ანტიქრისტე - ჩვენ ყველას გვაკონტროლებენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ჩვენ ყველას გვაკონტროლებენ

ანტიქრისტე

ავტორი: ვ. მ. ილინი, პროფესორი, მეცნიერებისა და ტექნიკის დოქტორი; "ტექნიკაში, ბუნებასა და საზოგადოებაში მართვის, ინფორმაციისა და კავშირის" საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. მოხსენება წაკითხული სახელმწიფო დუმაში დებატებზე: "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" (06.02.2006 წ.).


________________________________________________________________



ჩვენ ყველას გვაკონტროლებენ. ასე ან დაახლოებით ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოდ ანტიკონსტიტუციურ, "ელექტრონულ" კანონპროექტთა ბლოკის მიღების საბოლოო შედეგი. ხოლო საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია, დამატებითი ოქმის გათვალისწინებით, შეიძლება განვიხილოთ ყველა პერსონალური მონაცემის დაუბრკოლებელ ტრანსსასაზღვრო გადაცემად საზღვარგარეთისთვის, მათი დაგროვებისა და დამუშავების მიზნით; ხოლო უკანასკნელი შეიძლება სახელმწიფოს ღალატის აქტადაც იქნას განხილული.

როდესაც ზოგიერთი ცდილობს გვიჩვენოს როგორ ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ამ ინფორმაციის ავტომატური დამუშავების პირობებში, მხედველობიდან უშვებს იმ ფაქტს, რომ მათი ნებისმიერი დაგროვება მოქალაქეთა ნებართვის გარეშე უკანონოა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო. დღეს, სახელმწიფოებრივი თუ არასახელმწიფოებრივი ორგანოები ათასობით სისხლის სამართლის საქმეს და ადმინისტრაციულ საჩივარს უნდა იხილავდნენ კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთ უკანონო დაგროვებებთან, დამუშავებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებით; უნდა იხილავდნენ საჩივრებს პერსონალური მონაცემების გამავრცელებელთაგან დაწყებული, უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკებით დამთავრებული, რადგან მათ მხარი დაუჭირეს ფედერალურ მიზნობრივ პროგრამას სახელწოდებით "ელექტრონული რუსეთი 2002-2010". პილოტური პროგრამების ჩარჩოებში ამგვარი ბაზები სრულიად უკანონოდ იქმნება და უკვე მოქმედებს კიდევაც რუსეთის რამოდენიმე რეგიონში.

არცთუ შორეულ ისტორიაში უკვე არსებობს მაგალითი იმისა, როგორ აგროვებდა სახელმწიფო მოქალაქეთა პერსონალურ, კონფიდენციალურ ინფორმაციას დოსიეების სახით, შემდეგ კი იყენებდა მას სხვაგვარადმოაზროვნეთა, და ნაცისტური რეჟიმისადმი უკმაყოფილოთა წინააღმდეგ. ლაპარაკია მესამე რეიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციაზე - გესტაპოზე (გერმ.Geheime Staatspolizei), რომელიც 1933 წელს შექმნა ჰერმან გერინგმა.

1939 წელს გესტაპო IV სამმართველოს სახით იმპერიის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს (RSHA) შეუერთდა და პირდაპირ დაექვემდებარა ჰენრიხ მიულერს. ამ სამმართველოს განყოფილება სახელწოდებით № IV-C სწორედაც რომ დასაქმებული იყო კართოთეკებით, ბეჭდებით, დოსიეების შედგენით, ასევე პრევენტიული დაპატიმრებებითა და მოქალაქეთა თვალთვალით.

ტერმინი "დოსიე" მრავალ ენაზე (ფრანგულზე, ინგლისურზე, გერმანულზე, ესპანურზე) ერთნაირად ჟღერს და ერთსა და იმავეს ნიშნავს, კერძოდ, დოკუმენტების ერთობლიობას, ჩანაწერს რაიმე საკითხის ან საქმის გარშემო.

გესტაპოში ყოველი დოსიეს საფუძველს წარმოდგენდა სახელი, გვარი და მამის სახელი, ასევე პიროვნების სხვა, პერსონალური და "საინიტერესო" დახასიათებები, როგორიცაა "სუფთა სისხლის არიელი, ბრწყინვალე მეოჯახე, ნორდული ხასიათი, მტკიცე...". მაგრამ, თუ ვინმეს ავი თვალით შეხედავდნენ, დოსიეში ათავსებდნენ დამატებით მასალებსა და ჩანაწერებს, და უკვე ძნელი ხდებოდა იმ დასკვნების უარყოფა, რომელიც მიიღებოდა მათ საფუძველზე. ბევრს ექმნებოდა სრულიად არაკომფორტული ვითარება. ამგვარი "ჩანართების" შემდეგ ადამიანებს აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო მათ დოსიეში ამატებდნენ სააღრიცხვო ჩანაწერს - პირად ნომერს, რომელიც შემდეგ დუბლირდებოდა ტატუირების სახით მარჯვენა ხელზე ან ფეხზე. 1946 წელს ნიუნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ასეთი მოქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.

დღეს ჩვენ გვთავაზობენ დავეთანხმოთ "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" კანონპროექტის 23-ე სტატიას, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა ამგვარი სააღრიცხვო ჩანაწერი უნდა შედგეს ყველა მოქალაქეზე, დიდიან-პატარიანად, ღარიბებზეც და მდიდრებზეც, გამონაკლისის გარეშე. ხოლო 24-ე სტატიის თანახმად უნდა შეიქმნას მოსახლეობის რეგისტრი ელექტრონული დოსიეების სახით, რომლებშიც შევა ძირითადი პერსონალური მონაცემები და ზემოთხსენებული სააღრიცხვო ჩანაწერები.

მაგრამ აი რა არის საინტერესო - უნდა მოხდეს თუ არა ამ სააღრიცხვო ჩანაწერის დუბლირება ადამიანის იდენტიფიკაციისთვის, ადამიანის სხეულზე ტატუირების სახით?

რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწე, ტექ. მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გ. ვ. ბელოვი თავის მონოგრაფიაში ასე პასუხობს ამ კითხვას: "შტრიხული კოდირების ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატური იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება, - XXI საუკუნის მეცნიერულ მიღწევას წარმოადგენს... ეს არის სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის პროცესთა ავტომატიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა... რომელიც ობიექტზე შტრიხ-კოდის არსებობის აუცილებლობასაც გულისხმობს... კერძოდ, ადამიანი შეიძლება განხილულ იქნას როგორც შტრიხული კოდირების ობიექტი, რისთვისაც საჭირო გახდება "პიროვნების იდენტიფიკაციის" ტერმინის დამკვიდრება".

ამრიგად, პერსონალური მონაცემების სუბიექტი ("პერსონალურ მონაცემთა შესახებ" კანონპროექტის, 1-ლი სტატიის, § 2-ის თანახმად "იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი"), თავისუფლად შესაძლებელია გახდეს შტრიხული კოდირების ობიექტი. პიროვნების ავტომატური იდენტიფიკაციის პროცესში ის აუცილებლად გახდება ამგვარი ობიექტი! ანუ, იდენტიფიცირებადი სააღრიცხვო ჩანაწერი უნდა აღიბეჭდოს ადამიანის სხეულზე მუქი და ნათელი ზოლების, ადამიანის მხედველობისთვის ხილული და უხილავი გრაფიკული გამოსახულებების სახით.

"გამოგონების სფერო: არსებულ გამოგონებას კავშირი აქვს ადამიანთა იდენტიფიკაციასთან. უფრო ზუსტად, მოცემული გამოგონება ეხება უხილავ, წაუშლელ ტატუირებებს ადამიანებზე მათი იდენტიფიკაციისა და ფინანსური ოპერაციების უსაფრთხო განხორიცელების მიზნით. ტატუირება შეიძლება განთავსდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ადგილზე, ყველაზე სასურველია წინამხარი". რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაზე იდეალური ადგილებია შუბლი ან ხელი, რადგან ადამიანის სხეულის ეს ნაწილები ყოველთვის ღიაა და დაუფარავი.

ფიზიკურ პირთა ავტომატური იდენტიფიკაციისთვის დღეს შტრიხული კოდირების გარდა გამოიყენება კანქვეშა მაიდენტიფიცირებელი მიკროჩიპები. "ადამიანთა თვალთვალისა და აღმოჩენის მოწყობილობა იყენებს იმპლანტირებად ტრანსმიტერს, რომელიც რთავს ენერგიის წყაროს და აქტუალიზაციის სისტემას, რომლებიც მოწყობილობას შესაძლებლობას აძლევენ წლების განმავლობაში იყოს იმპლანტირებული და იმუშაოს გარედან დამუხტვის გარეშე. იმპლანტირებული ტრანსმიტერის აქტუალიზაცია ხდება დისტანციურად ან აქტუალიზდება თვით იმ პიროვნების მიერ, ვის სხეულშიაც არის ჩაკერებული. ენერგია რესივერისთვის გენერირდება ელექტრომექანიკურად, ადამიანის სხეულის კუნთების მოძრაობით. მოწყობილობა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რათა იმპლანტირებულ იქნას პატარა ბავშვის სხეულშიც და შეიძლება გამოყენებულ იქნას მოტაცებისგან მის დასაცავად..."

დღევანდელ მსოფლიოში ამგვარი კანქვეშა რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალებები, ანუ "ადამიანური შტრიხკოდები" ფართოდ გამოიყენება RFID-იმპლანტანტის, ანუ VeriChip-ის სახით ("ციფრული ანგელოზი").

1980-იანი წლების დასაწყისიდან რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის მილიონობით დამღა (RFID) გაიყიდა. ისინი გამოიყენება საქონლის ჯოგისთვის, ლაბორატორიული ცხოველებისთვის და საშიშროების სხვადასხვა პირობებისთვის. ეს ტექნოლოგია არ იყენებს ბატარეებს და ქიმიურ მასალებს. ჩიპი არასოდეს შეწყვეტს მუშაობას და მისი მოქმედების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 20 წელი. როგორ მუშაობს იგი? საიდენტიფიკაციო ნიშნული ინერტულ/პასიური (ენერგეტიკულად დამოუკიდებელი) მოწყობილობაა. როდესაც რადიოსიხშირული ენერგია გაივლის სკანერიდან, ის მუხტავს ჩიპს, რომელიც შემდეგ გამოსცემს რადიოსიგნალს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მთვლელი მოწყობილობიდან და, თავის მხრივ, მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული. როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ინფორმაცია, განსაზღვრავს მონაცემთა ბაზისა და დაცვის სისტემის ადმინისტრატორი".

ამრიგად, გავიდა სულ რაღაც 60 წელი, და მსოფლიომ დაივიწყა საკონცენტრაციო ბანაკების ტატუირებები, პერსონალური მონაცემების დუბლირება გესტაპოების დოსიეებში. მეტიც, ევროპის ეთიკის კომისიამ 2005 წელს განაცხადა: "იმპლანტანტების გამოყენება თვალთვალისა და დევნისთვის დასაშვებია, თუ კანონმდებელი გადაწყვეტს, რომ ეს სასწრაფო და გამართლებული მოთხოვნილებაა".

მაგრამ რუსეთში კანონმდებელი ჯერაც წყვეტს ადამიანის იდენტიფიკატორის ყოფნა-არყოფნის საკითხს. რუსეთში ადამიანურობის ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, რა არის...

რატომ დადგა ეს პრობლემა რუსეთში ასე მძაფრად და თანაც დღეს? როგორც ჩანს, ტექნიკურად უკვე ყველაფერი მზადაა და გამოცდილია ათწლეულების განმავლობაში, გამოცდილია მაიდენტიფიცირებელი ტექნოლოგიების უახლესი გამოგონებები. ადამიანებს უკვე აღარ ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი - ვინ ვის წინააღმდეგ იბრძოდა და ვინ გაიმარჯვა. რუსეთს აჩქარებენ - და მნიშვნელობა არა აქვს იმას, ჯერ კიდევ ყველა სოფელში რომ არ არის ტელეფონი, ტელევიზორი თუ ინტერნეტი. მთავარია კანონმდებლობითად გაატარონ თანხმობა ახალ ციფრულ ანტისახელზე, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში, სამუდამოა და სიკვდილამდე დარჩება ადამიანს; ხოლო მოსახლეობის პერსონალური აღრიცხვის სისტემის კონცეფციის შესაბამისად (СПУН), ის წარმოადგენს სისტემის წარმომქმნელ ელემენტს ყველა საუწყებო მონაცემთა ბაზის ურთიერთკავშირისთვის, ერთიან გამანაწილებელ საინფორმაციო სისტემაში.

მიზანი ერთია - შეიქმნას ყოვლისმომცველი ელექტრონული დოსიე თითოეულ ადამიანზე, რომელსაც სახელის დარქმევამდე მიენიჭება ნომერი.

ასეთი დოსიესადმი წვდომის გასაღები გახლავთ ადამიანის იდენტიფიკატორი ან პერსონალური მონაცემების სააღრიცხვო ჩანაწერი მოსახლეობის რეესტრში. იდენტიფიკაცია ხომ - ეს თანაბრის თანაბართან შეფარდებაა, ანუ ადამიანის ნომრის შეფარდება მისი ფაილ-დოსიეს ნომერთან. და, თუმც ჯერ კიდევ ამ ნომრით არ იდაღება ადამიანის სხეული, კანონმდებელი იძულებულია მოითხოვოს ადამიანის ბიომეტრიული მახასიათებლები იმის დასადასტურებლად, რომ წარდგენილი ნომერი სწორედ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის.

ვარაუდობენ, რომ დოკუმენტის მიკროჩიპში ისეთი მახასიათებლების ჩაწერა, როგორიცაა "თითებისა და ხელისგულთა ანაბეჭდები, დნმ-ს ანალიზის შედეგები, სახის ციფრული ხატი, თვალის ბადურის სურათი და სხვა" (§ 6, სტ. 5 კანონპროექტიდან "პერსონალურ მონაცემთა შესახებ" ("О персональных данных")) "ერთი ერთზე" შედარების, ანუ აუტენტიფიკაციის რეჟიმში, შესაძლებლობას მისცემს კანონმდებელს ცალსახად ამტკიცოს, რომ იმავე მიკროჩიპში მდებარე საიდენტიფიკაციო ნომერი ნამდვილად ამ ადამიანს ეკუთვნის. შემდეგ, "ერთის მრავალთან" შედარების (იდენტიფიკაციის) რეჟიმში ხდება მონაცემთა ბაზაში, პერსონალურ მონაცემთა სააღრიცხვო ჩანაწერში, ადამიანის შესაბამისი ნომრის ძიება, რომელიც ამავე ნომერს შეიცავს.

ამგვარად, ნებისმიერი ბიომეტრია და შესაბამისი ძვირადღირებული ტექნოლოგიური მოწყობილობა საჭირო აღარ იქნება, თუ ადამიანი დათანმხდება ან კანონმდებელი აიძულებს მას კანქვეშ ჩაიკეროს ამოუღებელი ჩიპი მთელს მსოფლიოში უნიკალური ნომრით.

ბოლოს და ბოლოს, ხომ გამჟღავნდება სიმართლე იმის შესახებ, რომ ბიომეტრიული პარამეტრებით ადამიანის ამოცნობის მეთოდები დაფუძნებულია თვით ამ პარამეტრების "უნიკალურობის" ჯერაც საეჭვო, დაუმტკიცებელ ჰიპოთეზაზე (ამგვარი პარამეტრების მილიონობით მასივების დაგროვება სწორედაც რომ უარყოფს ამგვარ ჰიპოთეზას) და მათი უცვალებლობა ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში უეჭველი როდია (მაგალითად, აღმოაჩინეს დნმ-ს "მოხტუნავე" გენები, რომლებიც წარმოიქმნებიან განსაზღვრული პრეპარატებისა და გამოსხივებების ზეგავლენის დროს); რომ აბსტრაქტული ციფრული მოდელები შესაძლებლობას არ იძლევა აღწერილ იქნას დედამიწის მოსახლეობის 4-6%; რომ ინსტრუმენტალური ცთომილება ყოველი მეთოდისა 3-დან 60%-მდეა; რომ სილიკონის დახმარებით შეიძლება გაყალბდეს არა მარტო თითების ანაბეჭდები, არამედ ამგვარ მიკროჩიპზე ხაკერული შეტევების შედეგად შეიძლება გააყალბონ ნებისმიერი სხვა პარამეტრიც.

სხვა საქმეა როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები მიეჩვევიან თავიანთი სხეულის მახასიათებლების ჩაბარებას, მიანდობენ სკანერებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, რის შედეგადაც დაგროვდება ეთნიკური და სოციალური ჯგუფების კონფიდენციალურ მონაცემთა კოლოსალური ბაზა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ამა სოფლის ძლიერთ შეიმუშაონ მასობრივი განადგურების ადრე არნახული, გენეტიკური იარაღი.

მაგრამ, ადრე თუ გვიან, იტყვიან, რომ ამგვარი საშუალებები ძვირადღირებული სიამოვნებაა, თანაც არაეფექტურია, ჩიპიანი ბარათები ადვილად იკარგება, ამიტომაც, არსებობს უნიკალური საშუალება - კანქვეშა მიკროჩიპი, - დოკუმენტები და ფული "ერთ ფლაკონში". იმ დროისთვის მიკროჩიპები უკვე თავს მოუყრიან სამედიცინო და არასამედიცინო ფუნქციებს ადამიანის ნერვულ სისტემასთან უშუალო კავშირით. მკაცრად მართვადი კიბერსოციუმი, ადამიანთა ჯოგი - აი მომავალი, რომელსაც დღეს რუსეთში და რუსეთის ხარჯზე აშენებს მსოფლიო საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოება. და ეს იქნება დანაშაული ღმრთისა და ადამიანზე საღმრთო განგების წინააღმდეგ, რომლისთვის სასჯელს არ ექნება დასასრული მომავალ, მარადიულ საუკუნეში...

არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ ადამიანთა მსოფლიო ციფრული იდენტიფიკაციისა და მულტიმიზნობრივი ტექნოლოგიების საყოველთაო დანერგვით, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ტექნიკურად და ტენოლოგიურად, დაიწყება კონკრეტული ადამიანების, ასევე ეთნიკური ჯგუფებისა და ცალკეული სოციალური ჯგუფების უფლებათა პირდაპირი დარღვევები.

ადამიანთა ციფრული იდენტიფიკაცია შეიძლება გადაიქცეს ფუძემდებლური უფლებების მასობრივი განადგურების მაღალეფექტურ იარაღად, აღკვეცოს ადამიანისა და მთელი ხალხების კანონიერი ინტერესები.

აი, ამ ახალი ზეიარაღის მხოლოდ ზოგიერთი და ძირითადი გამაოგნებელი ფაქტორები, რომლებიც ანადგურებენ პიროვნების უფლებებს:

ადამიანთა პიროვნული ღირსების განადგურება. ადამიანური ღირსება - ერთ-ერთი ფუძემდებლური კონცეფციაა (სხვა განუყოფელ უფლებებთან და კონცეფციებთან ერთად), რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ეფუძნება. ადამიანური ღირსება დამახასიათებელია ადამიანისთვის, და მისი დარღვევის უფლება არავის აქვს (ამგვარი დარღვევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე: გაეროს განაწესის 55-ე მუხლი; ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის შემაჯამებელი აქტი (ჰელსინკი, 1975 წ.) რფ სამოქალაქო კოდექსი §§ 1 და 7, სტ. 152).

უდანაშაულობის პრეზუმფციის დაკარგვა. პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის შემოტანითა და იმგვარი ბიომეტრიული დახასიათების მქონე საპასპორტო-სავიზო დოკუმენტების დამკვიდრებით, როგორიცაა, მაგალითად, თითების ანაბეჭდი, ადამიანი დაბადებიდანვე იწერება პოტენციურ დამნაშავეთა რიგში, ანუ ფაქტობრივად ის ადრიდანვე და მთელი სიცოცხლის განამავლობაში ეჭვმიტანილია არჩადენილ დანაშაულებში. ტექნიკური წუნის შემთხვევაში (ვირუსული შეტევა ან მესამე პირთა წინასწარგანზრახული ბოროტმოქმედებანი) შესაძლოა დამახიჯნდეს ადამიანის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ასეთ დროს ადამიანი იძულებული გახდება თავიდან შეჰკრიბოს მტკიცებულებები (ქაღალდის დოკუმენტები მალე გავა მოხმარებიდან. მსოფლიოს ქვეყნები უკვე გადადიან სრულ ელექტრონულ დოკუმენტირებაზე) და ამ დამახინჯებათა აღმოფხვრის შემდეგაც კი იძულებული იქნება ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ხოლო უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის თანახმად, ადამიანი თავის უდანაშაულობას არ უნდა ამტკიცებდეს (ირღვევა:, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 11-ე სტატიის § 1; ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტების მე-14 სტატიის § 2; ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვის ევროპის კონვენციის 6-ე სტატიის § 2; რფ-ს 1993 წლის კონსტიტუციის (გვ. 49) სტატიები: 13, 20, 208, 309; ასევე რფ-ს სისხლის სამართლისა და პროცესუალური კანონმდებლობის სხვა ნორმები).

მოწმობა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ციფრული იდენტიფიკაციის შემოტანის შემთხვევაში იქმნება ყველა უწყების მონაცემთა გაერთიანებული ბაზები, რომელიც არაფრით იქნება შეზღუდული იფნორმაციის ტრანსასაზღვრო გადაცემის მხრივ, მეტიც, შესაძლებლობა იქმნება შესაბამის ანაზღაურებაზე ან რაიმე შეთანხმების საფუძველზე მოპოვებულ იქნას ადამიანის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია. შეუძლებელი გახდება პირადი ცხოვრების ხელუხლებლობა, ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი საიდუმლოდ დაცვა. ადამიანი დაბადებიდანვე არ უნდა მოწმობდეს საკუთარი თავის წინაღმდეგ და უფლებას აძლევდეს ვიღაცას უკანონოდ აგროვოს მისი პირადი და კონფიდენციალური მონაცემები (ირღვევა.რფ-ს სისხლის სამართლისა და პროცესუალური კოდექსის 20, 68, 302 მუხლები).

სინდისის, აზროვნების, რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების დაკარგვა. ადამიანის თავისუფლებისა და ძირითადი უფლებების პატივისცემის პრინციპი, პირდაპირ არის დაკავშირებული დღეს მშენებარე საინფორმაციო-ფიჭურ საზოგადოებასთან. ამგვარ საზოგადოებაში ინფორმირებულობის უფლება მოითხოვს გამოიყენოს ესა თუ ის ინფორმაცია ან თვითონ გახდეს ინფორმაციის მატარებელი და საკუთარი თავის შესახებ თვითონ გადასცეს ცნობები სპეცსამსახურებს, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის განუწყვეტელ კონტროლს და ყველა იმ ადამიანის გამოვლენას ელტვიან, ვისი სავაჭრო, საქმიანი და ინტელექტუალური საქმიანობა რაღაცით მაინც განსხვავებული იქნება სტანდარტულისგან, ანუ იქნება "არაპოლიტკორექტული".

პოლიტიკური ნების უფლების დაკარგვა. "ელექტრონული მთავრობის" ცნება განუყრელად არის დაკავშირებული "ელექტრონული მოსახლეობის" ცნებასთან, სადაც ყოველი მოქალაქე დარეგისტრირებული იქნება უნიკალური და მსოფლიო საიდენტიფიკაციო ნომრით. სახელმწიფოთა მსოფლიო გადასვლა უქაღალდო ტექნოლოგიებზე, ელექტრონულ არჩევნებზე და ელექტრონულ ხმის მიცემებზე, "მართვადი დემოკრატიის" მეშვეობით საერთოდ გადააშენებს დემოკრატიას ეროვნულ-დამოუკიდებელ სახელმწიფოებში და გადავა "პირდაპირ დემოკრატიაზე", საბოლოოდ კი ზეეროვნულ სუპერდიქტატურაზე.

გადაადგილების თავისუფლების დაკარგვა. კომპიუტერულ სისტემებში ჩავარდნებისა და "გაჭედვების" შემთხვევაში ან კიდევ კონფიდენციალური ინფორმაციის წინასწარგანზრახული დამახინჯების შემთხვევაში, ადამიანის საიდენტიფიკაციო ნომერი შესაძლოა დაიბლოკოს, მოხვდეს ე. წ. "სტოპ-ლისტში" რის შემდეგაც ადამიანს აღარ შეეძლება თავისუფალი და უპრობლემო გადაადგილება (ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახაბ საერთაშორისო პაქტის 12-ე მუხლის 1 პარაგრაფი0.

იძულებითი გაწევრიანება ბოროტების სისტემაში - სატანის ანტიეკლესიაში. ვერავინ შესძლებს დამოუკიდებელი ასოციაციის შექმნას. პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის შემოტანა გულისხმობს, რომ ბოლოს და ბოლოს, აიძულებენ ყველას გააერთიანდნენ, როგორც მსოფლიო საინფორმაციო-ფიჭური ქსელის კვანძები და აიძულებენ ყველას შევიდნენ სატანის ანტიეკლესიაში.

კანონპროექტი "პერსონალური მონაცემების შესახებ" ეხება რუსეთის ყოველ მოქალაქეს და მეორე წაკითხვის შემდეგ ითხოვს სახალხო განხილვას. კანონპროექტის დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ პრესაში. უნდა შეიქმნას შენიშვნებისა და წინადადებების მიმღები კომიტეტი, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ ან უარვყოთ იგი.

კანონი "პერსონალური მონაცემების შესახებ", პიროვნების შესახებ ინფორმაციის დაგროვების, დამუშავებისა და შენახვის დროს, უნდა პასუხობდეს პიროვნების ღირსების დამცველ შემდეგ პრინციპებს:

1. დაუშვებელია ადამიანისადმი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება. დაუშვებელია ყოველგვარი დისკრიმინაცია ციფრულ იდენტიფიკატორზე მოქალაქის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში.

2. პირადი ხასიათის ცნობები განსაკუთრებულად უნდა იქნეს დაცული. როდესაც ლაპარაკია პირადი ცხოვრების სფეროს დაცვაზე კერძო ინტერესი უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.

3. პიროვნული ხასიათის ინფორმაციის დაგროვება და იდენტიფიკაცია არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული. დაუშვებელია ადამიანზე საიდუმლოდ ინფორმაციის შეგროვება და მათი არამიზნობრივი გამოყენება.

4. დაუშვებელია ადამიანის იდენტიფიკაცია ავტომატურ რეჟიმში. დაუშვებელია რაიმენაირი დისკრიმინაცია ავტომატურ იდენტიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში.

5. იმ მასალების გაცნობა, რომლებიც შეიცავენ კერძო ხასიათის ცნობებს, შეიძლება მხოლოდ თვით პიროვნების თანხმობით, რომელსაც ეს მასალები ეხება.

6. დაუშვებელია საინფორმაციო რესურსების გაერთიანება ერთიან გამანაწილებელ მონაცემთა ბაზად, რომელსაც გააჩნია ერთი, საზოგადო იდენტიფიკატორი

7. მონაცემთა ანალიტიკური დამუშავება, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს უნდა ტარდებოდეს მხოლოდ ამ მონაცემთა შეგროვების დონეზე. საინფორმაციო რესურსებს არ უნდა გააჩნდეთ მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა, რომლის დროსაც დაბალი საფეხურების მონაცემები სრული სახით გადადიან სხვა საფეხურზე მიზნობრივი დამუშავებისთვის.

8. მონაცემები უნდა დამუშავდეს პატიოსნად და კანონის სრული დაცვით.

9. მონაცემთა დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად.

10. მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური (არა გადაჭარბებული).

11. მონაცემები უნდა იყოს ზუსტი.

12. მონაცემები არ უნდა ინახებოდეს საჭიროზე მეტ ხანს და მოცემული მიზნის მიღწევის შემდეგ უნდა განადგურდეს.

13. მონაცემები უნდა დამუშავდეს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლება პატივსა და ღირსებაზე, არ უნდა შეიბღალოს ადამიანის სახელი და პიროვნება.

14. მონაცემები საიმედოდ უნდა იყოს დაცული.

15. დაუშვებელია მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციებისადმი, კერძო პირებისადმი ან საზღვარგარეთ თვით პიროვნების ნებართვის გარეშე, და ყოველი ასეთი აქტი უნდა იქნეს აღკვეთილი. ყოველ შემთხვევაში გადაცემის ასეთი აქტი შევსებულ უნდა იქნეს შესაბამისი სახით.

16. პერსონალური ხასიათის მონაცემთა შეკრების, დამუშავებისა და გადაცემის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილ უნდა იქნას იმ პირთა პერსონალური პასუხისმგებლობა, ვინც ასრულებს ამ სამუშაოს. ნებისმიერი მოქმედება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი პირის სახელისა და გვარის მითითებით; უნდა იყოს მითითებული ასევე პირადი მონაცემების დაგროვების მიზანი, მოცულობა და მეთოდი; აღნიშნულ უნდა იქნეს მონაცემთა სუბიექტის პირად მონაცემებში შეტანილი ბოლო შესწორების თარიღი; მითითებულ უნდა იქნეს პირადი მონაცემების მოპოვების წყარო, თუ არსებული მონაცემების გაჟღერება აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით; ცნობილი უნდა იყოს ავტომატიზირებული დამუშავების მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა სისტემური და ავტომატიზირებული დამუშავებების დროს, და რომლის გამოყენებისთვისაც მიიღებოდა ინდივიდუალური ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები.

17. პერსონალური მონაცემების შეკრების, შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ყველა შექმნილი საინფორმაციო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ამ პრინციპებს, ხოლო უკვე მოქმედი, მაგრამ ამ პრინციპებთან შეუთავსებელი სისტემა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

18. პერსონალური ხასიათის ინფორმაციაზე უფლების დარღვევის ყველა შემთხვევა განხილულ უნდა იქნეს სასამართლო წესით, ხოლო დამრღვევი დასჯილ იქნეს კანონის შესაბამისად.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню