ანტიქრისტე - გლობალური გაფრთხილება" მაშიაყის (ანტიქრისტეს) მოსვლის წინ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

"გლობალური გაფრთხილება" მაშიაყის (ანტიქრისტეს) მოსვლის წინ

ანუ

ელჭექის სუპერშტორმი ინგლისში და რაბინების კომენტარი

(+ ვიდეო)

ანტიქრისტე

06.06.2017.

გასულ კვირას ქუხილის არნახულმა ფრონტმა გადაუარა სამხრეთ ინგლისს, რაც შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ უახლოეს მომავალში დადგება სამყაროს აღსასრულის დასაწყისი, - განაცხადა ოთხშაბათს მთელ იერუსალიმში ცნობილმა რაბინმა, რომელმაც სახელის გაცხადება არ ისურვა. მისი აზრით, არსებობს პირდაპირი მითითებები ბიბლიაში, რომელიც უთითებს ბრიტანეთის კუნძულებზე, როგორც ადგილზე, სადაც დაიწყება გამოღვიძება მესიის მოსვლის წინ.



2017 წლის 28 მაისს, 12 საათის განმავლობაში, 120 000-ზე მეტი ელვა დაფიქსირდა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ და საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, როდესაც ლა-მანშის თავზე ჩაიქროლა "უელსის ტერიტორიის სიდიდის" სუპერშტორმმა . კვირას 18:00-ზე და 6 საათზე დილით, ორშაბათს შეიმჩნეოდა წუთში 500-მდე გაელვება. შეწყდა საჰაერო კავშირი, ელექტროკავშირი. ელვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწაზე დღესავით ანათებდა.


რაბინმა იოსებ ბერგერმა, სიონის მთაზე მეფე დავითის საძვალის რაბინმა, აღნიშნა, რომ ელვას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბიბლიაში და მესიის მოსვლის მაუწყებლად მიიჩნევა.


მან მიუთითა მუხლზე იობის წიგნიდან, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ ელვანი გარდამოვლენ ციდან მესიის მოსვლის წინ და ინგლისში დაფიქსირებული ელვანი გიულას (გამოსყიდვის) ასპექტად მიიჩნია.


"მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება" (იობი 37:3)
.

რაბინმა განმარტა, რომ სახელწოდება "ინგლისი" (England) ნიშნავს კუთხეს ანუ დედამიწის კიდეს. 1650 წელს რაბინმა მენასე ბენ ისრაელმა, პორტუგალიელმა კაბალისმა, შესანიშნავად გამოიყენა ეს მომენტი ინგლისში ებრაელთა დაბრუნების დასასაბუთებლად. მან დიდი ბრიტანეთის ქრისტეანულ პარლამენტს აუხსნა, რომ ინგლისიდან ებრაელთა 350 წლიანი დევნულება არღვევს ქრისტეანულსავე წინასწარმეტყველებებს, რომლის აღსასრულებლად ებრაელები განთესილნი უნდა ყოფილიყვნენ დედამიწის მთელს კიდეებში.

რაბინი იოსებ ბერგერი ამბობს, რომ ელვის საღმრთო როლი არაერთხელ არის ხაზგასმული ბიბლიაში: "ფსალმუნებში ნათლად არის ნათქვამი, რომ ელვა იქნება პროჟექტორივით, რომელიც გამოანათებს ჭეშმარიტებას ბოლო დღეებში, რადგან ნათქვამია:


"გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ" (ფსალმ. 96:4).


ეს ნიშნავს, რომ მათთვის, ვინც ღმრთის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ელვა ბნელეთის პროჟექტორივით განმანათლებელი კი არ იქნება, არამედ დასჯის რეალური საშუალება".


ცნობილ ბიბლიურ მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებშიც მონაწილეობდნენ ელვანი, რაბინი განმარტავს: "ელვა სინას მთაზე წინასწარი ხილვა იყო იმისა, რაც იქნება ბოლო დღეებში, როდესაც ელვა კვლავ ითამაშებს საკვანძო როლს:


"ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა. ... უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა
ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ" (გამოსვლა 20:18, 20).

"ზუსტად ასევე, - ამბობს რაბინი, - როგორც სინას მთაზე გამოვლენილ ელვას არ უნდა დაეზიანებინა ღვთის ერი, რადგან ის არ იყო ღმრთის შურისძიების იარაღი, ბოლო დღეებშიც ელვა იმსახურებს მიზნის განსაზღვრისთვის. ადამიანებისთვის, რომლებიც აღიარებენ აბრაამის ღმერთს, ეს დაემსგავსება მაღვიძარას, რომელიც მათ გამოაღვიძებს, და ეტყვის, რათა მოემზადონ იმისთვის, რაც უნდა მოხდეს".


რაბინ ბერგერის თქმით, რადგან ჭექა-ქუხილი ბობოქრობდა ბრიტანეთში ელვის გზავნილი ყველა ხალხს მიეცა, და არა მარტო ებრაელებს:


"ეს არის გლობალური გაფრთხილება, და არა მარტო ისრაელისთვის. ის, ვინც აღიარებს ღმრთის მმართველობას, გახდება გიულას (განწმენდის) ნაწილი და შეიკრიბება ისრაელი ქვეყნიერების ყველაზე შორეული ადგილებიდან"
.

წყარო: https://www.breakingisraelnews.com/88976/freak-lightning-england-presage-messiah-described-job/#ieuuRbEO8jwpwtpB.97

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/tW0Kgo60CAo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AG9DYVM6qbc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/bCjewJviMGk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню