ანგელოზები - შეუძლიათ თუ არა ეშმაკთ სინანული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანგელოზები

შეუძლიათ თუ არა ეშმაკთ სინანული?

სატანა

ეკლესია ამ კითხვას უარყოფითად პასუხობს. წმ. იოანე დამასკელი (VII ს. მეორე ნახ. - 754 წ.) ბრძანებს: "ეშმაკს არ შეუძლია სინანული იმიტომ, რომ უსხეულოა. ადამიანმა კი სინანულის უნარი სხეულებრივი უძლურების გამო მიიღო". წმიდა მამათა აზრით, ადამიანს, რომელიც ხორციელია და ამავდროულად ცოდვითი ქცევისკენაც არის მიდრეკილი, ღვთის წყალობით შეუძლია შეინანოს. მაგრამ ანგელოზური არსებები უსხეულონი, უნივთონი და სულიერნი არიან. მათ არ გააჩნიათ საცთურები იმ აზრით, როგორც ეს ჩვენ გვაქვს. ისინი არიან როგორც ცეცხლოვანი ენერგია და მათი მთლიანი მოძრაობა რაღაცისკენ არის მიმართული. აირჩევენ რა ერთხელ ამ მიზანს, მისკენ წარმართულთ უკვე აღარ ძალუძთ ამ მოძრაობის შეცვლა, არამედ სულ უფრო ღრმად შედიან მასში და უფრო მეტად ეძლევიან მათ მიერ არჩეულ მსახურებას.



გუსტავ დორე. მიქაელ მთავარანგელოზის ბრძოლა დაცემულ ანგელოზებთან


ღმერთი პატივს სცემს როგორც კაცთა, ასევე ანგელოზთა თავისუფლებას. ანგელოზებს ჰქონდათ თვითგამორკვევის, სულიერი არჩევანის შესაძლებლობა. და ანგელოზთა ნაწილმა ეს არჩევანი ღვთის საწინააღმდეგოდ აირჩია. სწორედ მათ ვუწოდებთ ეშმაკთ.

წმიდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის საუკუნო ცეცხლია გამზადებული (იხ. მათე 25:41). და, რომ სინანული მათ უკვე აღარ შეუძლიათ, არამედ ბოღმითა და შიშით ელიან სამართლიანი მსჯავრის გამოტანას მათზე და ოცნებობენ ამ დღის გადატანას. როდესაც ერთხელ ქრისტემ ეშმაკეულთაგან დემონები განდევნა, მათ შეძრწუნებულებმა დაიყვირეს: "რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მათე :29).




მრავალი ქრისტიანი, ხელმძღვანელობს რა მაღალი და კეთილი მოსაზრებით, კითხულობს: ნუთუ შეუძლებელია მათთვის სინანული, ნუთუ ისინი სამუდამოდ არიან განკვეთილნი ღმრთისგან?

საყვარელნო, წმიდა მამებზე ბრძენ ადამიანებად ნუ წარმოვიდგენთ ჩვენს თავს, რადგან მათ ჰქონდათ არა თეორიული ცოდნა სატანისა და მისი მოქმედებების შესახებ, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება. სწორედ ისინი გვასწავლიან, რომ სატანას სინანული უკვე არ შეუძლია. იმიტომ კი არა, რომ ღმერთმა მას წაართვა ასეთი შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ სატანა და დემონები ისე გახევდნენ ცოდვაში, რომ თავიანთი არსებობის სხვა ფორმას, გარდა ბნელში ყოფნისა და ბოროტებისადმი მსახურებისა, ვერ ხედავენ.

როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს "ანგელოზებისთვის დაცემა იგივეა, რაც სიკვდილი კაცთათვის. რამეთუ დაცემის შემდეგ მათთვის სინანული ისევე აღარ არსებობს, როგორც არ არსებობს ის მკვდარი ადამიანებისთვის".



ღირ. იოანე კასიანე რომაელი (IV ს.
V ს.) "ბოროტ სულთა გამოუსწორებლობის შესახებ" წერს: "მეტიც, როგორც სულიერ და უხეში სხეულებრიობის არმქონე არსებას, არ შეუძლია ჰქონდეს სინანული თავის ბოროტ ზრახვებში, რაც გამორიცხავს ყოველგვარ მიტევებას მისი ბოროტმოქმედებებისთვის; რადგან ის ბოროტებას ეძლევა არა ხორცის გარეგანი მოქმედების შედეგად, როგორც ეს ადამიანებშია, არამედ იზრახავს მას თავისი ბოროტი ნებიდან გამომდინარე, ამიტომაც მისი ცოდვა მიტევების გარეშე და მისი სნეულება უკურნებელი რჩება; სულიერი არსება ხორციელი აღძვრის გარეშე ეცემა, ამიტომაც არ არსებობს მასში სინანული და ამის გამოც არ არსებობს მისთვის შეწყალება. აქედან თავისთავად გამოდის, რომ ბრძოლას ხორცსა და სულს შორის, როგორც ეს ჩვენში ხდება, არა თუ არ შეუძლია ჩვენი დაღუპვა, არამედ პირიქით, დიდი სარგებლობაც კი მოაქვს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეშმაკს მოქცევა უკვე აღარ ძალუძს, ამიტომც სულ უფრო და უფრო ეძლევა ცოდვას. მაშასადამე, "ღმრთის ქალაქსა" და მის "გარეთ" (გამოცხ. 22:15) სამუდამოდ დარჩება უარყოფის სივრცე, "მეორე სიკვდილი" (გამოცხ. 21:8), რომელსაც ეშმაკი განკითხვის დღის შემდეგ მიეცემა.  

გამოცხადებამ არ იცის მთელი ქმნილების აპოკატასტაზისი, არამედ მხოლოდ იმათი განღმრთობა, ვინც ქრისტესთან ერთად იქნება. "ღმერთი ყოველივე იქნება ყველაფერში" მხოლოდ "სასუფევლის ძეთათვის", ყველაფერი ყოველივეში, ვისი ნებაც შეგნებულად ეთანხმებოდა ღმრთის ნებას.

წყარო: "აპოკალიფსისი". შედგენილია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню