ანტიქრისტე - გენეტიკა - მესამე ტაძრის გასაღები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

გენეტიკა - მესამე ტაძრის გასაღები

იერუსალემის მესამე ტაძარი

03.06.2017.

იუდეველი რაბინი ამტკიცებს, რომ ებრაელთა მესამე ტაძრის აღდგენის გასაღები არის გენეტიკა, და დნმ-ს მიერ მათ შეუძლიათ აღადგინონ ებრაელთა მღვდელმთავრობა.

breakingisraelnews.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იაკობ კლეიიმანი განმარტავს:


"გენეტიკა აკავშირებს თანამედროვე იუდაიზმს ბიბლიასთან, და ადასტურებს 3000 წლოვან ებრაულ ტრადიციას. ეს არის ღმრთისა და ებრაელი ერის აღთქმის გასაოცარი მოწმობა. მიუხედავად 2000 წლოვანი დევნულებისა, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი რელიგია, ჩვენი ჩვევები, ჩვენი თორა და ჩვენი გენეტიკური იდენტურობა".




კლეიმანმა, რომელმაც ცხრა წლის წინ იერუსალიმში გახსნა
ცენტრი "კოენიმი", შექმნა წიგნი მღვდელმთავრობის დნმ-ს ძალის მტკიცებულებებზე. კოენიმ-ში, ანუ მღვდელმთავრებში, იგულისხმებიან ის ებრაელები, რომლებიც, როგორც მიაჩნიათ, არიან თვით აარონის შთამომავლები.



კლეიმანის თქმით, ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა გენეალოგიის გასახსნელად, გაჩნდა მხოლოდ ამ ბოლო წლებში. გენეტიკურმა კვლევებმა, რომელიც ხაიფაში წარმოებდა, აღმოაჩინა მარკერები, რომლებიც გადაეცემიან მამისგან შვილს და რომლებიც უთითებენ ებრაულ წარმომავლობაზე, ოჯახურ ტრადიციებზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არიან მღვდელმთავართა ბიბლიური კლასის წარმომადგენლები.


"წინასწარმეტყველების თანახმად, აშენდება მესამე ტაძარი, და მაშინ, როდესაც ეს დრო დადგება, ჩვენ დაგვჭირდება მღვდელმთავრის იდენტიფიცირება. ისინი - ტაძრის მუშა ძალაა. მათ გარეშე ტაძარი ცარიელი შენობაა.




რაც შეეხება ლევიტელთა (ძველაღთქმისეულ "დიაკვანთა" - რედ.) გენურ იდენტიფიკაციას, მათ შემთხვევაში გენეტიკური ინსტრუმენტი აღმოჩნდა არაეფექტური:


"ლევიტები - ეს არის კონცეფცია, რომელიც კოენთა ანალოგიურია და ბუნებრივი იქნება ველოდოთ მათში განსაკუთრებულ გენეტიკურ მარკერს. მაგრამ ის არ არსებობს. ლევიტები ატარებენ იმავე გენეტიკურ კოდს, რასაც ყველა ებრაელები. ეს უთითებს იმაზე, რომ ლევიტელად ყოფნის ტრადიცი არც ისე ხანგრძლივი იყო, როგორც კოენად ყოფნისა".




წყარო: https://christiantruther.com/end-times/prophecy/rabbi-dna-key-rebuilding-jewish-temple/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню