს მასთან მისვლას და მიახლებას, ამიტომაც მოსალოდნელია სივიწროვე და ჭყლეტა... ამიტომაც, ასეთ დროს ჩვენ მოვალენი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოება...

არავითარი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმრთის მსახურება და ბედნიერება დაგვაახლოვებს. ძალიან მალე, ღმერთმა ქნას და, დავიწყებთ მზადებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც მესიის მოსვლით იქნება განპირობებული"

ისრაელის ყველა რაბინიც ასევე ამტკიცებს, რომ ებრაელებმა უნდა დაიწყონ მზადება მათი მესიის მალე მოსვლისთვის. ისინი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მესიის დრო უკვე დადგა. იუდაური პრესა წერს, რომ ბოლო დროს ყველა ქრისტიანმა უნდა გადალახოს იუდეველებთან უთანხმოება და ერთად დაიწყონ მზადება მესიის შესახვედრად.

რაბინების თქმთ, ამ შეხვედრისთვის პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა:

- აღორძინებული სინედრიონის რაბინულმა საბჭომ უკვე დაიწყო მესამე ტაძრის მშენებლობის კონკრეტული გეგმის განხორციელება.

- გაშენებულია "წითელი ძროხების" ჯოგი, რომელთა ფერფლი უნდა იქნას გამოყენებული ახალი ტაძრის რიტუალებში.

- აგებულია და სრულიად მზად არის საკურთხეველი ტაძრისთვის. არცთუ დიდი ხნის წინათ ინტერნეტში განთავსდა სტატია, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საკურთხეველში საჭირო კიდობანი სპეცრაზმის მაღალპროფესიულმა ჯგუფმა მოიტაცა საიდუმლო საკურთხევლიდან, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ ეთიოპიაში წმიდა მარიამ სიონელის ეკლესიის სამრეკლოსთან.

- მზადაა მაშიაყის გვირგვინი და მღვდელმთავრის შესამოსელი, შერჩეულია და უკვე გაიზარდნენ რიტუალების აღსასრულებლად საჭირო კოენი-ბიჭები. ბოლო ლოდი, "ლოდი თაყვანისცემისა", რომელიც აუცილებელია მღვდელმთავრის შესამოსელისთვის, ნაპოვნია სამხრეთ აფრიკაში და გამოსყიდულია 225 მლნ დოლარად.








ოქროს მენორა უკვე მზადაა


ისრაელის საზოგადოება აქტიურად ეხმარება რაბინებს ყველა აუცილებელი არტეფაქტის პოვნასა და შესყიდვაში.

სინედრიონის პრეს-მდივანმა ჰილელ ვაისმა ისრაელში იპოვა ვაზი, რომელიც ძველი წესების მიხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე იზრდება. ამ ყურძნის ნაყოფიდან ძველი მეთოდით დამზადებულ იქნა ღვინო, რომლის პირველი 30 ბოთლი უკვე მიართვეს სინედრიონს. ღვინო სატაძრო მსახურების აუცილებელი ელემენტია. ყურძენი ეკუთვნის სამხედრო მომზადების საშუალო სკოლას იატირში, რომელიც ქებრონის სამხრეთით მდებარეობს. ამ სკოლის დირექტორის, ხაგერ მოშეს სიტყვები, რომ "ეს ვაზი ორგანულია და იზრდება იდეალისტური მოსაზრებებით, და არა სატაძრო მოთხოვნილებათა გამო, გამოიყურება როგორც უსუსური მცდელობა დააშოშმინოს ისრაელის საერო საზოგადოება.

ისრაელის Mikdash-ის სასწავლო ცენტრში დაწყებულია სარიტუალო ზეითუნის ზეთის წარმოება ტაძრის მენორებისთვის (სასანთლე - რედ.). უკვე დანომრილია და სერტიფიცირებულია 700 ფორმა ამ უნიკალური ზეთისთვის. რაბინი შმუელ ვეფერი აღფრთოვანებით ამბობს: "ამ ზეთის დასამზადებლად ზეთისხილის სპეციალურად ხელით მოიკრიფა, რადგან ისინი გაზარდეს იერუსალემის წმიდა ტაძრის მენორის ასანთებად, რომელიც ძალიან მალე აღდგება"

ისრაელის საზოგადოებაში მასობრივად ვრცელდება ბუკლეტ-ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეხვდნენ მაშიაყს, როგორ მიესალმონ მას და აქონ იგი ივრითზე. ეს არის განსაკუთრებული კურთხევები და სადიდებლები, რომლებიც ყოველმა იუდეველმა უნდა წარმოთქვას მოახლოვებულ შეხვედრაზე.

ნათქვამის შესაჯამებლად, გვსურს აღვნიშნოთ სიხარულის და რაღაც აღფრთოვანების ის ატმოსფერო, რომლითაც ამ ბოლო დროს არის შეპყრობილი ისრაელის საზოგადოება. თვით მასმედიამაც კი დაარღვია ადრინდელი მდუმარება და ირონია თემასთან დაკავშირებით, რომელიც ტაძრის აღდგენას და მაშიაყის მოსვლას ეხება. იმაზე, რაზეც ადრე მინიშნებებით და სიმბოლურად ლაპარაკობდნენ, თანაც ძირითადად უარყოფდნენ, ახლა ღიად და სიხარულით იწერება.

ერთადერთი თემა, რომელსაც არავინ ეხება და ყველა დუმს სატაძრო მთაზე მდებარე ალ-აქსას მეჩეთია. სხვა მხრივ ისრაელის საზოგადოებაში სრული საჯაროობაა.






ალ-აქსას მეჩეთის მდებარეობა ტაძრის მთაზე



მეჩეთი ალ-აქსა ტაძრის მთაზე


წყარო: https://lenta.ge/2017/05/в-израиле-заговорили-о-скором-приходе // cont.ws

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню