ანტიქრისტე - ანტიქრისტე უბრალოდ მოვალეა გამეფდეს რუსეთში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ანტიქრისტე უბრალოდ მოვალეა გამეფდეს რუსეთში!

(+ ვიდეო)

ანტიქრისტე და რუსეთი

ავტორი: მაქსიმ სტეპანენკო. რმე-ს ტომსკის ეპარქიის მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელი.

ინტერნეტ ფორუმებში ვკითხულობ, რომ
"იოანეს "გამოცხადებაში" ნახსენებ "ბაბილონის მეძავად" უნდა მოვიაზროთ ამერიკა"...

ეს ადამიანები მძიმე სულიერი სნეულებით არან ავად და ბოდავენ. ის დიდი ხანია ცნობილია და აღწერილია, მის შესახებ, სხვათ შორის, ტაძრებშიც კითხულობენ: "ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ" (ლუკა 18:11-12).

ამერიკა თავიდანვე არ იყო ქრისტეს პატარძალი, რადგან მისი ძირითადი ნაწილი - სექტანტები და ერეტიკოსებია. ხოლო რუსეთი, ქრისტეს ერთგული პატარძალი იყო 1000 წელი, შემდეგ ის გაყიდა, ახლაც ჰყიდის და მეძავობს.

რუსეთის ტაძრებში კვირაობით მოსახლეობის 0,5%-ზე ნაკლები მოდის. მამაკაცთა და დედაკაცთა 90% - მკვლელია (ამას აბორტებზე ვამბობ).

არ გამიკვირდება, და მეტიც, დარწმუნებულიც ვარ, რომ ანტიქრისტე გამეფდება სწორედ რუსეთში, და რუსეთის სახალხო ხაზის (РНЛ) მკითხველები მას დაუყვირებენ: "ოსანა!...
", ყველანი ხომ დარწმუნებულნი არიან, რომ ანტიქრისტე გამეფდება აშშ-ში ან იტალიაში, ან კიდევ ისრაელში, ოღონდ არავითარ შემთხვევაში "წმიდა" რუსეთში.

ვისთვის მოდის ანტიქრისტე? რჩეულთა დასამონებლად: "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მარკოზი 13:22).

ვინ არიან რჩეულნი? - მართლმადიდებელი ქრისტიანები.

სად არის ყველაზე ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი? - რუსეთში.

ყველაზე მეტად სად სცემენ თაყვანს ხატებს? - რუსეთში. ამავდროულად რჩეულნი ცთუნებულნი იქნებიან "საკვირველთმოქმედი" ხატით: "და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:14-15)?

ყველაზე მეტად სად სცემენ თაყვანს "ღვთიურ ცეცხლს"?
- რუსეთში. ამ დროს რჩეულნი ცთუნდებიან ციდან გარდამოსული ცეცხლით: "და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე" (გამოცხ. 13:13).

სად არის ყველაზე მეტი ფარისეველი, რომელსაც თავი ამერიკელ მეზვერეებზე უკეთესი ჰგონია? - რუსეთში.

კიდევ სად მოიპოვება ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ჩაფლულია ურწმუნოებაში, მცირედმორწმუნოებაში, მკვლელობებსა და ცოდვებში, და მიუხედავად ამისა თავის ქვეყანას უწოდებს "წმიდას"? - მხოლოდ რუსეთში.

ყველაზე მეტად სად სწყურიათ მეფის მოსვლა, რომელსაც "სწორი" მართლმადიდებლური სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ? - რუსეთში.

ასე, რომ მხოლოდ რუსეთშია ესოდენ ხელსაყრელი პირობები ანტიქრისტეს მოსვლისა და გამეფებისთვის...

წყარო: К-istine.ru // http://www.religion.in.ua/zmi/foreign_zmi/25766-antixrist-prosto-obyazan-vocaritsya-v-rossii.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/YOWLenruW3Y" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню