ანტიქრისტე - ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?

სატანის წარღვნამდელი პროექტი და მისი თანამედროვე "რემეიკი"

გამოკვლევის მცდელობა

წარღვნამდელი ცივილიზაცია

წინამდებარე გამოკვლევაში ჩვენ, საკუთარი ძალისაებრ და ღმრთის შეწევნის იმედით, შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს. ჩვენის აზრით, არსებობს ყოველგვარი საფუძველი, ამ თემას მივანიჭოთ უდიდესი მნიშვნელობა და განვაცხადოთ, რომ ის განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის.

ავტორთა ჯგუფი



შინაარსი



წინათქმა

1. პირამიდები

2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია

3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?

4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი



* * *

წინათქმა



გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.
3 ეზრა. 9:20




წინამდებარე გამოკვლევაში, მოცემულ გამოკვლევაში ჩვენ, საკუთარი ძალისაებრ და ღმრთის შეწევნის იმედით, შევეცდებით ფარდა ავხსნათ მთელ რიგ მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად შესწავლილ საკითხებს, რომელიც ეხება წარღვნამდელი კაცობრიობის, უფრო სწორედ, წარღვნამდელი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზებს. ჩვენის აზრით, არსებობს ყოველგვარი საფუძველი, ამ თემას მივანიჭოთ უდიდესი მნიშვნელობა და განვაცხადოთ, რომ ის განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის.

ღმრთის ნებით, დღეს, ჩვენთვის საჭირო დონით გვეხსნება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი, ანუ არსი იმ ცივილიზაციისა, რომელიც დედამიწაზე მსოფლიო წარღვნის წინ შეიქმნა, რომლის დროსაც, როგორც ბიბლიიდან ჩანს, დაიღუპა მთელი კაცობრიობა, მართალი ნოეს ოჯახის გარდა. და ყველაზე უმთავრესი, რაც სადღეისოდ ნათლი ხდება, არის ის, რომ წარღვნამდელი კაცობრიობა უბრალოდ ღმრთისწინააღმდგომი კი არ იყო, არამედ პირდაპირ ღმრთისმბრძოლი; რომ მასში დაწყებული იყო გლობალური ოკულტურ-სატანური სისტემის მშენებლობა, მიმართული რომელიღაც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანური პროექტის განსახორციელებლად. აი, რატომ აღხოცა პირისგან მიწისა უფალმა ეს ცივილიზაცია, როდესაც მთელს დედამიწას წარღვნა მოუვლინა ისე, რომ მთელი ტერიტორია, სადაც კი შეიძლებოდა განლაგებულიყო ობიექტები, რომლებიც ამ ცივილიზაციამ ააშენა, დღემდე წლითაა დაფარული. წარღვნის დროს ხომ წყალს ეჭირა დედამიწის ზედაპირის მხოლოდ ერთი მეშვიდედი ნაწილი, როგორც ამას ბრძანებს ეზრა, ამჯერად კი - ორი მესამედი უჭირავს.

რატომ არის საჭირო სწორედ დღეს გავარკვიოთ მსოფლიო წარღვნის დროს დაღუპული ცივილიზაციის არსი და იმ პროექტების ცოდნა, რომელსაც ეს ცივილიზაცია ახორციელებდა? იმიტომ, რომ ჩვენს დროს, როდესაც სამყაროს აღსასრული მოახლოვებულია, დაწყებულია იგივე სატანური პროგრამის, ღმრთისმბრძოლი გეგმებისა და პროექტების განხორციელება, რაც წარღვნამდე იყო, და ეს პროექტები ისევ ღმრთის მოწინააღმდეგე ძალთა მიერ, ამჯერად უკვე, თანამედროვე მეთოდებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ხორციელდება. ხოლო, საზოგადო, სტრატეგიული გეგმა - ეს არის გლობალური სატანური რელიგიის შექმნის, ანუ კაცობრიობაზე სატანის "გამეფების", სატანის გლობალური თაყვანისცემისა და მისი გაღმერთების გეგმა. თუმცა, ამის შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი, ჩვენი გამოკვლევის ბოლოს. ჩვენს თხრობას კი პირამიდებით დავიწყებთ.


1. პირამიდები


ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვიცით, რომ ეგვიპტეში არსებობენ პირამიდები. ისინი კაიროს აღმოსავლეთიდან ათეულობით კილომეტრებზეა გადაჭიმული. ყველაზე მაღალი და ცნობილი პირამიდაა ხეოფსის "დიდი პირამიდა". მისი სიმაღლეა 146 მეტრი (ეიფელის კოშკის მშენებლობამდე, რომელიც ააგეს 1889 წელს, ხეოფსის პირამიდა დედამიწაზე ყველაზე მაღალ ნაგებობად მიიჩნეოდა). ე. წ. "სამყაროს შვიდი საოცრებიდან" ის არის ყველაზე უძველესი და ერთადერთი შემონახული "საოცრება". სასკოლო სახელმძღვანელოებში წერია, რომ ეგვიპტის პირამიდები ააშენეს მონებმა და წარმოადგენენ საკულტო ნაგებობას - საძვალეებს, სამარხებს, სადაც ფარაონები არიან დამარხულნი. თუმცა, სინამდვილეში ეს მთლად ასე როდია.

გამოკვლევებმა, რომლებსაც ეგვიპტოლოგები და სხვა მეცნიერები აწარმოებდნენ, აჩვენა, რომ ამგვარი ნაგეგობის აშენება არ შეეძლო მონათა მრავალათასიან ჯარსაც კი. გარდა ამისა, პირამიდებში არათუ არავის აღმოუჩენია მუმია, არამედ არაფერი იმგვარი, რაც მათ საძვალეთა თუ სამარხების ფუნქციას დაადასტურებდა (როდესაც ხეოფსის სარკოფაგი გახსნენ, მუმიის ნაცვლად აღმოაჩინეს... მხოლოდ პატარა ქანდაკება. მკვლევარებს, რომლებიც პირამიდებში ფარაონთა სამარხებს ხედავდნენ, იმედი გაუცრუვდათ. ხოლო ნილოსის ნაპირებზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარული ადგილი, სადაც გამოქვაბულებში მუმიფიცირებული იყო ახალი სამეფოს თითქმის ყველა ფარაონი).

ნამდვილად ძნელი წარმოსადეგნია, რომ ისეთი გრანდიოზული და უზარმაზარი ნაგებობები მხოლოდ იმიტომ ყოფილიყო აშენებული, რომ მათში დაემარხათ ერთი ადამიანი (თუნდაც ფარაონი). მრავალი თანამედოვე მეცნიერი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამარხების თეორიას და თვითონ აყენებენ ისეთ თეორიას, რომელსაც, მათი აზრით, შეუძლიათ საფუძვლიანად შეარყიონ საზოგადოდ მიღებული წარმოდგენები კაცობრიობის ისტორიაზე.

პირამიდების პარამეტრებისა და სივრცობრივი განლაგების ზუსტმა გაზომვამ, რომელიც მრავალმა მკვლევარმა განახორციელა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ასე მაგალითად, პირამიდებში საფუძვლის სიგრძის შეფარდება სიმაღლესთან შეადგენს ე. წ. "ოქროს კვეთის" პროპორციას (რომელიც პირამიდებს ანიჭებს მძლავრ ენერგეტიკულ ეფექტს, რომელსაც ყველა მკვლევარი აღიარებს). პირამიდის პერიმეტრი, გაყოფილი ორმაგ სიმაღლეზე, გვაძლევს რიცხვს "პი". პირამიდების გვერდით და მათ შიგნით არაერთხელ შეუნიშნავთ სხვადასხვა სახის გაუგებარი მოვლენა. ექსპერიმენტების დროს, პირამიდების შიგნით აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის მარგებელი წერტილები, ან პირიქით - ადგილები, რომლებიც თრგუნავენ ცოცხალ ორგანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ, სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი პირამიდებისადმი, ძველი ცივილიზაციის ამ "საჩუქრისადმი". ბოლო დროს უცხოურ და სამამულო პრესაში გამოჩნდა მრავალი წიგნი და სტატია, რომელიც ეძღვნება ძველი და ახალი პირამიდების უჩვეულო თვისებებს (იხ. მაგ.: Ю. О. Липовский, "Пирамиды исцеляют и защищают"; "Пирамиды и маятник на страже вашего здоровья: Практическое руководство по применению").

დღემდე აშენებენ პირამიდალური ფორმის საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებს; სხვადასხვა მასალისგან (შუშა, პლასტმასი, ფანერი, მეტალი, ბუნებრივი ქვა) მზადდება სხვადასხვა ზომის პირამიდები. ვიღაცამ ეგვიპტური პირამიდების მიხედვით (ანუ, იმავე პროპორციების დაცვით) თვითონ ააგო პირამიდა, მოათავსა სამართებელი, რომელიც თვითონ აილესა (ამ მოვლენის შესახებ სამეცნიერო გამოცემებიც წერდნენ); ვიღაცამ, დიდი მოსავლის მოწევის იმედით, პირამიდებში სხვადასხვა მცენარის თესლი გაახარა; ვიღაცა ასეთ პირამიდალურ ნაგებობებში ინახავს მალფუჭებად პროდუქტს, ვიღაცა "მუხტავს" წყალს, მალამოს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებას. მოკლედ, მიიჩნევა, რომ პირამიდები ატარებენ გამაჯანსაღებელ თვისებას და ამაღლებენ ადამიანის სულიერების დონეს, იცავენ მას გეოპათოგენური გამოსხივებებისგან (მაგ. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მავნე გამოსხივებებისგან), იცავენ და ხსნიან "გათვალვას" და სხვა ნეგატიურ ზემოქმედებას, ავითარებენ "ნათელმხილველობას". მაგრამ, ამ თემაზე არსებული პუბლიკაციებში ყოველთვის არის მითითება იმის შესახებ, რომ პირამიდების "არასწორად" გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ჯანმრთელობის დაზიანება და ა. შ.

მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ ეგვიპტის პირამიდებს. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი შეიქმნენ არა პრიმიტიული, მონური შრომის, არამედ საკმაოდ განვითარებული და ფანტასტიკური (თანამედროვე სპეციალისტთა განმარტებით) სამშენებლო ტექნოლოგიების შედეგად. აბსოლუტურად იდეალური სწორი კუთხეები, არაჩვეულებრივი სიმეტრია, 2,5 ტონიდან 15 ტონამდე ქვის უამრავი ბლოკის შექმნისა და დამუშავების გასაოცარი ტექნოლოგია. ზოგიერთი ქვა ძალიან მტკიცეა (გრანიტი, კვარციტი, ბაზალტი და სხვა). ეგვიპტეში არსებობს ნაგებობები, რომლების აშენებულია მონოლითურად და რომლებიც იწონიან 800 და 1000 ტონასსაც კი (ეს ხომ გიგანტური სიმძიმეა) (შედარებისთვის: სტანდარტულ, გადამზიდ ვაგონს შეუძლია მხოლოდ 60 ტონა ტვირთის გადაზიდვა). ბლოკების ზომები, რომლებისგანაც არის აგებული პირამიდები, დამუშავებულია 0,2 მმ სიზუსტით, რომლებიც ყველა მხრიდან ალესილი და დამუშავებულია, თანაც ეს გიგანტური ქვები ისე ზუსტად არის ერთმანეთთან მიერთებული, რომ მათში ნემსის შერჭობაც კი შეუძლებელია.

თანამედროვე, პროფესიონალი მშენებლების გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პირამიდების მშენებლებს გააჩნდათ ჩვენთვის წარმოუდგენელი ინსტრუმენტები. ასე, მაგალითად, როდესაც იკვლევდნენ ნასვრეტებს გრანიტის ბლოკებში, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირამიდის მშენებელთა საბურღი თავისი სიძლიერით 500-ჯერ აღემატებოდა ყველაზე თანამედროვე სახვრეტს. პირამიდის მშენებლებს შეეძლოთ გასაოცარი სისწრაფით და სიმარდით არა მარტო გამოეჭრათ ქვის უზარმაზარი ბლოკები, არამედ კარაქივით ჩამოეჭრათ მთის ქანები (მკვლევარებმა ტერმინიც კი შეიმუშავეს: "პლასტელინის ტექნოლოგია"). ზოგიერთი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ გადაეადგილებინათ და სიმაღლეში აეწიათ ასეთი უზარმაზარი სიმძიმეები იმიტომ, რომ მათ განკარგულებაში იყო ლევიტატიური (მფრინავი) ტექნოლოგია, რომლის შესახებაც თითქოსდა მეტყველებენ მითები და მსოფლიოს მრავალი ხალხის გადმოცემები.

ცალკეული მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ ქვის ტალღურ ბუნებაზე.

თანამედროვე მეცნიერება იძულებულია აღიაროს არა მარტო ის, რომ არ იცის, როგორი ტექნოლოგიის მეშვეობით აღწევდნენ ასეთ გასაოცარ შედეგს პირამიდების მშენებლები, არამედ ისიც, რომ ამგვარი შედეგის მიღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია. მაშ, როგორ ახერხებდნენ ძველი ეგვიპტელები, რომლებსაც არ გააჩნდათ ამწეები, სატვირთო ავტომობილები და სხვა სამშენებლო ტექნიკა და სპეციალური მოწყობილობა, მოეპოვებინათ და დაემუშავებინათ ქვის უზარმაზარი მასები, გადაეტანათ ის დიდ მანძილზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე უფრო მაღალ ხარისხში დაემუშავებინათ და ბოლოს, აეზიდათ ისინი უდიდეს სიმაღლეზე? და რა არის მათი ჭეშმარიტი დანიშნულება? ეს ყოველივე დღემდე კაცობრიობის "უდიდეს გამოცანად" მიიჩნევა. ამდენად, მოდი, ღმრთის შეწევნით, შევეცადოთ თუნდაც რაღაც ზომით მაინც ფარდა ავხსნათ ამ საიდუმლოს.


2. ერთიანი წარღვნამდელი ცივილიზაცია




უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეგვიპტე არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც პირამიდები შემორჩა. მსგავსი ნაგებობები ნაპოვნია პლანეტის სხვა მრავალ ადგილზეც: მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ატლანტიკური ოკეანის ფსკერზე, იაპონიის ზღვის ფსკერზე... ეს ყოველივე კი ლაპარაკობს იმაზედ, რომ ეს იყო ერთიანი, გლობალური ცივილიზაცია.

პრაქტიკულად ყოველ კულტურაში არის ლეგენდა წყალში ჩაძირულ ქალაქებსა და კონტინენტებზე, ძველ, განვითარებულ ცივილიზაციებზე, რომლებიც ოკეანის ფსკერზე განისვენებენ, ზეადამიანებზე, "ღმერთების ქალაქებზე", გლობალურ კატასტროფაზე (წარღვნაზე), რომელიც ჩვენმა პლანეტამ განიცადა რამდენიმე ათასი წლის წინათ. "როდესაც ღმერთები განრისხდნენ ადამიანებზე, რომლებიც შექმნეს, დედამიწა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, წყალში ჩაიძირა", - ნათქვამია, მაგალითად, ერთ ერთ ძველეგვიპტურ პაპირუსში (რომელიც ეხება მეორე ათასწლეულის მიწურულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სინამდვილეში, თითქმის ყველა ეს ლეგენდა (მითები, თქმულებები და გადმოცემები) მეტყველებენ ერთ, წარღვნამდელ ცივილიზაციაზე. მის შესახებ მეტყველებენ მრავალრიცხოვანი აღმოჩენები, "მეცნიერ-ატლანტოლოგთა" (დაღუპული ატლანტიდის, ლემურიის, მუს და სხვა მსგავსი ცივილიზაციების მაძიებლები) თეორიები და ვარაუდები (იხ. მაგალითად ვ. ი. შერბაკოვის წიგნი "Все об Атлантиде". სადღეისოდ შეიძლება ვიპოვოთ მრავალი წიგნი, რომელიც "ატლანტოლოგიას" ეძღვნება. რუსეთში ორგანიზაციაც კი არსებობს, რომელსაც "ატლანტიდის პრობლემის შემსწავლელი რუსული საზოგადოება" ეწოდება). წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენები მთელს მსოფლიოშია მიმობნეული. ეს არის არა მარტო გრანდიოზული პირამიდები, არამედ სხვა ამოუხსნელი ობიექტები: მრავალრიცხოვანი მონუმენტები, ობელისკები, მეგალიტები და სხვა ნაგებობანი. ასევე, გაუშიფრავი დამწერლობები, ძველი რუქები, გიგანტური მიწისზედა გეომეტრიული ფიგურები და ზოლები, გასაოცარი გამოსახულებები და საგნები. ყველაზე იდუმალებით მოცულ ობიექტებს შორისაა: აღდგომის კუნძულის ქანდაკებები და სტოუნჰენდჯი ინგლისში.



სტოუნჰენდჯის ასაშენებლად გამოყენებული იყო 5 და 25 ტონიანი ბლოკები, ასევე რამოდენიმე პლიტა (დამუშავებული, პოლირებული ზედაპირით), რომლიდანაც თითოეული 50 ტონას იწონის. და ეს უზარმაზარი ქვები მშენებლებმა არა მარტო შორიდან მოზიდეს (როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ორასი კილომეტრის სიშორიდან, რადგან ის სამშენებლო მასალა, რომელიც სტოუნჰენდჯის ასაგებად გამოიყენებოდა ახლომახლო არსად არის), არამედ ეს გრანდიოზული ქვები ვერტიკალურად ჩადეს ნიადაგში.

სტოუნჰენდჯი ძველინგლისურში "დაკიდებულ ქვებს" ნიშნავს. ძველად მას კიდევ "გიგანტთა ცეკვას" უწოდებდნენ და მის შექმნას ბრიტანული ლეგენდების მითოლოგიურ პერსონაჟს, ჯადოქარ მერლინს მიაწერდნენ. ლეგენდის მიხედვით, სტოუნჰენდჯის ქვები გადაიტანეს საჰაერო გზით - რაც შეიძლება უთითებდეს ერთგვარ ლევიტატიურ ტექნოლოგიაზე. გასული წლების 60-იან წლებში ასტრონომმა ჯერალდ ჰოპკინსმა წამოაყენა ჰიპოთეზა და საკმაოდ დამაჯერებლად დაამტკიცა კიდეც: მან ივარაუდა, რომ სტოუნჰენდჯი - ეს არის ძველი ასტრონომიული ობსერვატორია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს იყო გამოთვლითი ცენტრი. სტოუნჰენდჯის მსგავსი მეგალიტიური ნაგებობანი, არსებობენ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც (მაგალითად, "სტოუნჰენდჯები" ეგვიპტეში, ამერიკაში, იემენში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში).



პასექის კუნძულებზე, რომელიც განლაგებულია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, განლაგებულია ათასზე მეტი გიგანტური ქვის ქანდაკება, რომელთა სიმაღლე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს და 100 ტონაზე მეტს იწონის. მკვლევარები გაოცებულნი არიან როგორ შეეძლოთ კუნძულის ძველ მცხოვრებლებს შეექმნათ და გადაედგილებინათ ესოდენ მასიური ქმნილებანი? კუნძულის ბინადარი ინდიელთა ტომის ლეგენდების მიხედვით ქანდაკებები თვითონ მოვიდნენ კარიერიდან, რომელშიც გამოაქანდაკეს, მათ ამოძრავებდა მანუს იდუმალი ძალა. ლეგენდებში ასევე ხშირად იხსენიება უცნაური ადამიანი-ფრინველები, რომლებიც ციდან ეშვებოდნენ; ამ ლეგენდების მიხედვით გამოდის, რომ ადამიანი-ფრინველები ფლობდნენ ფრენის განვითარებულ ტექნოლოგიას.

ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, ბერმუდის სამკუთხედის ცენტრში, 1990-იან წლებში აღმოაჩინეს გიგანტური პირამიდა, რომელიც სიდიდით სამჯერ აღემატება ხეოპსის პირამიდას. შესაძლოა, ეს წყალქვეშა ობიექტი არის კიდევაც "ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს", ანუ ამ "ანომალურ ზონაში" ხომალდებისა და თვითმფრინავების გაქრობის ფენომენის გასაღები. პირამიდის წახნაგები შედგენილია მასალისგან, რომელიც წააგავს შუშას ან პოლირებულ კერამიკას (ნაკლებად სავარაუდოა ეს იყოს უბრალო დამთხვევა, რომ სწორედ ასეა აღწერილი არაბულ წყაროებში ხეოფსის ეგვიპტური პირამიდა, რომლის ზედაპირი მზის სინათლეზე ლაპლაპებდა). ცნობილი ამერიკელი ატლანტოლოგი ჩარლზ ბერლიცი თავის წიგნებში წერს: ბერმუდის სამკუთხედში პირამიდა არსებობს ატლანტიდის დროიდან, ხოლო ამ პირამიდის კარკასში უცნობი ენერგეტიკული დანადგარი იმყოფება.

დიდი პირამიდები აღმოაჩინეს ჩინეთშიც. ამ ძველ ნაგებობათაგან რამოდენიმე ათეული იმყოფება სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში, ქალაქ სიანიანგის დასავლეთით, რამოდენიმე კილომეტრში. მათი სიმაღლე ეგვიპტურ პირამიდებს აღემატება. ყველაზე დიდი ჩინური პირამიდის სიმაღლეა 300 მ (ე. ი. ორჯერ მეტი ვიდრე ხეოფსისა). რატომ არ ჰყვირიან ჩინელები მთელი ქვეყნიერების გასაგონად ასეთი გრანდიოზული ობიექტების არსებობაზე, რომლებიც თითქოსდა გასაოცრად უნდა ადასტურებდეს იმას, რამდენად გრანდიოზული იყო ძველჩინური კულტურა? იმიტომ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მათ იციან - ჩინელები როდი იყვნენ ჩინეთში აგებული ამ პირამიდების მშენებლები, - ისევე როგორც ეგვიპტის პირამიდები არ აუშენებიათ ეგვიპტელებს, მექსიკური პირამიდები მაიას ტომებსა და აცტეკებს, პერუში არსებული პირამიდები ინკებს და ა. შ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება შეგნებულად მალავდა ჩინეთში პირამიდების დიდი რაოდენობის არსებობას. მხოლოდ 1997 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰარტვიგ ჰაუსდორფმა შესძლო მიეღო ხელისუფალთა თანხმობა და მოენახულებინა ჩინური "პირამიდების ველი".



ჩინეთის ერთ ერთი თვალსაჩინო არქეოლოგი, პროფესორი ჰია ნაი მიიჩნევს, რომ დღეს ამ პირამიდებს არავინ იკვლევს, რადგან "ეს არის მომავალი თაობების სამუშაო". ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ჩინელ მეცნიერებს პირამიდების შიგნით შესვლისა ეშინიათ, რადგან შიშობენ იპოვონ იქ ისეთი რამ, რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწაზე. ჩინელი არქეოლოგი ვონგ შიპინგი ამტკიცებს: პირამიდები განლაგებულია ასტრონომიული ასპექტების გათვალისწინებით და წარმოადგენს გეომეტრიისა და მათემატიკის გასაოცარი ცოდნის ნიმუშს. მხოლოდ ის არის გასარკვევი, საიდან ჰქონდათ ძველ ადამიანებს ასეთი ცოდნა.

აქედან ცხადი ხდება, რამდენად უსუსურად გამოიყურება "ჩინური სპეციფიკის მქონე ეგვიპტოლოგების" "ტრადიციული" განმარტება პირამიდებთან დაკავშირებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირამიდები "ჩინელ იმპერატორთა საძვალეა". უფრო სერიოზულ მკლევართა ვერსიების მიხედვით, ეს არის "ნათელი ზოლების" გიგანტური სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩინეთში "ფენშუის" უწოდებენ. ძველ, ხუთიათასწლოვან მანუსკრიპტებში მკვლევარები პოულობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გრანდიოზული პროექტის ავტორები, რომლის ნაწილსაც პირამიდები წარმოადგენენ, იყვნენ ე. წ. "ცის შვილები", რომლებიც რამოდენიმე ათასწლეულის წინათ, მეტალის "ცეცხლმფრქვეველი დრაკონებით" დედამიწაზე ჩამოფრინდნენ. "ცის შვილები" (ისევე როგორც "ადამიანი-ფრინველები" ინდური ტომების ლეგენდებიდან, რომლებიც პასექის კუნძულებზე ცხოვრობენ) - სავარაუდოდ არიან კიდევაც პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდათ საფრენი აპარატები (არსებობს არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც მოწმობენ ამის შესახებ), ან უბრალოდ დემონები, რომლებიც, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი, ადამიანებს საცდუნებლად ხშირად ეცხადებიან "ნათლის ანგელოზის" სახით.

პირამიდები არსებობენ ტიბეტისა და ჰიმალაის რაიონშიც. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ერნსტ მულდაშევი, რომელიც ტიბეტს იკვლევდა, მიიჩნევს, რომ ოდესღაც ჩრდილოეთი პოლუსი იყო მთა კაილასი, რომელიც წააგავს ხელოვნურ, 7 კილომეტრიან პირამიდას, ხოლო პლანეტის მეორე კუთხეში მდებარეობდა პასექის კუნძული. გონებაში, ერთ ხაზად რომ შევაერთოთ მთა კაილასი ეგვიპტურ პირამიდებთან, გავიაროთ მერიდიანზე, პირდაპირ პასექის კუნძულებზე გავალთ. ხოლო თუ პასექის კუნძულებს მექსიკურ პირამიდებთან შევაერთებთ, პირდაპირ გავალთ კაილასზე. 1996 წელს ე. მულდაშევმა მოაწყო საერთაშორისო ტრანსჰიმალაური ექსპედიცია, რომელმაც შეჰკრიბა უნიკალური მასალა, რომელიც "ატლანტთა ცივილიზაციის", უფრო სწორად - წარღვნამდელი ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს. ე. მულდაშევის უმთავრესი ნაშრომებია: "ვისგან აღმოვცენდით" და "ღმერთების ქალაქის ძიებაში".



ტიბეტის ძირითადი პირამიდა - მთა კაილასი, რომელსაც გააჩნია ფენური აგებულება,
რომელიც მას მის ირგვლივ არსებულ, ჩვეულებრივი მთებისგან განასხვავებს


"ყოველ ადამიანს სმენია ლეგენდა ძლიერ ატლანტებზე, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ, - წერს ე. მულდაშევა წიგნში "ვისგან აღმოვცენდით" ("От кого мы произошли"). სპეციალურ ლიტერატურაში (ე. პ. ბლავატსკაია, აღმოსავლური რელიგიები და სხვა) ნათქვამია, რომ დედამიწაზე ჩვენამდე არსებობდა რამოდენიმე ცივილიზაცია, რომლის განვითარების დონე ჩვენსაზე მეტი იყო... ნოსტრადამუსი 1555 წელს წერდა, რომ წარსული ცივილიზაციის ადამიანები, რომელთაც ის ატლანტებს უწოდებდა, "მესამე თვალის" წყალობით ფლობდნენ ბიოენერგეტიკული ზემოქმედების უნარს გრავიტაციაზე. ამიტომაც, მათ თავისუფლად შეეძლოთ სივრცეში გადაეტანათ უდიდესი ქვის მასივები, ბლოკები, და მათგან აეშენებინათ პირამიდები და სხვა უზარმაზარი მონუმენტები... ძნელია იმის თქმა, ვინ ააშენა პირამიდა. მაგრამ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ისინი ჯერ კიდევ თანამედროვე ადამიანის ერის დადგომამდე ატლანტებმა ააშენეს. ნუ გაგვინაწყენდებიან ეგვიპტელები და მექსიკელები, მაგრამ, სრულიად შესაძლებელია, რომ პირამიდები მათ კი არ ააშენეს, არამედ მათი წინაპრები უბრალოდ დასახლდნენ იქ, სადაც უკვე აშენებული იყო ეს გრანდიოზული ნაგებობები... იმავე ნოსტრადამუსთან წავიკითხე, რომ გლობალური კატასტროფის (ანუ საყოველთაო წარღვნის - ავტ.) შედეგად, რომელმაც დაღუპა ატლანტები, შეიცვალა დედამიწის ბრუნვის ღერძი და პოლუსები გადაადგილდნენ" (MMVII Discovery Communications LLC).

ეს უკანასკნელი მტკიცებულება თითქოსდა თანხმიერია იმისა, რასაც ამბობენ მსოფლიო წარღვნის შესახებ ქრისტეანი მეცნიერ-კრეაციონისტები. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისეთი "განდობილი ნათელმხილველების", როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი, ბლავატსკაია, ვანგა (რომელიც, როგორც ამბობენ, ძველი, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის ენაზე ლაპარაკობდა) გამოცხადებებს ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რადგან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია გვაფრთხილებს, ეს "წინასწარმეტყველნი" არ არიან ღმრთისგან.

მექსიკაში ერთ ერთ ადგილას, სადაც პირამიდები აღმოაჩინეს, იმყოფება აცტეკთა ძველი ქალაქი ტეოტიუაკანი. ჩეხმა არქეოლოგმა მიროსლავ სტინგლმა თავის წიგნში "ინდიელთა პირამიდების საიდუმლო" გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები ტეოტიუაკანზე: "აქაური პირამიდები გნუსხავენ თავისი გიგანტური მასშტაბებით. საყურადღებოა რომ აცტეკების წარმოდგენით, რომლებიც ამ ადგილებში პირამიდების აშენებიდან ათასწლეულების შემდეგ დასახლდნენ, პირამიდების მშენებლები იყვნენ ატლანტები". არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ინდიელთა პირამიდების მშენებლები იყვნენ არა ინდოელები, არამედ "ლეგენდარული ატლანტები" (ანუ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები). ამ ჰიპოთეზის დასტურს ვხვდებით სხვა გამოკვლევებშიც. მაგალითად, პოლ სტოუნჰილის (აშშ) ჩანაწერებში: "მექსიკის ეგვიპტური საიდუმლოებანი".



ტეოტიუაკანი. მექსიკა


ტეოტიუაკანი თარგმანში ნიშნავს "ადგილს, სადაც ღმერთები დედამიწას შეეხნენ", რაც ალბათ ასე აიხსნება: ინდიელები (წარმართები) ოდესღაც მოვიდნენ ამ მიწაზე (თუ როდის, ამას ჩვენთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს, რა თქმა უნდა იყო, საყოველთაო წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგ) და იხილეს გრანდიოზული საოცარი ნაგებობანი, გააკეთეს "ლოგიკური" (პრიმიტივი წარმართის თვალსაზრისით) დასკვნა იმის შესახებ, რომ ყველა ეს პირამიდა ააშენეს "ღმერთებმა", რომლებიც აქვე ცხოვრობდნენ და დაიწყეს ამ ნაგებობათა საკულტო მნიშვნელობით გამოყენება, რისთვისაც დაამატეს მათ ტაძრები, სამსხვერპლოები და ა. შ. ასევე დადგეს კერპები, "ღმერთების", ანუ დემონების თაყვანსაცემად.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკნი არიან. მაიას ტომში უმთავრესი ღვთაება და ცივილიზაციის მითური შემოქმედი არის მფრინავი გველი კეცალკოატლი, ანუ სატანა. საერთოდ მაიას ტომი გამოირჩეოდა უხეშობითა და პირმიტივიზმით. მათში გავრცელებული იყო ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, რომლის დროსაც მოგვები მსხვერპლს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს ამოაჭრიდნენ და აღტყინებულ ბრბოს აჩვენებდნენ. ყველა სპეციალისტი როდია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ძველ ინდოელებს კავშირი ჰქონდათ ასტრონომიულ გამოთვლებთან. ინდიელთა საცხოვრებელი უბრალო ვიგვამები (ერთგვარი კარვები - მთარგმნ.) იყო. მეცნიერები კი მარჩიელობენ: რატომ და სად გაქრნენ ინდიელები თვიანთი ქალაქებიდან, რომლებშიც მათ ასეთი მონუმენტალური ნაგებობები (პირამიდები და ა. შ.) შეჰქმნეს? მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ისინი არ აუგიათ ინდიელებს. ინდიელთა ლეგენდების მიხედვით, პირამიდები ააშენეს ადამიანებმა, რომლებიც ჯადოსნურ თვისებებს ფლობდნენ. ინდიელთა საკულტო და სხვა ნაგებობების ნანგრევთა მიხედვით, რომლებიც ძველ და მძლავრ საძირკვლებზე იყო აშენებული, ჩანს, რომ ეს დანამატი ნაგებობანი აშენებული იყო დაუმუშავებელი ან პირიმიტიულად დამუშავებული მცირე ზომის ქვებისგან, რომლებიც თიხის დუღაბით იყო შეკრული.

აჰა, თქვენც, აცტეკების, მაიას და ინკების "ძველი და უდიდესი ცივილიზაციების" მთელი "საიდუმლო".



ატლანტიკის ოკეანის წყალქვეშ ჩაძირული პირამიდა (ე. წ. ბერმუდის სამკუთხედის არეალში)


3. გლობალური ენერგოსაინფორმაციო სისტემა?





ყოველივე ზემოთთქმულმა (და კიდევ სხვა მრავალმა) საკვირველმა ცნობამ პირამიდების შესახებ, საფუძველი მისცა მკვლევარებს წამოეყენებინათ შემდეგი განმარტება. რადგან ცნობილია, რომ პირამიდები არ აუშენებიათ არც ძველ ეგვიპტელებს, არც ინდიელებს და არც ჩინელებს, უნდა დავასკვნათ, რომ ისინი სხვა, მეტად მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნილია; და ეს პირამიდები სასაფლაოს ან სამარხის ფუნქციას კი არ ასრულებდნენ, არამედ მათ აშენებდნენ როგორც ენერგოსაინფორმაციო ნაგებობას, რადგან საერთო ჯამში ერთგვარ გლობალურ, ენერგოსაინფორმაციო სისტემას წარმოქმნიან.

ზოგიერთის აზრით, ეს არამიწიერი ცივილიზაციაა. ეს აზრი უდევს საფუძვლად ე. წ. პალეოვიზიტების, ანუ ძველი ასტრონავტების თეორიას. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ჩ. ფორდმა (აშშ), კ. ე. ციოლკოვსკიმ და ნ. ა. რინინმა (რუსეთი) გამოთქვეს იდეა: კაცობრიობის უძველეს კულტურულ ძეგლებში უნდა დარჩენილიყო კოსმიურ სტუმართა დედამიწაზე ყოფნისა და ქმნილების კვალი. ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, თითქოსდა უცხოპლანეტელებმა, როგორც პირამიდების ჭეშმარიტმა მშენებლებმა, თავიანთ ქმნილებებში დაშიფრეს ერთგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საერთოდ, პირამიდების არამიწიერი წარმომავლობის თემა მეტად მრავალფეროვანია. მაგალითად, ერთი ვერსიით უცხოპლანეტელები მოფრინდნენ დედამიწაზე, ააშენეს პირამიდები და სხვა საიდუმლო ობიექტები, შემდეგ კი, ან სწრაფად გაეცალნენ აქაურობას, ან "დედამიწელებმა" დახოცეს. არსებობს ასეთი ვარიანტიც: უცხოპლანეტელემბა მოსპეს დედამიწელთა ცივილიზაცია, როდესაც პირამიდები ააშენეს, და დღევანდელი კაცობრიობა იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლობაა.

მართლმადიდებლური ეკლესია განგვიმარტავს, რომ ადამიანებს "არამიწიერ ცივილიზაციებს" და "პარალელურ სამყაროებს" წარმოადგენენ დემონები, ანუ დაცემული ანგელოზები, რომლებიც განეშორნენ უფალს და ბოროტი სულები გახდნენ. აქედან მოდის "ამო"-ს ფენომენიც და სხვა... ეს საკითხი კარგად არის განმარტებული მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია".

პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, ძველი ტიბეტური ლიტერატურული წყაროები მოწმობენ იმის შესახებ, რომ პირამიდები წარმოადგენდნენ გიგანტურ ასტრონომიულ ობსერვატორიებს, რომელთა დახმარებით "ატლანტები" ერთვებოდნენ საერთო ენერგოსაინფორმაციო სივრცეში - კოსმოსში, რომლიდანაც ისინი ღებულობდნენ ინფორმაციას, ცოდნას და ენერგიას.

მოვიტანთ ციტატას რუსული დოკუმენტური ფილმიდან "პირამიდები: ატლანტიდის მემკვიდრეობა". ამ ფილმში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ი. მაზურინი პირამიდათა მსოფლიო ქსელზე ბრძანებს: "ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ბოლო დროს აღმოჩენილ იქნა საინტერესო ქსელი - ქსელი პირამიდებისა, რომლებიც სამყაროს ყველა ნაწილშია აღმოჩენილი. ზოგიერთ მათგანს გადმობრუნებული ფორმა აქვს, ზოგიერთი გეოტექტონიკურ ნაპრალთა ზონაშია, მაგალითად, ყირიმში. როგორც ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, პირამიდები წარმოადგენენ თავისებურ კონცენტრატებს და ეთერული ნაკადის ამრეკლავებს, რომელთა პროდუცირებას დედამიწის ბირთვის აქტივობა ახდენს. ლაპარაკი მიდის იმის შესახებ, რომ ეთერული ნაკადის მართვა არსებითად ნიშნავს დედამიწის ველური გარსის გლობალური მდგომარეობის მართვასაც, რომლის კერძო გამოხატულებას ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს".

აქ ჯეროვანია ვახსენოთ კიდევ რამოდენიმე სამამულო და უცხოური წარმოების დოკუმენტური ფილმი, რომლებშიც, როგორც წარღვნამდელ ცივილიზაციაზე სწორი, საერთო აზრის მქონენი, ვპოულობთ მეტად საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლებიც მოცემული საკითხის სხვადასხვა მხარის გახსნაში გვეხმარება. ეს ფილმებია: "მოგზაურობა საიდუმლო სამყაროში: პასექის კუნძული", "ძველი სამყაროს დაკარგული საგანძური: აცტეკები და მაია", ანდრია სკლიაროვის ფილმები: "ღმერთების ტექნოლოგია" და "პერუ და ბოლივია ინკებამდე დიდი ხნით ადრე".

არსებობს მოსაზრება, რომ პირამიდები ასრულებდნენ ფსიქოტრონულ ფუნქციას, ანუ მათი დახმარებით ხორციელდებოდა ზემოქმედება ადამიანთა მასების ცნობიერებაზე. ასე, მაგალითად, დოქტორი ლი, მექსიკური პირამიდების ცნობილი მკვლევარი, წერდა: "მე ვიცი რატომ აშენებდნენ პირამიდებს. პირამიდა არის მოწყობილობა, რომელიც აჩქარებს ცნობიერების ევოლუციას. ის ზემოქმედებს ხალხის მასებზე. პირამიდების განსხვავებული ფორმები, ეს არის ადამიანთა განსხვავებული ჯგუფების სხვადასხვა ეტაპები. პირამიდებს აშენებდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რისთვის და რა მიზნით უნდა გამოეყენებინათ იგი; ასევე როგორ მოეხდინათ ზეგავლენა ხალხის ამა თუ იმ ჯგუფზე, რათა დაეჩქარებინათ ამ ჯგუფის ცნობიერების ევოლუცია. ეგვიპტის, მექსიკისა და პერუს პირამიდებს შორის სხვაობაც ამით აიხსნება".

დოქტორი ლი ვარაუდობს: პირამიდა, გიგანტური გადამცემის მსგავსად, უზრუნველყოფდა უწყვეტ კავშირს "სიცოცხლის კოსმიურ ხაზთან"; "ატლანტებმა" (ანუ პირამიდების მშენებლებმა) საიდუმლო ცოდნა და "კოსმოსთან კავშირის კოდი" გადასცეს ძველი ეგვიპტის მოგვებს და მაიას ცივილიზაციას ამერიკაში; თუმცა, ეს ცოდნა გამოყენებულ იქნა არა მარტო ადამიანთა სასარგებლოდ, არამედ საზიანოდ, ანგარებითი მიზნით.

ძველი, საიდუმლო ცოდნის "კეთილი" და "ბოროტი" გამოყენება გვახსენებს ექსტრასენსების, ასტროლოგების, მოგვების, შემლოცველებისა და ოკულტისტების ცნობილ ხრიკს, რომლებიც თავიანთ გულუბრყვილო მომხმარებელს სთავაზობენ განასხვაონ "თეთრი", ვითომცდა კეთილი მაგია, "შავისგან", რომელიც ცუდი და ბოროტია, მაშინ როდესაც, წმიდა წერილისა და მასზე დაფუძნებული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ნებისმიერი მაგია - ეს არის ჯადოქრობა, აქედან კი, დემონებთან კავშირი.

და რას გულისხმობს "ხალხის დიდი მასების ცნობიერების ევოლუცია", რომლის შესახებაც ლაპარაკობს დოქტორი ლი და მიანიშნებს, რომ ასეთი იყო პირამიდების ფუნქცია? ვფიქრობთ, უნდა ვილაპარაკოთ არა ევოლუციაზე (რადგან ეს სიტყვა გულისხმობს გაუმჯობესებას, უფრო სრულყოფილისკენ გადასვლას), არამედ იმ ცვლილებაზე (რომელიც შესაძლოა იყოს გადასვლა უარესისკენ, დეგრადაციისკენ), რომელიც კაცობრიობის მთელს ცნობიერებას ეუფლება - აი, მასშტაბური ფსიქოტრონული ტექნოლოგიების საბოლოო მიზანი, უფრო ვრცლად კი ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებაზე ზემოქმედება მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამ პროგრამას ახორციელებენ დღეს ბოროტების მსახურნი. ამ პროგრამასა და მის განხორციელებაზე (აშშ-ს მაგალითზე) ზუსტად ბრძანებდა სხვა დოქტორი, დ-რი ჯონ კოლემანი თავის წიგნში "კომიტეტი 300: მსოფლიო მთავრობის საიდუმლოებანი".

თანამედროვე მეცნიერებს აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ეგვიპტელი, ბაბილონელი და ინდიელი მოგვები ძალზედ გამოცდილი ასტრონომები იყვნენ. მათ შეეძლოთ არა მარტო ეწარმოებინათ ზუსტი დაკვირვებები ზეციურ სხეულებზე, არამედ ეწინასწარმეტყველათ მზის და მთვარის დაბნელებანი. სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მეცნიერება ჩაისახა ძველ საბერძნეთში. უფრო ჩახედული და განათლებული მასწავლებლები კი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ. მათი აზრით, კაცობრიობის პირველი მასწავლებლები იყვნენ ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის მოგვები; ასტრონომია აღმოცენდა ასტროლოგიიდან, მათემატიკა მაგიიდან და ა. შ. მაგრამ, თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და შევისწავლით, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მოგვები თავიანთ საიდუმლო (ოკულტურ; ლათ. occultus - საიდუმლო, დაფარული) ცოდნას ღებულობდნენ წარღვნამდელი ცივილიზაციების ნარჩენებისგან. თანაც, ისინი, რა თქმა უ ნდა, პირდაპირ ამყარებდნენ კავშირს, და თუ შეიძლება ითქვას, თანამშრომლობდნენ, დაცემულ ანგელოზებთან - დემონებთან, რომელთაგანაც ღებულობდნენ "საიდუმლო ცოდნას". აი, რას წარმოადგენს სინამდვილეში "კოსმოსთან კავშირი", რომელსაც, ისეთი მკვლევარების აზრით, როგორიც დოქტორი ლია, ამყარებდნენ პირამიდების წარღვნამდელი მშენებლები და მათი მემკვიდრენი - წარმართი მოგვები.

მთელი რიგი მკვლევარების აზრით, პირამიდებში ინახებოდა (და შესაძლოა დღემდე ინახება) ინფორმაცია დაღუპულ ცივილიზაციებზე. ჩვენთვის ჯერ კიდევ სასკოლო მერხიდან ცნობილი ძველბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი პითაგორა ერთხელ ეგვიპტეს ეწვია, რის შესახებაც შემდეგ თავის მოწაფეებს მოუთხრო. მოგვებმა მას აჩვენეს მრავალი საგანმანათლებლო საიდუმლო, რომლებმაც მასზე განმაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინეწს. განდობილი პირის (მოგვის) თანხლებით პითაგორა ეწვია ხეოფსის პირამიდის ქვეშ მდებარე ლაბირინთებს, სადაც იყო "მცირე ნათელი, რომელზეც შეიძლებოდა კითხვა და აზროვნება".

არიან მკვლევარები, რომლებიც დამტკიცებულად მიიჩნევენ, რომ პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ მიეღოთ და გამოეყენებინათ ელქტრო (ზოგიერთის ვარაუდით კი ბირთვული) ენერგია. გერმანელმა მკვლევარმა რეინჰარდ ჰაბეკმა ძველეგვიპტური ტაძრების ბარელიეფებზე აღმოაჩინა საკმაოდ რთული, ელექტრონული გამანათებლების ნახატები. "ელექტროტექნიკის ცოდნის გარეშე, - როგორც უთითებს ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, ვალტერ ჰარნი, წიგნის - "ნათელი ფარაონთათვის" ავტორი, - ამ სურათების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა".

"დღეს უკვე მრავალს აქვს შეგნებული ის ფაქტი, - აღნიშნავს ი. ო. ლიპოვსკი წიგნში "პირამიდები კურნავენ და იცავენ", - რომ ძველი მხატვრები, რომლებიც ქმნიდნენ მრავალფეროვან პანოებს და მოხატულობებს, უფაქიზეს ბარელიეფებს პირამიდების ბნელ ლაბირინთებში, სარგებლობდნენ სრულიად თანამედროვე გამანათებელი საშუალებებით. და ეს იყო არა ჩირაღდანი, რადგან პირამიდების ლაბირინთებში არ არსებობს კვამლისა და მურის ნასახიც კი, რომელიც აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ჩირაღდნებით განათების შემთხვევაში. ასევე არ ემჩნევა მურის კვალი თვით ნახატებს. აქედან, უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ ერთი: პირამიდებისა და ძველეგვიპტური ტაძრების შემქმნელები სარგებლობდნენ ელექტრო განათებით". სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარღვნამდელ ცოდნაში, რომელიც შემდეგ გადაეცა წარღვნის შემდგომ მოგვებს, ელექტროენერგიის გამოყენების საიდუმლოც იყო ცნობილი.


4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი





ჩვენი გამოკვლევის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ წარღვნამდელ სამყაროში შექმნილი იყო ერთგვარი ღმრთისმბრძოლი სისტემა, რომელიც დაანგრია საყოველთაო წარღვნამ. შემდგომი გადმოცემიდან ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირამიდები შედიოდნენ ამ სისტემაში და შესაძლოა, მის ბირთვსაც კი წარმოადგენდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ მათ ეკისრებოდათ არცთუ მცირედი როლი ამ სატანურ პროექტში.

ანტიკურ დროში ეგვიპტური პირამიდების მშენებლობა მიეწერებოდა ტოტს - "სიბრძნის ღმერთს", რომელსაც იბისის თავით გამოსახავდნენ. მეცნიერების, მედიცინისა და იეროგლიფების გამოგონება ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით, როდესაც ეგვიპტეში გამეფდა კლეოპატრა, ტოტს უკვე ბერძნულ ღმერთ ჰერმესთან აიგივებდნენ და მას ჰერმეს ტრისმეგისტს უწოდებდნენ. მას განაკუთვნებდნენ ზურმუხტის ლეგენდარულ ფილაქნებს, რომლებიც შეიცავდნენ საიდუმლო ცნობებს და რომლებშიც ფორმულირებული იყო "სამყაროს მსგავსების უდიდესი პრინციპი": "ის, რაც იმყოფება ზემოთ, არის ქვემოთაც".

სინამდვილეში ამ სიტყვებში მოცემულია არა რაიმე აბსტრაქტული "დიადი პრინციპი", არამედ სატანის კონკრეტული მიზანი, რომელიც, არის რა ის, ვინც ქვემოთაა, ოცნებობს იმაზე, რაც არის ზემოთ. ანუ, სატანას სურს გახდეს დედამიწის მბრძანებელი*, კაცობრიობის ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შემცვლელი. ამ "პრინციპის" უფრო გულახდილი, მასონური ფორმულირება ასეთია: "ის, ვინც ქვემოთაა, უნდა გახდეს ის, ვინც არის ზემოთ". "ეს ის არის, ვინც ის გახდება", - ნათქვამია სატანაზე საიდუმლო მასონურ დოქტრინაში, ანუ დღეს ის ეშმაკია, მაგრამ ხვალ ის იქნება ღმერთი.

ესაიას წინასწარმეტყველების 14-ე თავში მთიების, ანუ ლუციფერის (ეშმაკის) ღმრთითსაწინააღმდეგო განზრახვებსა და ამპარტავნებაზე, ასევე მის სრულ მარცხზე ასეა ნათქვამი: "წარმოთქვამ (ისრაელ) ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ! დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს... ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა შენთვის რეფაიმნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.

პირამიდები წარღვნამდე ააშენეს. ამჯერად ჩვენ ვხედავთ ამ დანგრეული სისტემის მხოლოდ ნარჩენებს, რომელიც პირამიდებსაც მოიცავდა (ძირითადი ნაწილი ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზეა). როდესაც წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენებსა და ნაკვალევს აღმოაჩენენ და იწყებენ მის შესწავლას, აყენებენ ხოლმე ათასგვარ ვარაუდს, იგონებენ მრავალფეროვან ვერსიებს: "აი, ამ ადგილას იმყოფებოდა ატლანტიდა!", "ეს ობიექტები უცხოპლანეტელებმა ააშენეს", და ა. შ. არადა, ეს ატლანტიდა და უცხოპლანეტელები კი არა, წარღვნამდელი ცივილიზაციაა. და თუ მაინც გამოვიყენებთ სიტყვა "ატლანტიდას", უნდა ვაღიაროთ, რომ "ატლანტთა ცივილიზაცია" იმყოფებოდა არა წყალქვეშ ჩაძირულ კუნძულზე ატლანტიკის ოკეანეში, ან ჩვენი პლანეტის სხვა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, არამედ გავრცელებული იყო მთელს დედამიწაზე, ანუ, ის იყო, როგორც იტყვიან, გლობალური ხასიათის. რატომ არ მოგცა უფალმა წმიდა წერილში წარღვნამდელი ცივილიზაციის დეტალური აღწერა (თუმცა მისი ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ბიბლიაში მაინც ასახულია)? როგორც ჩანს, უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მომავალ თაობებში არ აღმოცენებულიყო მავნე და უსარგებლო ინტერესი ამ ცივილიზაციისა და მისი "მიღწევებისადმი". მაგრამ, დღეს, ჩვენს დროში, როდესაც სატანური, ანტიქრისტიანული ძალები აქტიურად იღვწიან ადრინდელი ღვთივმბრძოლი პროექტის აღსადგენად, უფალი წარმოგვიჩენს იმას, რაც აუცილებელია წარღვნამდელი სისტემისა და მისი თანამედროვე "რემეიკის" გასაგებად, რათა ნაჩვენებ იქნას, რომ ფორმითა და საშუალებებით, ამჟამინდელი პროექტი გარკვეულწილად განსხვავდება წარღვნამდელისგან, ხოლო შინაარსითა და მიზანდასახულობით - იგივე პროექტია.

მაშ, რას წარმოადგენდა ეს წარღვნამდელი ღვთივმბრძოლი პროექტი? როგორია მისი მიზანი და ვინ მონაწილეობს მასში? ვინ ააშენა პირამიდები? და რატომ არის ჩვენს დროში შესაძლებელი ლაპარაკი იმავე პროექტისა და სისტემის აღდგენაზე, იმავე, რომელიც იყო წარღვნამდე, ოღონდ, ცხადია, სხვა სახითა და ფორმით და რომლის სიმბოლოც არის პირამიდა?

როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?" (ესაია 14:1-17).

ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელის" ქვეშ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავივით იყო (ამიტომაც იწოდება ის "მთიებად"), ახლა კი თავისი უგუნურებით აუმხედრდა თავის ღმერთსა და ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედს. როგორც ცნობილია, პირამიდა არის ერთ ერთი უმთავრესი მასონური და საერთოდ, ოკულტური სიმბოლო. "ოქროს პირამიდა" არის ოკულტისტების (ექსტრასენსების, არატრადიციული მკურნალების და სხვათა) პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო. პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, გამოსახულია დოლარზე და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზე. ხოლო აშშ, როგორც ცნობილია შექმნეს მასონებმა და დღემდე ამ ქვეყანას ისინი ხელმძღვანელობენ (ცხადია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს - მთარგმნ.).

აქედან უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი დასკვნა: მასონები (მხედველობაში გვაქვს დღევანდელი, განდობილი მასონები, რომლებმაც იციან მასონობის უმთავრესი, ღვთისმბრძოლი არსი, რომელიც გამოიხატება სატანის შეგნებულ მსახურბაში, და არა ლოჟების უმრავლესობის უბრალო წევრები, რომლებიც "თვალის ასახვევად" არიან შექმნილნი, როგორც ეს არის "სიონელ ბრძენთა ოქმებშია" ნათქვამი*), არიან რა სატანის მსახურები (გააჩნიათ მასთან კავშირი და ღებულობენ მისგან მითითებებს) და მომავალი ანტიქრისტეს ლაქიები, ინფორმირებულნი არიან წარღვნამდელი ცივილიზაციის შესახებ და საკუთარ თავს როგორც წარღვნამდელი, ასევე წარღვნის შემდგომდროინდელი, ნიმროდისეული პირამიდების მშენებელთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ. უპირველეს ყოვლისა, ნათქვამი მსოფლიო მასონობის მწვერვალს (ანუ მასონობის უმაღლესი ორგანოს, "მსოფლიოს უზენაესი საბჭოს" წევრებს) ეხება, რომელიც ე. წ. "მსოფლიო მთავრობის" ძირითად ბირთვს წარმოადგენს.

აი, თურმე რაში შეიძლება მდგომარეობდეს, ამ სახელწოდების, "მასონები", თავდაპირველი და ძირითადი მნიშვნელობა, რომელიც "ქვისმთლელებად" ითარმგნება (ის, რომ ძველი პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ ქვების დამუშავება, ჩვენს გამოკვლევაში უკვე საკმარისად ითქვა), - და არა მასონურ ლეგენდაში ადონირამის შესახებ ("დიდი ოსტატი", რომელიც მონაწილეობას ღებულობდა მეფე სოლომონის იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში) ან კიდევ შუასაუკუნეების ინგლისის სამშენებლო გილდიებში. საგნობრივი ატრიბუტიკაც, რომელსაც მასონური რიტუალების შესრულებისას იყენებენ (ფარგალი, ჩაქუჩი, შალაშინი, გონიო (კუთხედი), სახაზავი, კუთხესაზომი, შვეული, წინსაფარი და სხვა), მიმართულია არა უბრალოდ მშენებელთა, არამედ კონკრეტულად, ქვისმთლელ-მშენებელთა გამოსახატავად.

წარღვნამდელი სისტემის პირამიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლები იყვნენ წარღვნამდელი ადამიანები, რომლებიც ამ პირამიდალურ სისტემაში ჩაითრიეს დემონებმა, რომლებიც, სატანის მეთაურობით, ხელმძღვანელობდნენ მათ თავიანთი სისტემის აშენებაში. და ეს ადამიანები, შესაძლოა, ბიბლიაში იწოდებიან "ბუმბერაზებად". დაბადების წიგნში ნათქვამია იმის შესახებ, რომ საყოველთაო, მსოფლიო წარღვნის წინ იყო დრო, როდესაც დედამიწა აღავსეს ბუმბერაზებმა. ებრაულ ტექსტში მათ სხვა სახელით იხსენიებენ. კერძოდ, ესენი არიან "ნეფილიმები" - ანუ ისინი, ვინც ანგრევს, ამხობს, სხვა აზრით - რყვნის, აიძულებს დაეცეს; კიდევ სხვა თარგმანით: "დაცემული ადამიანები". ანუ, ესენი იყვნენ ერთგვარი დამამხობელნი, მეამბოხენი, ღმერთს ამხედრებულები. სატანური და ღმრთის საწინააღმდეგო პროექტის მონაწილეები, რომელიც მიზნად ისახავდა კაცობრიობის ჩაბმას სატანის თაყვანისცემის კულტში, კაცობრიობის წარწყმედას, მის სულიერ მკვლელობას.

ხოლო გამოთქმა "დაცემული ადამიანები" (ეს არის სიტყვა "ნეფილიმის" შესაძლო თარგმანი) გვახსენებს დაცემულ ანგელოზებს, დემონებს. შესაძლოა, ეს იყოს მითითება იმაზე, რომ ნეფილიმები, თავიანთი სულიერი მდგომარეობით, ბოროტებაში თავიანთი დანთქმის დონით, მიემსგავსნენ დემონთ. შესაძლოა, ამას ადასტურებდეს ვ. ი. შერბაკოვის ციტატა წიგნიდან "ყველაფერი ატლანტიდაზე": "პაპუასების რწმენით, დიდი უბედურება (წარღვნა - ავტ.) ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არა ადამიანები, არამედ გონიერი არსებები ჯადოსნური თვისებებით, უჩვეულოდ ძლიერნი და ბრძენნი. ეს არსებები მითებში "დემად" არიან წოდებულნი. განა ძალიან არ გვაგონებს ეს სიტყვა "დემონის" ევროპულ გაგებას?".

დაბადების წიგნის VI თავში, სანამ წარღვნაზე დაიწყებოდეს ლაპარაკი, დაწერილია: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი ბუმბერაზები (ნეფილიმები) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:1-4) (ასეა სინოდალურ თარგმანში).

მაგრამ, არსებობს სხვა თარგმანიც (სეპტუაგინტას, ანუ ბერძნული ტექსტის მიხედვით) უფლის სიტყვებისა: "და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ". როგორც კომენტატორები განმარტავენ: სული, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო, ამიერიდან სხეულს უფრო ადრე დატოვებს, ვიდრე უწინ, კერძოდ 120 წლის შემდეგ, და იმ დროიდან ეს რიცხვი მიიჩნევა მაქსიმალურ ხნოვანებად ადამიანისა (ან კიდევ 120 წელი იყო დარჩენილი წარღვნამდე). დღეს, მხედველობაში ვღებულობთ რა იმას, რომ ჩვენს თვალწინ აშკარავდება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი (რასაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე გამოკვლევა), მივდივართ იმის შეგნებამდე, რომ ღმრთის ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა მითითება წარღვნამდელი ადამიანების მშფოთვარებაზე ღმრთისა და შემოქმედის წინააღმდეგ; მითითება მათ აჯანყებაზე, რომელიც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანურ პროექტებში მონაწილეობაში მდგომარეობს. ამ ადგილის ამგვარი გაგების დამატებით დასტურად შეიძლება გამოდგეს ის, რომ ამ სიტყვების შემდეგ მყისიერ იწყება ლაპარაკი ნეფილიმებზე.

ნეფილიმთა წარმომავლობაზე სხვადასხვაგვარი ვარაუდი არსებობს. ენოქის წიგნის მიხედვით (ქრ. შობამდე II ს. აპოკრიფული ნაწარმოები), "ღმრთისშვილები" არიან სულები, რომლებიც დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მიწიერ ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა და შელოცვები, რისი წყალობით "გამოჩნდა უდიდესი უკეთურება" (ენოქი 7-8). ეს განმარტება მიიღო ფილონმა და ეკლესიის ზოგიერთმა მამამ და მოძღვარმა (მაგალითად: წმ. იუსტინემ, ირინეოსმა, ტერტულიანემ, ამბროსიმ). რადგან ბიბლიაში ქორწინება არცთუ იშვიათად ნიშნავს ღმერთთან ერთობას, ანუ რწმენასა და ღმრთის თაყვანისცემას (ოსია 2:16); ეფე. 5:22-23), ადამიანებისა და სულების ქორწინებაში ზოგიერთები ხედავენ წარმართობის ჩანასახს, თავისი დემონთთაყვანისცემით, წარმართულ ღმერთებით, მაგიითა და ჯადოქრობით: ადამიანი ცდილობს თავისი შემოქმედის გარეშე ჩასწვდეს სამყაროს საიდუმლოს. IV საუკუნიდან, გამყარდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც, "ღვთისშვილები" არიან მართალი შეთის (ადამისა და ევასა შვილის) შთამომავლები, ხოლო "კაცთა ასულები" - დედაკაცები კაენის მოდგმიდან (კაენიტები).

სატანა არის პირველი არსება, რომელმაც უარი თქვა ჭეშმარიტ სიცოცხლეზე, რომელიც მდგომარეობს სიყვარულში და ყველას დაღუპვისკენ მიისწრაფვის. ის არის პირველი სულიერი თვითმკვლელი, და როგორც ამის შედეგი, სხვისი მკვლელიც. აი, რატომ იწოდება ის სახარებაში "კაცის მკვლელად". ძველებრაულიდან თარგმანში სიტყვა "სატანა" ნიშნავს "მოწინააღმდეგეს", ანუ ღმრთის წინააღმდგომს. აპოკალიფსისში ნათქვამია: "მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:11). ებრაული სიტყვა "აბადონ" და ბერძნული "აპოლიონ" ნიშნავენ: "წარმწყმედელს", "გამანადგურებელს", "დაღუპვას". ძველ აღთქმაში ცნება "აბადონ" გამოიყენება სიტყვების: "ქვესკნელი" ("შეოლ"), "საფლავის", "სიკვდილის" გვერდით. რაბინისტულ ლიტერატურაში სიტყვა "აბადონ" გვხვდება ჯოჯოხეთის .უქვემოესი განყოფილების გაგებით. და სიტყვა "ეშმაკი" (diabolo) ითარგმნება არა მარტო როგორც "ცილისმწამებელი", არამედ როგორც "გამანადგურებელი". სატანა "ცისქვეშეთის უკეთურ სულებთან" ერთად (ეფეს. 6:12) და თავის "საკრებულოსთან" ერთად (იხ. გამოცხ. 2:9; ბერძნულ ორიგინალშია "სატანის სინაგოგა") - არიან მუდმივი გამანადგურებლები და წარმწყმედელები - "ნგრევა და ვარამია მათ გზაზე" (რომ. 3:16).

იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია, რომ დედამიწის დაღუპვისთვის მოიწევა ღმრთის დიდი რისხვა: "წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ. 11:18). აი რას მოიმოქმედებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, როდესაც დადგება დღე ღმრთის რისხვისა და საშინელი სამსჯავროსი: "დაღუპავს ქვეყნის დამღუპველთ" - ანუ, სატანური და ღმრთისმბრძოლი პროექტების ყველა მონაწილეს, ყველა ამ დამაქცევართ, მოჯანყეთ, გამანადგურებელთა და მკვლელებს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამყაროს მოახლოვებულ აღსასრულზე (რაზეც მიანიშნებენ სახარებები და სხვა ბიბლიური წიგნები), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს ერთი აღსასრული უკვე იყო, კერძოდ - მსოფლიო წარღვნა. წმიდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ წარღვნამდელი სამყარო დაიღუპა წყალში, ამჟამინდელი სამყარო კი ცეცხლში დაიწვის: "მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" (2 პეტრე. 3:6-7). მეორეს მხრივ, ვმსჯელობთ რა მსოფლიო წარღვნაზე, მარადის უნდა გვახსოვდეს, კაცის ძის მომავალ, მეორედ მოსვლაზე და მის საშინელ სამსჯავროზე. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: "დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს" (ესაია 2:17).

მოციქული პეტრე წარღვნამდელ სამყაროს პირველს უწოდებს (სხვა თარგმნით - ძველს), ხოლო წარღვნამდელ კაცობრიობას უკეთურთა სამყაროს: "თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას" (2 პეტრე 2:5). ნოე აქ იწოდება "სიმართლის ქადაგად", რადგან ის თავის თანამედროვეთაგან ყველას შეაგონებდა უარეყოთ იმდროინდელი ცოდვილი საქმიანობა და ღმრთისსაწინააღმდეგო ზრახვანი და მოუწოდებდა მათ მართალი და ღმრთივსასურველი ცხოვრებისკენ.

ხოლო წარღვნის შესახებ სიტყვების წინ მოციქულ პეტრესთან არის ასეთი ფრაზა: "ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე 2:4). კომენტატორთა განმარტებით, აქ მოციქული იმოწმებს ენოქის წიგნში ჩაწერილ იუდაურ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც წარღვნის წინ ქმნილი სულები გადმოვიდნენ დედამიწაზე, რათა ეცდუნებინათ ადამიანები, ესწავლებინათ მათთვის მაგია და ჯადოქრობა, რის გამოც სულები ჩაგდებულ და შეკრულ იქნენ ქვესკნელის ბნელში. მიიჩნევა, რომ ეს თქმულება აღმოცენდა როგორც კომენტარი დაბადების წიგნის 6-ე თავის პირველ მუხლებზე (იხ. ზემოთ. დაბ. 6:1-4).

როგორც რამოდენიმე ათასი წლის წინათ, პირველი სამყაროს აღსასრული უფლის გადაწყვეტილებით მაშინ დადგა, როდესაც უკეთურებამ თავის აპოგეას მიაღწია (შესაძლოა, მსოფლიო წარღვნა სწორედ მაშინ დაატყდა თავს კაცობრიობას, როდესაც ის აპირებდა "მთელი სიძლიერით" გაეშვა სატანური სისტემა, პირამიდების ჩათვლით). ასევე, ამ საუკუნის აღსასრულიც მაშინ მოვა, როდესაც სატანა ისევ უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანს კაცობრიობას, რომლის იქით კაცობრიობის სრული და საბოლოო დემონიზაცია იგულვება. ცხადია, სწორედ ეს აზრია ჩადებული ეზრას წინასწარმეტყველების (3 ეზრა) 9-ე თავის შემდეგ ადგილას: "გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი" (3 ეზრა 9:20-22).

"დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა... წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ" (დაბ. 6:5-13).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню