ანტიქრისტე - ანტიქრისტეს შესახებ 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ბ. დერევენსკი

ანტიქრისტეს შესახებ

სიბილას წიგნები

ბორის გიორგის ძე დერევენსკი (დაბ. 1962 წ.) - რუსი მწერალი, ისტორიკოსი, რელიგიათმცოდნე. უმთავრესად ცნობილია მის მიერ გამოცემული პოპულარული კრებულით: "იესუ ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში" ("Иисус Христос в документах истории"), რომელიც მრავალჯერ გამოიცა (СПб.: «Алетейя», 1-е изд.: 1998; 5-е изд.: 2010). მეორე მისი ასევე ცნობილი კრებულია "სწავლება ანტიქრისტეს შესახებ ძველად და შუა საუკუნეებში" (2000 წ.) ("Учение об Антихристе в древности и средневековье").

სიბილას წიგნების "მზაკვარი კაცი" და "ახალი რქა"

რომაული გადმოცემით, სიბილას წიგნები შეუძენია ჯერ კიდევ ტარკვინიუს ამაყს (IV ს. ჩვ. წ.-მდე) და დაცული ყოფილა იუპიტერის კაპიტოლიუმში; სახელმწიფოსთვის კრიტიკულ ჟამს მას რჩევებისთვის მიმართავდნენ. როდესაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 83 წელს კაპიტოლიუმში გაჩენილმა ცეცხლმა გაანადგურა ეს გრაგნილები, დიქტატორმა სულამ აღმოსავლეთში გააგზავნა სპეციალური კომისია, რათა შეეკრიბა სიბილას ახალი წიგნები, რის შედეგადაც რომში ჩამოტანილ იქნა ათასამდე ლექსი.



სიბილას წიგნები – საბერძნეთში ძვ. წ. IV საუკუნეში შეაგროვეს ბერძენ ქურუმთა მისნობანი. გადმოცემათა თანახმად, კუმელი სიბილას ლექსად (ჰეგსამეტრით) გამოთქმული წინასწარმეტყველებანი პალმის ფურცლებზე ცხრა წიგნად ჩაუწერიათ. მისანმა ქალმა ეს წიგნები შესთავაზა რომის მეფეს, ტარკვინიუს პრისკუსს (სხვა ვერსიით, ტარკვინიუს ამაყს). ხოლო როდესაც ტარკვინიუსმა უარი თქვა მათ ყიდვაზე, სამი წიგნი დაწვა. მეორეჯერაც შესთავაზა სიბილამ თავისი წიგნები მეფეს და როდესაც კვლავ არ ისურვა მათი ყიდვა ტარკვინიუსმა, კვლავ სამი წიგნი დაწვა. ბოლოს ავგურთა რჩევით, მეფემ სრულ ფასად სამი წიგნი შეიძინა.

რომში დაიძებნა აგრეთვე წინასწარმეტყველებათა სხვა კრებულები: ტიბერისის სიბილას, ალბუნეას მისნობანი და "წიგნნი ძმათა მარტიუსთა". სიბილათა წიგნები ბერძნულ, ხოლო მარტიუსთა-ლათინურ ენაზე ყოფილა დაწერილი. ამ მისნობათა კრებულებს ერთი სათაურით აერთიანებდნენ და მას "სიბილას წიგნებს" უწოდებდნენ. იგი ინახებოდა კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარში, ქვის ყუთში და ძვ.წ. 84 წელს ხანძრის ალში დაიფერფლა. ამის შემდგომ შემორჩენილ მისნობათაგან შეადგინეს ახალი კრებული იმავე სახელწოდებით, რომელიც მოგვიანებით შეავსეს იმპერატორებმა ავგუსტუსმა და ტიბერიუსმა. კრებულის დაცვა და მისი განმარტება სიბილას ქურუმებს ევალებოდათ. მეფეთა ხანაში ამ კოლეგიას ორი ქურუმი წარმოადგენდა, მოგვიანებით უფრო მეტი. ისინი ვალდებულნი იყვნენ სენატის წინაშე სათანადო დროს განემარტათ სიბილას მისნობანი. სიბილას წიგნებს არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა ქრისტიანობის გამარჯვების შემდეგაც. შემორჩა წინასწარმეტყველებათა 12 წიგნი, რომელშიც გასაოცარი ძალისხმევით არის შერწყმული ბერძნულ-რომაული, იუდეური და ქრისტიანული წარმოდგენები.

ამ კრებულებმა საბოლოო სახე მიიღო იუსტინიანეს ეპოქაში (VI ჩვ. წ.). სიბილას წიგნები გამოთქმულია კლასიკური ჰექსამეტრით და სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნით, - როგორც ბერძნებს, ასევე ებრაელებს, და ნაწილობრივ ქრისტიანებსაც. ებრაულად შეიძლება ჩავთვალოთ სიბილას წიგნის ვრცელი მე-3 წიგნი, რომელსაც მეცნიერები ჩვეულებისამებრ ორ ნაწილად ჰყოფენ: პირველია მისი ბირთვი, სტროფები 97-829, რომელიც თარიღდება ჩვ. წ.-მდე II ს.-ის შუა წლებით და სტროფები 1-96, რომელიც განეკუთვნება ჩვ. წ.-მდე 40-27 წლებს. თუმცა, ასეთი დაყოფა პირობითია. სიბილას მე-3 წიგნი შედგება მრავალ ცალკეულ წინასწარმეტყველებათაგან, რომლებიც სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი და მხოლოდ შემდეგ არის გაერთიანებული.

ასეთ ცალკეულ წინასწარმეტყველებას წარმოადგენს სიბილას მე-3 წიგნის ფრაგმენტი, რომელიც მოიცავს 381-400 სტროფებს. საკუთრივ, ეს არის ალუზია დანიელის წინასწარმეტყველების წიგნზე. "მზაკვარი კაცი", რომელმაც გააპარტახა აზია, და რომლის შესახებაც ლაპარაკია სიბილას პირით, შეესაბამება "დიდ რქას" და "ძლევამოსილ მეფეს" (დან. 8:21); 11:3; იქაც და აქაც ლაპარაკია ალექსანდრე დიდზე. დანიელის წიგნის მე-7 თავიდან ნასესხებია ასევე "ათი რქა-მეფის", სახე, რომლებშიც ხედავენ არა მარტო სელევკიდებს, არამედ ალექსანდრეს სხვა მემკვიდრეებსაც. და ბოლოს, ახალ "რქაში, რომელიც დაჯდა გვერდით", ადვილად იცნობა დანიელის "მცირე რქა", იგივე "მეფე კადნიერი და მზაკვრობაში დახელოვნებული" - ანტიოქოს IV ეპიფანე.

თუმცა, აქ პარალელები ფრთხილად უნდა გავავლოთ. ჯ. კოლინზის შენიშვნიტ, სტროფებს 381-400 გაურკვეველი წარმომავლობა გააჩნიათ, და არ ეკუთვნიან წიგნის ბირთვს და ჯერ კიდევ დაუთარიღებელია. თუმცა ამ ნაწყვეტის კავშირი დანიელის წინასწარმეტყველებასთან უეჭველია. წინასწარმეტყველების ავტორს შეეძლო პოპულარული აპოკალიფსისის სახეები გამოეყენებინა სხვა პირთა და მოვლენათა აღსანიშნად.

ამავე დროს ანტიოქოს IV ეპიფანე "ცეცხლოვანი არწივის" სახით ფიგურირებს სიბილას მე-3 წიგნის სხვა ადგილზე, კერძოდ 611-615 სტროფებში, სადაც ავტორი (როგორც ჩანს, ეგვიპტელი ებრაელი) ჰყვება ანტიოქოს IV ეგვიპტეში შეჭრაზე ჩვ. წ.-მდე 169 წელს და მის მიერ უზარმაზარი ნადავლის ხელში ჩაგდებაზე. ამის შემდეგ ნახსენები ხანძარი (სტროფი 618) შეიძლება განვაკუთვნოთ ანტიოქოს IV-ის მიერ იერუსალემის ტაძრის გაძარცვას, ხოლო სტროფები, რომლებიც აღწერენ "ოქროს ხანის" სიუხვეს (619-624), მოგვაგონებენ დანიელის წიგნის წინასწარმეტყველებას "უზენაესის წმიდანთან მარადიულ სასუფეველზე", რომელიც დადგება სელევკიდთაგან გათავისუფლების შემდეგ. ეს ნაწყვეტი განსაზღვრულად თარიღდება ჩვ. წ.-მდე II ს.-ის შუაწლებით, როდესაც იუდეაში მიმდინარეობდა გამათავისუფლებელი ომი მაკაბელთა წინამძღოლობით.



დასასრულ, ანტიოქოს IV, შესაძლოა, ფიგურირებს სიბილას მე-5 წიგნშიც. სტროფები 101-110, რომლებიც გვიყვებიან აზიის გამანადგურებელ რომელიღაც სპარს მეფეზე (?) და, რომელიც დაემუქრება "მართალთა ქალაქს" (იერუსალემს?), ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლაპარაკია 169-167 წლებზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თუმცა, ეს წინასწარმეტყველება უკიდურესად ბუნდოვანი და დახლართულია. გამორიცხული არ არის, რომ აქ მოხდა ალექსანდრე დიდისა და ანტიოქოს IV ეპიფანეს სახეთა შერწყმა. შუასაუკუნეთა ქრისტეანი კომენტატორები აქ პოულობენ მითითებას ქრისტეს მომავალ ანტაგონისტზე. ერთ-ერთ ხელნაწერში სტროფები 101-110 ასეა განმარტებული: "ანტიქრისტე სპარსთა ჯარით წავა დასავლეთზე ვიდრე რომაელთა დაპყრობამდე, შემდეგ მოუხვევს აღმოსავლეთისკენ და მიადგება იერუსალემს, სადაც მას დაამარცხებს დედამიწაზე კვლავ ჩამოსული ქრისტე".




სიბილას მე-3 წიგნი, 381-400


За. III 381-400 მაგრამ მაკედონიელები მთელს აზიას მძიმე ხვედრს უმზადებენ; ევროპისთვისაც უდიდესი უბედურება წამოიზრდება - უბედურება
(1); და კარგად გამაგრებულ ბაბილონს მისი ჯარი დაიპყრობს (2).
_____________

1. როგორც ცნობილია, ალექსანდრე დიდმა საკუთარი თავი ზევსის (ამონის) ძედ გამოაცხადა, და, მაშასადამე, კრონოსის შვილიშვილად, ანუ კრონიდად. შეად. სიბ. 11:197-198: "შეცდომით უწოდებენ მას ამონის ანუ ზევსის შვილად" / და იფიქრებენ, რომ ის არის უკანონო შვილი კრონიდისა". წინასწარმეტყველების ავტორისთვის ალექსანდრე - მოჩვენებითი კრონიდია, წაროშობით მაკედონურ მეფეთა "მონური მოდგმიდან", რომლეიც ოდესღაც სპარს მონარქთა ვასალები იყვნენ.

2. ჩვ. წ.-მდე 331 წელს აღმოსავლეთით ლაშქრობისას ალექსანდრეს ჯარები უომრად დაეუფლნენ ბაბილონს, რომელიც მაშინ აზიის უდიდესი ქალაქი იყო. შემდეგში ალექსანდრემ ბაბილონი თავის დედაქალაქად აქცია და მასშივე გარდაიცვალა ჩვ. წ.-მდე 323 წელს.


_____________

385 ამ ადამიანებს მთელი სამყაროს მეუფეებს შეარქმევენ, მაგრამ მათი სამეფო საშნელი უბედურებებისგან დაიღუპება ისე, რომ შთამომავლებისთვის კანონებსაც კი არ დატოვებენ, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში დაიფანტებიან (3). იმ დროს აზიაში შევა მზაკვარი კაცი, რომელიც მხრებზე ძოწეულის სამოსს ატარებს.

_____________

3. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაიყო ოთხ დიდ სამეფოდ და უამრავ პატარ-პატარა სამფლობელოებად. შეად. დანიელი 8:8, 22; 11:4.

_____________

390 მსოფლიოში მას ელვა შემოიტანს (4). ამიტომაც, მძვინვარე, ველური და დაუდგრომელი, აზიისთვის მძიმე უღელი იქნება. ეს კაცი მოამზადებს, და მკვლელობათა სისხლით აქ ნესტიან მიწას დაარწყულებს. მაგრამ სისხლისმსმელს აიდი მოათვინიერებს. მოგდმა, რომლის ძირფესვიანად განადგურებასაც ის იზრახავდა, 395 თვით მოსპობს მას (5), ხოლო ერთადერთ ფესვს - შემდგომში მოჭრის ათი რქიდან ერთ-ერთი სისხლისმსმელი (6), შემდეგ კი ძველის გვერდით ახალ დევნულებას დასთესს. მაგრამ დაღუპავს რა ძოწეულსემოსილის მოდგმას, თვითონაც კადნიერ შეთქმულთაგან სიკვდილს იგემებს (7).

_____________

4. "ძოწეულის სამოსი" - მეფეთა ატრიბუტია. ზოგიერთი მკვლევარი "მზაკვარ კაცში" ანტიოქოს JV ეპიფანეს ხედავს, რომელიც დანიელის წიგნში "კადნიერ მეფედ და დახვეწილ მზაკვარად" იწოდება (დანიელ. 8:23). მაგრამ, უფრო სავარაუდოა, აქ კვლავ ლაპარაკი იყოს ალექსანდრე დიდის ლაშქრობაზე ჩვ. წ.-მდე 334-324 წლებში.  იხ. Collins, 1984. Ibid. საინტერესო შენიშვნა: "მსოფლიოში მას ელვა შემოიტანს". პლუტარქი ჰყვება, რომ ფილიპე II-ისა და ოლიმპიადას საქორწინო ღამის წინ ამ უკანასკნელს მოეჩვენა, თითქოსდა დაიჭექა და მის მუცელს ელვა დაეცა, და ამ დარტყმისგან აღვარდა დიდი ცეცხლი. მომდევნო ღამეს ჩაისახა მომავალი მეფე-დამპყრობელი ალექსანდრე II. სავარაუდოდ, ეს და მსგავსი ლეგენდები ცნობილი იყო წინასწარმეტყველების ავტორისთვის.

5. ალექსანდრეს გარდაცვალებიდან ძალიან მალე გავრცელდა ხმები მისი მოწამვლის შესახებ. თითქოსდა შხამი მას მაკედონიის ადგილნაცვალმა ანტიპატრემ გაუგზავნა და მისმა შვილმა იოლამ სასმელში გაურია (პლუტარქე, ალექსანდრე, 77; არიანე. ანაბასისი, VII 27:1-2). სიტყვა "მოდგმა, რომელიც... თვით მოსპობს მას" გამოცანას წარმოადგენს. შესაძლოა, აქ მხედველობაში იყოს ალექსანდრეს უკმაყოფილება და ეჭვი ანტიპატრესადმი (პლუტარქე. ალექსანდრე, 74), რაც წინასწარმეტყველების ავტორის მიერ აღქმულ იქნა როგორც მისწრაფება ბოლო მოეღო მაკედონიის ადგილნაცვლისა და მისი შვილებისთვის. ალექსანდრეს აღსასრულის სხვა ვერსია მოცემულია სიბილას 11-ე წიგნში: "სიკვდილი მას სხვა მზაკვართაგან ელის; / როგორც კი ინდოეთიდან გამვა და ბაბილონში დაბრუნდება, / რომელიღაც ბარბაროსი მეფეს ტრაპეზობის დროს დაღუპავს" (სტრ. 221-223). კომენტატორების აზრით, ალექსანდრე სპარსი მონის ხელით დაიღუპება. ასეთ შემთხვევაში "მოდგმაში", რომელიც მეფეს დაღუპავს იგულისხმებიან სპარსები, რომლების წინააღმდეგაც ის იბრძოდა.

6. "ერთადერთი ფუძე" ეს არის ალექსანდრეს იდიდ ძე როქსანასგან - ალექსანდრე IV, რომელიც 323 წ. ჩვ. წ.-მდე მეფედ გამოცხადდა და 311 წელს მოკლეს ალექსანდრეს მემკვიდრე დიადოხოსთა ("ათი რქის") შეთქმულების შემდეგ.

7.
398-399 სტროფების აზრი ბუნდოვანია, მითუმეტეს რომ ბოლო სტროფი ძლიერ დაზიანებული. ყველაზე მიღებული განმარტება ასეთია. "ძოწეულშემოსილის მოდგმა" - ერთ-ერთი დიადოხოსთაგანია, სავარაუდოდ, ევმენ კაპადოკიუსი, რომელიც ცალთვალა ანტიგონე I-მა მოკლა. ანტიგონე I-ის გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა დიადოხოსებმა ("კადნიერმა შეთქმულებმა") მის წინააღმდეგ კოალიცია შექმნეს. 301 წ. ჩვ. წ.-მდე იპსას ბრძოლაში ანტიგონე I დამარცხდა და მოკლულ იქნა.

_____________

400. და შემდგომ გამეფდება ის რქა, რომელიც გვერდით იქნა დასმულ
(8).

_____________

8. ტექსტში არ არის რაიმე ნიშანი, რომელიც ანტიოქოს IV ეპიფანეზე უთითებდეს, "რქის" ასოციაციის გარდა დანიელის "მცირე რქასთან". პრინციპში, ეს მეფე შეიძლება სხვა ელინისტური მმართველიც აღმოჩნდეს, მაგალითად, ალექსანდრე I ბალა. იხ.: Collins, 1984. Ibid. შემდეგ, 401 სტროფიდან იწყება სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც მოცემულ ფრაგმენტთან არ არის დაკავშირებული.

_____________


36. III 608-623 მაშინ გამეფდება ახალი მეფე ეგვიპტეში და იქნება იგი მეშვიდე ელინთა მმართველობის დასაწყისიდან (9). ანუ 610 იმ დროიდან, როცა აქ დაიწყება მაკედონელ კაცთა ძალაუფლება. და გამოჩნდება აქ ცეცხლოვანი არწივი დიდი აზიელი მეფე (10), დედამიწას რომ მოედება ქვეითი ჯარითა და ცხენოსნებით; ყოველივეს გაანადგურებს იგი თავის გზაზე და ბოროტებით აღავსებს. მაშინ დაეცემა სამეფო ძალაუფლება ეგვიპტეში, ხოლო დამპყრობელი.

_____________

9. პტოლემეოს VI ფილომეტორი, ეგვიპტის მეფე 181-145 წლებში ჩვ. წ.-მდე, რომელსაც აქ "ელინთა მმართველობის დასაწყისიდან", ანუ ალექსანდრე დიდიდან "მეშვიდე" ეწოდება, რომელმაც 332 წ. ჩვ. წ.-მდე დაიპყრო ეგვიპტე. ეგვიპტის "შვიდ მეფეზე" იხ. ასევე სიბ. 3:192,318; სიბ. 11:243 "რვა მეფე".

10. ანტიოქოს IV ეპიფანე. ანტიოქოს III-დან მოყოლებული, სელევკიდები ატარებდნენ "აზიის მეფის" ოფიციალურ ტიტულს (1 მაკაბ. 8:6; 12:39; 13:32; 2 მაკაბ. 3:3). გამოთქმა "ცეცხლოვანი არწივი" სრულიად ტიპიურია ორაკულურ ლიტერატურაში. იხ.: ლიკფრონი. კასანდრა. 261, 551.


_____________

615 წაიღებს რა მთელს ნადავლს, გადასცურავს ვრცელ ზღვას
(11). ადამიანები დიად და მარადიულ უფალ ღმერთის წინაშე, თეთრ მუხლებს მოიდრეკენ, და მარჩენალ მიწაზე დაეშვებიან. დაემხობიან და განადგურდებიან მაშინ ცეცხლში კაცთა ხელის ნამუშაკევნი; მაგრამ სანაცვლოდ ღმრთისგან დიდ სიხარულს მიიღებენ.

_____________

11. შეად. დანიელი 11:25-28.

_____________

620 მოკვდავნი, რამეთუ მიწა, ხეები და საძოვრები გამოიღებენ ჭეშმარიტ ნაყოფს
(12), და მაშინ უხვად იქნება ტკბილი ტაფლი, ღვინო და თოვლივით თეთრი რძე, და რაც მთავარია - პური, რამეთუ - ის არის ყველა მოკვდავთა უზენაესი სიკეთე.

_____________

12. შეად. მათე 3:10.

_____________

Зв. V 88-110 88 დიდებულო დედაო ქალაქთ, და შენც, ალექსანდრია, ბრძოლის მსხვერპლად დაეცემი და ყოველივეს, რასაც ფლობდი ბოლო წვეთამდე შენი კადნიერი ხასიათის სანაცვლოდ გასცემ...

90 ყოველივეს ბოლო წვეთამდე გასცემ...

93 სასტიკი სპარსი წალეკავს შენს მიწას, სიკვდილსა და ნგრევას მოიტანს იგი და ბოროტი ზნეობის კაცებს წარწყმედს.

95 სისხლით აღავსებს საკურთხევლებს და მათ მოკლულთა გვამებით გაავსებს - მძლავრი ბარბაროსი, რომელიც სხვა უგუნურებებსაც მოიმოქმედებს, და ვითარც უდაბნოს ქარიშხალი, შენი აღსასრულის დაჩქარებას ჩაიფიქრებს. ქალაქო ბედნიერო, მაშინ განიცდი შენმრავალ ჭირვებას! მთელიაზია იგლოვებს, რადგან გაიხსენებს როგორი (100) საჩუქრებით ამშვენებდი მის თავს, - ახლა კი ისიც დაიღუპება. ახალი სპარსი მეფე ქვეყანას გააპარტახებს, ყოველს მოკლავს, და იმ ადგილებში სიცოცხლე აღარ დაისადგურებს. უბადრუკი მოკვდავი მოდგმის მხოლოდ მესამედი გადარჩება. ის კი მსუბუქი ნახტომით აღმოსავლეთს მიაშურებს, (105). დატანჯავს მიწას ომებით და უდაბნოდ გადააქცევს. თავისი ძალაუფლების ქიმზე, თუმც შიშით გათანგული, მართალთა ქალაქის დანგრევას განიზრახავს
(13). და მაშინ, ვინმე ღმრთისგან წარგზავნილი მეფე წალეკავს მას ისე, რომ ყველა მეფეს დაღუპავს და საუკეთესო მეომრებს (14).

_____________

13. კომენტატორები"მართალთა ქალაქში" ჯერ გაძარცულ იერუსალიმს ()169 წ. ჩვ. წ.-მდე), ხოლო შემდეგ ანტიოქოს IV-ის მიერ შებილწულ იერუსალიმს (167 წ. ჩვ. წ.-მდე) გულისხმობენ. შეცბუნებას იწვევს მხოლოდ ანტიოქოსის (თუ ეს ანტიოქოსია) - "სპარსეთის მეფედ" წოდება. ვითარება ცოტათი გაირკვევა, თუკი "სპარსეთის" ექვივალენტად გავიგებთ სიტყვას "აზიელი", ანუ "აზიის მეფის" ტიტულს.

14. თუ "მართალთა ქალაქი" - იერუსალიმია, მაშინ "ღმრთისგან წარგზავნილი ვინმე მეფეში" ლოგიკურია ვიგულისხმოთ იუდა მაკაბელი, რომელიც აღდგა სელევკიდთა უღლის წინააღმდეგ და ჩვ. წ.-მდე 164 წელს გაათავისუფლა იერუსალემი. თავის დროზე ლაქტანციუსი ამ "მეფეს" ქრისტესთან და მის მეორედ მოსვლასთან აიგივებდა.


_____________

110 ასეთ განაჩენს გამოუტანს უკვდავი (მეუფე) ადამიანებს.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню